x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ფოტო, რომლებიც საუკუნის ისტორიას მოგიყვებათ

image
ფოტოგრაფებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც არცერთ კინოოპერატორს, მხატვარსა თუ ჟურნალისტს არ ხელეწიფება: სამუდამო მოგენებად აღბეჭდონ წამები, რომელებმაც შეძრეს ან შეცვალეს სამყარო.

საკულტო ფოტოებს ნებისმიერი ისტორიის სახელმძღვანელოზე უკეთ შეუძლიათ მოგვითხრონ წარსულზე - ისტორიული მოვლენებზე, სამენიერო აღმოჩენებსა თუ ტექნიკურ პროგრესზე.

1. ინტერნეტის პირველი ლედი
image

1973 წელს სამხრეთ კალიფორიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ეძებდა კარგი დინამიური დიაპაზონის მქონე სატესტო ფოტოს გამოსახულების ციფრული შეკუმშვის შესასწავლად. არჩევანი შეაჩერეს გოგოზე, რომელიც ჟურნალ Playboy-ს ნოემბრის ნომრის სახე იყო. ფოტოზე იგი ლაბორატიაში იწვა. ერთ-ერთმა მკვლევარმა, ალექსანდრე სავჩუკმა დაასკანერა ფრაგმენტი პოსტერიდან დუიმზე 100 ხაზი გაფართოებით. გამოვიდა ფორმატი 512×512 წერტილზე. ფაილს მიანიჭეს მოდელის სახელი — Lenna.

თანდათან Lenna გახდა საწარმოო სტანდარტი და დღემდე გამოიყენება სამეცნიერო შრომებში გამოსახულების დამუშავების ალგორითმების (შეკუმშვა, ხმის ჩახშობა და ა.შ.) შესამოწმებლად და საილუსტრაციოდ.

სწორედ ეს გამოსახულება იქნა პირველად ციფრულად გადაცემული ARPANET-ის ქსელით, რაც თანამედროვე ინტერნეტის წინამორბედი იყო.

Playboy თავიდან სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა ფოტოს უკანონოდ გამოყენების გამო. შემდეგ კი აზრი შეიცვალა და პირიქით, ეს მოვლენა თავის რეკლამადაც გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის გამოცემა საბოლოო ჯამში გახდა ჟურნალის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ნომერი. ჟურალი „ინტერნეტის პირველი ლედის“ ფოტოთი 7 161 561 ეგზემპლარად გაიყიდა.

2. ნახტომი თავისუფლებისკენ
image

1961 წლის 15 აგვისტო. 19 წლის უნტერ-ოფიცერი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ჰანს კონრად შუმანი გაუშვეს ქუჩების - Ruppiner Straße და Bernauer Straße - გადაკვეთაზე ორი დღის წინ დაწყებული ბერლინის კედლის მშენებლობის დასაცავად. ამ ეტაპზე კედელი იყო მხოლოდ მავთულხლართი. შუმანმა მავთულხლართის შემოწმების საბაბით კედელი ერთ აგილზე ფეხით გახსნა. მისმა ამ ქმედებამ ყურადღება მიიპყრო. დასავლეთის მხრიდან დაუყვირეს „გადმოხტი!“, პოლიციის მანქანა გაჩერდა კედლიდან 10 მეტრში, კარი გამოაღო და დაელოდა.

19 წლის ფოტოგრაფი პეტერ ლაიბინგი, რომელიც კედელს ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან ყარაულობდა, საათნახევარი ადევნებდა თვალს, თუ როგორ ნერვიულობდა ჯარისკაცი. „საათზე მეტ ხანს არ მომიშორებია თვალი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გადმოხტომას აპირებდა. ეს თავისებური ინსტინქტი იყო. ... ამის კეთება ჰამბურგში, ცხენების შეჯიბრებაზე ვისწავლე. ფოტო იმ მომენტში უნდა გადაიღო, როცა ცხელი მიწას მოწყდება, მაგრამ მანამდე, სანამ ბარიერს გადალახავს. ... და ეს მომენტი დადგა. გადაღების ღილაკს დავაჭირე, ყველაფერი დასრულდა“.

ლაიბინგის ფოტომ Press Club-ის ჯილდო დაიმსახურა ნომინაციაში „საუკეთესო ფოტო“ 1961 წელს. კონრად შუმანი დასახლდა დასავლეთ ბერლინში. კედლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მშობლიურ ბავარიაში. მაგრამ მშობლები და დედმამიშვილები გაურბოდნენ, რადგან კიცხავდნენ მის საქციელს. დეპრესიაში ჩავარდნილმა ჰანს კონრად შუმანმა 1998 წლის 20 ივნისს საკუთარი სახლის ბაღში თავი ჩამოიხრჩო.

