x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გამაოგნებელი ხელოვნების შედევრები, რომლებიც ფოტოსურათები ჰგონიათ
image


ზოგიერთი მხატვრის ნიჭი და ოსტატობა ყოველგვარ ზღვარს ცილდება. ისინი ხატავენ ყველაფრით: ზეთით, აკრილის საღებავებით, ნახშირით, ჩვეულებრივი კალმებით და

უბრალო ფანქრებით – მაგრამ მათ ნამუშევრებს ფოტოსურათებისგან ვერ გაარჩევთ. ეს

ნახატები უფრო მეტია, ვიდრე ის რომ ფოტოასლების შთაბეჭდილებას ტოვებს. მათში არის მხატვრის მიერ დანახული ცხოვრება, ემოცია და იმ სამყაროს ილუზია, რომელშიც


ვცხოვრობთ.

ქვემოთ მოცემულია გენიალური მხატვრების გასაოცარი ხელოვნების შედევრები,

რომელთაც ფოტოსურათებისგან ვერ გამოარჩევთ.


დიეგო ფაციო


image


დიეგო ისე მუშაობს, როგორც ჭავლური პრინტერი. ხატვას ფურცლის ნაპირიდან

იწყებს. ხატავს უბრალო ფანქრითა და ნახშირით. ერთი პორტრეტის შექმნაზე მხატვარს

თითქმის ერთი კვირა ესაჭიროება.


ომარ ოპტიზი


image


ფერთა და ჩრდილთა გადმოცემის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს იქცა მის სავიზიტო

ბარათად. ომარი, მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, გადმოსცემს ყველა იმ

წვრილმანს, რაც დემონსტრირებას ახდენს გრაციოზული სხეულის სილამაზეს ყველა

რაკურსით.


გრეგორი ტილკერი


image


გრეგორი ტილკერი თავის "წვიმიან" ტილოებს ფუნჯით ხატავს; იყენებს აკვარელს და

ზეთის საღებავებს. მისი სურათები ცუდ, მოღრუბლულ ამინდში მანქანით

მოგზაურობას გვაგონებს.


რუფ ტაისონი


image


ბრიტანელ მხატვარს რუფ ტაისონს, ისევე როგორც ბევრ მის კოლეგას, არა აქვს

სამხატვრო განათლება, თუმცა ფლობს თავისი ნამუშევრების შესრულების ორიგინალურ

მანერას. ის ხატავს გრაფიტით და აკვარელის ფანქრებით, თუმცა ზოგჯერ საღებავსაც

იყენებს.


რობერტო ბერნარდი


image


ნამდვილად რთულია იმის დაჯერება, რომ რობერტო ბერნარდის ეს "ტკბილი"

ნატურმორტები ფოტოაპარატით არ არის გადაღებული. ყოველი ნატურმორტი საოცარი

სიზუსტით გადმოსცემს ანარეკლს მაგიდის ზედაპირზე.


რობინ ელეი


image


ლონდონელი მხატვარი მაშტაბურ, რეალისტურ ნახატებს ზეთის საღებავებით ქმნის.

ამ კოლექციის ნამუშევრებში მხატვარი ელეგანტურად მალავს ადამიანის სხეულის

სიშიშვლეს გამჭირვალე საბურველში.


გოტფრიდ ჰელნვაინი


image


თავის ნამუშევრებში ჰელნვაინი უმთავრესად აკვარელის საღებავებს იყენებს. ის მუშაობს

როგორც მხაზველი, ფერმწერი, ფოტოგრაფი, სკულპტორი და ამით თავისი ნიჭის ყველა

მხარეს ავლენს.


ვინსენტ ფატაუზო


image


ცნობილი ავსტრალიელი მხატვრის ვინსენტ ფატაუზოს ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია გამოფენილი. ჰიტ ლეჯერის პორტრეტი მის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე დახატა.


კამალკი ლაურეანო


image


კამალკი ლაურეანო – ცნობილი დომინიკელი მხატვარი. ის იყენებს აკრილის საღებავებს. მისთვის სამუშაო არა მხოლოდ ფოტოსურათის მიბაძვაა, არამედ –ცხოვრებისაც.


პოლ კედენი


image


ავტორის ერთადერთი ინსტრუმენტი გრიფელის ფანქარია. აღმოჩნდა, რომ ეს სრულიად

საკმარისია, იმისათვის რომ დიდი სიზუსტით გადმოსცეს ყოველი ხაზი, ნაოჭი ან ემოცია. ავტორის გენიალურობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შეიტანთ.


თომას არვიდი


image


თომასს არ გააჩნია ფორმალური განათლება. ის ოსტატობას საკუთარი სწავლების სისტემით დაეუფლა, რითაც აღმოაჩინა საკუთარი თემა – ღვინის თემა. ასე გაჩნდა "თომას არვიდის ღვინის მარანი"– ნამუშევრების სერია, სადაც გამოსახულია ღვინის ბოთლები, საცობები, ბოკალები ცქრიალა სასმელით.


ბრაიან დრური


image



ამერიკელი მხატვარი – 2007 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემია და

იქიდან მოყოლებული რეალისტურ ჟანრში მუშაობს. შეერთებული შტატებისა და ევროპის უამრავი ჯილდოს მფლობელი მხატვარი ფოკუსირებას ახდენს ადამიანის კანის

სტრუქტურაზე და აჩვენებს იმ მხარეს, რომელსაც ჩვენგან ასე ხშირად მალავენ.


იგალ ოზელი


image


იგალი არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოსცემს შუქ-ჩრდილის თამაშს, მზის სიკაშკაშეს და ამით ოსტატურად ქმნის ფოტოსურათის ილუზიას.


ტანერ ცეილანი


image


ცნობილი თურქი მხატვარი, რომელიც ჰიპერრეალისტურ სტილში ხატავს. თავის ნამუშევრებში უპირატესად იყენებს აკრილის საღებავებს.


ენდრიუ ტელბოტი


image


ცნობილი ბრიტანელი მხატვარი ენდრიუ ტელბოტი 15 წლიდან მხატვრობითაა დაკავებული და 2002 წლიდან მოყოლებული საკუთარი შედევრების გაყიდვით ირჩენს

თავს. საოცრად რეალისტური და კაშკაშა საღებავები, რომელსაც ის იყენებს, მის სტილს

ცნობადს ხდის და ამით მას საუკეთესო მხატვრების რიგში აყენებს.






3
633
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
633
  
2015, 4 აგვისტო, 20:32
რა სასწაული მხედველობითი მეხსიერება და ფერების აღქმა უნდა გქონდეს პროსტა....
2015, 4 აგვისტო, 18:53
კი, ნამდვილად. ძალიან რთულია ამის დაჯერება
2015, 4 აგვისტო, 18:44
სულ ვერ იფიქრებ რომ ნახატია
0 1 3