x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე? რჩევები სამსახურის მაძიებლებს
სამსახური ის თემაა, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაში დიდი დოზით თუ არა, რაღაც წილით მაინც არის შემოჭრილი. დასაქმება საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა და უფრო ხშირად პრობლემასთან, გავლენიანი ნაცნობის ყოლის აუცილებლობასთან, დაბალ ხელფასთან, დაიწნაურების ბუნდოვან პერსპექტივასა და თავისებურებების მატარებელ უფროსთან ასოცირდება, რომელიც გადაწყვეტილებებს ხასიათის მიხედვით იღებს და ადგილის დაკარგვით შეშინებული თანამშრომლებიც თვალებში შესციცინებენ ხასიათიდან ხასიათამდე.

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ხანდახან, რომელიღაც გვირაბის რომელიღაც ბოლოს სინათლის სხივიც გამოჩნდება ხოლმე. ეს სხივი კი ის ზარია, რომელიც "CV" გაგზავნას მოჰყვება ზარის სახით. გასაუბრებას საქართველოში ყველა ადამაინური რესურსების თანამშრომელი ისე ატარებს, როგორც მოუხერხდება, დიდად განსხვავებულ სიტუაციას ცოტა თუ შემოგთავაზებთ და კითხვებიც სტანდარტულია, გააჩნია რა პოზიციაზე მოიაზრებით. imageრამდენმიმე კომპანიაში სიტუაციურ დავალებებსაც აძლევენ, რომელსაც ასევე აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კითხვები, რომელსაც მომსახურების სფეროში დასაქმების მსურველს შეიძლება დაუსვან, ძირითადად, ასე გამოიყურებაა:

1.მოგვიყევით თქვენს შესახებ.


2. რას შეცვლიდით ჩვენს კომპანიაში?

3. რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან?

4. როგორ აგვარებთ კონფლიქტურ სიტუაციებს?

5. რას აქცვეთ მომსახურებისას ყურადღებას?

6. გაიხსნეთ შემთხვევა, როდესაც ყველაზე კარდაგ/ცუდად მოგემსახურნენ.

7. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სამუშაო გარემო და მოვალეობები?

8. რა არის თქვენი ძლიერი მხარე, სუსტი მხარე?

9. რატომ გინდათ ჩვენს კომპანიაში დასაქმება?

თუ თქვენ დიზაინისა და არქიტექტურის განათლებით ხართ და შესაბამის პოზიციაზე გსურთ დასაქმება, ამ კითხვებს დაემატება თქვენი ნამუშევრების ჩვენება. რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი ხდება როცა ერთ პოზიციაზე კონკურსის შედეგად დარჩენილი 3-4 ადამიანიდან ერთის აყვანა მოიაზრება, მთლიანად დამსაქმებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული რომელის ნამუშევარს მოიწონებს. როცა გამოხატული ლიდერი არ ჩანს ნამუშევრებში, გარკვეულ როლს, უკვე პირადი სიმპათიები თამაშობს.


ასე რომ, გასაუბრებაზე თქვენი მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ. იყავით დადებითი, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ადამიანი. არ დაგავიწყდეთ, ყველა ადამიანს აქვს პლუსები და მინუსები, მთავარია როგორ წარმოაჩენთ მას დამსაქმებლის თვალში. პროფესიონალ ინტერვიუერს არ გამოეპარება თქვენი გულწრფელობა და არაგულწრფელობაც, ამიტომ შეეცადეთ იყოთ ზომიერად გულწრფელი. ნუ მოჰვებით თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე დაწვრილებით, თუმცა ნურც ბერლინის კედელს აღმართავთ თქვენსა და ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის. ეს სწორედ ის მომენტია, როცა ოქროს შუალედი საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ ინტერვიუერის პიროვნება, როგორ გესაუბრებათ, ცდილობს შეცდომები და მინუსები წამოწიოს თქვენი წინ თუ პირიქით, თქვენს პოტენციალზე ცდილობს ყურადღების გამახვილებას. ეს მიგახვედრებთ რამდენად კეთილგანწყობილია თქვენ მიმართ კონკრეტული ადამიანი. გახსოვდეთ, ადამიანური რესურსების თანამაშრომლები პირველ რიგში, ადამიანები არიან და მათაც ემჩნევათ გრძნობები და ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ დამალონ და ყველასთან ერთნაირები გამოჩნდნენ.


გასაუბრებაზე წასვლისას ჩაიცვით სადათ, ნუ წაისვამთ ბევრ მაკიაჟს და ნუ აისხავთ უამრავ სამკაულს. მოიწესრიგეთ ფრჩხილები და თამა. ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ და არ შეგაწუხებთ. დათქმულ ადგილას მიდით 10 წუთით ადრე, დაათვალიერეთ გარემო, შესაძლოა ინტერვიუს ოთახში შესვლამდე გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიხვდეთ, რომ ეს არ არის ის ადგილი, რომელიც გინდოდათ და წარმოგედგინათ. დაათვალიერეთ ინტერიერი და მოსაცდელი ოთახიც, სისუფთავე, მოწესრიგებულობა- ყველაფერი კომპანიის კულტურაზე მეტყველებს.

გასაუბრებაზე, როგორც წესი, ორი ან სამი ადამიანი ზის, ერთი ადამიანური რესურსების მენეჯერი, ერთიც კონკრეტული დეპარტამენტის მენეჯერი, ზოგ შემთხვევაში, კომპანიის დირექტორიც. შესვლისას გაიღიმიეთ და მიესალმეთ, პირველი შთაბეჭდილება ხშირად, გადამწყვეტია. გახსოვდეთ 10-15 წუთი გაქვთ შთაბეჭდილების მოსახდენათ, ასეთ დროს კი მთავარი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა.



0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0