3. დედოფალი ელიზაბეტ II
image

2007 წლის მარტში ენი ლეიბოვიცმა - ცნობილმა მაერიკელმა ფოტოგრაფმა, რომელიც სპეციალიზებულია ცნობილი ადამიანების პორტრეტებზე - რამდენიმე სურათი გადაუღო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ს. ზემომოყვანილ ფოტოზე თეთრ-ოქროსფერ საღამოს კაბასა და ბეწვის მოსასხამში გამოწყობილი დედოფალი, რომელსაც ბრილიანტის დიადემა ამშვენებს, ზის ბუკინგემის სასახლის თეთრ დარბაზში. ენი ლეიბოვიცის შთაგონების წყარო ამ ფოტოსთვის გახდა ეროვნული გალერეაში გამოფენილი, ტომას გეინსბოროს „დედოფალი შარლოტა“.


„იგი (დედოფალი) ოთახში იმდენად სწრაფად შემოვიდა, რამდენის ნებასაც აძლევდა მძიმე რეგალიები, და ჩაიბუზღუნა: „რატომ უნდა ვატარო ეს მძიმე ტანსაცმელი ამ შუა დღით?!“ მე კი უბრალოდ მოხიბლული ვუყურებდი“ - იგონებს ლეიბოვიცი.

4. ტიტანიკი

image

„ტიტანიკი“ - კომპანია „უაიტ სტარ მაინის“ ბრიტანული გემის აგება დაიწყო 1909 წლის 31 მარტს გემთმშენებელი კომპანია „ჰარლენდ ენდ ვოლფის“ მიერ, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ხომალდი, რომელიც ჩაუძურავად ითვლებოდა, წყალში ჩაეშვა 1911 წლის 31 მაისს. და როცა „ნიუ იორკ ტაიმსის“ ფურცლებზე გამოჩნდა ახალი ამბავი სათაურით „კატასტროფა ტიტანიკზე“ - ეს იყო ნამდვილი სენსაცია. სხვა გაზეთებში, რომლებიც გემთმშენებელი კომპანიის - „უაიტ სტარ ლაინის“ მონაცემებს ეყრდნობოდა, ლაპარაკი იყო „აისბერგთან შეჯახების შედეგად გაჩენილ რაღაც პრობლემებზე“.

ნედ პარფეტი, ფოტოზე ასახილი 15 წლის ბიჭი, ყიდის გაზეთს „უაიტ სტარ ლაინის“ ოფისის წინ.


5. ჩაეხუტე „ჰუდის“
image

როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს ქუჩებში ყველაზე მეტი რაოდენობით ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ამიტომ ახალგაზრდა კანონდამრღვევების ერთგვარ უნიფორმად იქცა კაპიუშონიანი სპორტული სამოსი, ე.წ. ჰუდი (hoddie), რომელშიც ადვილია სახის დაფარვა. 2006-2007 წლებში იგი პოლიტიკურ სიმბოლოდაც კი იქცა. 2006 წელს ამ სამოსის ტარებაზე შეზღუდვის შემოღების შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერი, დევიდ კემერონი სიტყვით გამოვიდა „იან დუნკანის სოციალური სამსართლიანობის ცენტრში“ და საზოგადოებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ კემერონის სიტყვაში არსად არ იყო ნახსენები „ჩახუტება“, მომავალ პრემიერ მინისტრის კამპანიის ამ ნაწილს ეწოდა „ჩაეხუტე „ჰუდის“ ეწოდა. 2007 წელს კემერონმა მანჩესტერის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბანი მოინახულა. ფოტოზე 17 წლის რაიან ფლორენცი „ესვრის“ პარტიის ლიდერს მეგობრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.


6. ნორდ-ოსტი
image

2002 წლის 23 ოქტომბერს შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფმა მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით დაიკავა კულტურის სახლის შენობა, რომელშიც იმ დროს მიუზიკლი „ნორდ-ოსტი“ გადიოდა. სპეცსამსახურებსა და ტერორისტებს შორის დაპირისპირება 3 დღე გაგრძელდა. 26 ოქტომბერს ვენტილიაციიდან შენობაში საძილე აირის შეშვება დაიწყეს. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს იყო საბრძოლო მომწამვლელი საშუალება, რომლის შემანდგენლობაში შედიოდა ფენტანილი, თუმცა აირის ზუსტი შეამდგენლობა საიდუმლოდ დარჩა და იმ ექიმებსაც კი არ გაუმხილეს, რომლებიც მოწამლული მძევლების გადარჩენას ცდილობდნენ.

ტერორისტული აქტის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 130 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. დაღუპულებიდან 5 ადამიანი შტურმის დაწყებამდე მოკლეს, დანარჩენები კი ოპერაციის დასრულების შემდეგ, აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენის ადგილზე პრესის ყოფნა შეზღუდული იყო Sunday Telegraph-ის ფოტოგრაფმა, ჯასტინ სატკლიფმა შეძლო შტურმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში სურათი გადაეღო გათავისუფლებული ქალისთვის, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო ავტობუსში. ფოტომ 2003 წელს მიიღო პრემია World Press Photo. Sunday Telegraph-ის ჟურნალისტებმა სცადეს ფოტოზე აღბეჭდილი ქალის კვალისთვის მიეგნოთ, რათა გაეგოთ საბოლოოდ რა ბედი ეწია, მაგრამ ამაოდ.


