x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - შიში გაურკვევლობისადმი
შიში გაურკვევლობისადმი
ერთმა ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ის დაიჭირეს და მეფესთან მიიყვანეს სასამართლოზე. მისი ნამოქმედარი სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ მეფემ მას შესთავაზა,

თავადვე აერჩია საკუთარი ბედი: ან უნდა ჩამოეხრჩოთ ან დიდი, შავი, რკინის კარიდან უნდა გაეშვათ. დამნაშავე დაფიქრდა და სახრჩობელა ამოირჩია. როდესაც ყელზე ყულფი ჩამოაცვეს, მან უეცრად თქვა:

- ძალიან დავინტერესდი: და მაინც, რა არის კარს მიღმა?

მეფემ გაიღიმა:


- იცი ეს ძალიან საინტერესოა... მე ყველას ვთავაზობ ამ არჩევანს და ყველა სახრჩობელას ირჩევს.

- ხო, მაგრამ, კარს უკან რა არის? მე მაინც არავის ვეტყვი - დაამატა დამნაშავემ და თოკს ახედა.

ცოტა ხანს დუმილის შემდეგ, მეფემ უპასუხა:

- იქ თავისუფლებაა. მაგრამ ხალხს ისე ეშინია გაურკვევლობის, რომ არჩევანს სახრჩობელაზე აკეთებენ.





0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0