7. ჯესი ოუენსი
image

ზაფხულის XI ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა ბერლინში 1936 წლის 1-დან 16 აგვისტომდე. ჰიტლერმა ეს თამაშები გამოიყენა პროპაგანდულ ინსტრუმენტად. ოლიმპიადის გახსნა პირველად გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, ხოლო ოლიმპიური შეჯიბრებები საფუძვლად დაედო ლენი რიფენშტალის ფილმს „ოლიმპია“. მაგრამ ნაცისტებს არ შეეძლოთ შეჯიბრებების შედეგების მართვა და 4 ოქროს მედალი, რომლებიც ამერილემა შავკანიანმა სპორტცმენმა, ჯესი ოუენმა აიღო, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა რასობრივი უპირატესობის შესახებ ჰიტლერის თეორიას.

8. ტენისის მოთამაშე ქალი
image

მარტინ ელიოტის ფოტო გადაღებულია 1976 წლის სექტემბერში. კადრშია ფიონა ბატლერი - ელიოტის თვრამეტი წლის მეგობარი გოგონა. სურათი გადაღებულია არა შემთხვევით: ფოტოგრაფმა შეყვარებულს, რომელსაც ადრე არასოდეს უთამაშია ტენისი, სთხოვა ფორმის ჩაცმა და კორტებზე პოზირება. გადაღების დროს მოდელმა კაბა აიწია, რათა გამოჩენილიყო, რომ საცვალი არ ეცვა. ფოტომ, რომელსაც დღევანდელი გადასახედიდან არაფერი განსაკუთრებული არა აქვს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როცა არტ-რიტეილერმა Athena-მ იგი კალენდრის სახით გამოუშვა ელიზაბეტ II-ის იუბილესთან დაკავშირებით. ჯამში კალენდარი 2 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.

ამ ერთმა ფოტომ მარტი ელიოტს სიმდიდრე მოუტანა. ფიონა ბატლერი, რომელსაც მართალია კალენდრის გაყიდვიდან თანხა საერთოდ არ ერგო, ცოლად გაჰყვა ახლად გამომცხვარ მილიონერს და განაცხადა, რომ სულად არ რცხვენია იმ ფოტოსესიის და არც იმას ნანობს, რომ თანხა არ მიიღო. ფოტოს სიუჟერი ისტორიაში შევიდა და არაერთგზის იქნა გამოყენებული სხვადასხვა ავტორის მიერ.

9. გაზეთების სათაურები 1963 წლის 22 ნოემბრის შემდეგ
image

კარლ მაიდანსი 36 წელი მუსაობდა ჟურნალ LIFE-ში. ის იყო ფოტოგრაფი მთელი იმ პერიოდის მანძილზე, როცა ჟურნალი ყოველკვირეულად გამოდიოდა (1936-1972 წწ.). მის ფოტოებზე აღბეჭდილი იყო იმ ფრანგი ქალების დასჯის სცენები, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ; სანტო-ტომასის ბანაკიდან ტყვეების გათავისუფლება; იაპონიის კაპიტულაცია „მისურის“ ბორტზე; მიწისძვრა იაპონიაში 1948 წელს. ზემომოყვანილი ფოტო გადაღებულია სტემფორდში მიმავალ მატარებელში, კონექტიკუტის შტატში, ჯონ კენედის მკვლელობის მეორე დღეს.

10. ალფრედ კრუპი
image

NEWSWEEK-ის რედაქციის დავალებით არნოლდ ნიუმანი დაუკავშირდა ცნობილ მეწარმეს, ალფრედ კრუპს. ამ უკანასკნელზე ხმები დადიოდა, როგორც სამხედრო დამნაშავეზე, რომელიც მონათა შრომას იყენებდა ნაცისტებისთვის იარაღის წარმოებისთვის.

როცა შეიტყო, რომ ნიუმანი ებრაელი იყო, კრუპმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა. მაგრამ
ფოტოგრაფმა დაჟინებიტ ითხოვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესმენს მისი პორტფოლიო მაინც ენახა. ფოტოების ნახვის შემდეგ კრუპმა გადაწყვეტილება შეცვალა. 1963 წლის 6 ივლისს მეწარმე და ფოტოგრაფი ერთმანეთს შეხვდნენ და გადაღებას შეუდგნენ ესენეში მდებარე ქარხანაში, სადაც სამხედრო ტყვეებს ამუშავებდნენ.

როცა კრუპმა თავისი პორტრეტი იხილა, აღშფოთდა. ნიუმანმა კი განუცხადა: „მე ებრაელი ვარ, და ეს ჩემგან მცირეოდენი შურისძიებაა.“


2
4493
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4493
  
2015, 4 ნოემბერი, 13:02
მშვენიერია
2015, 1 აგვისტო, 16:04
უმაგრესია
0 1 2