x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
არქეტიპი

imageარქეტიპი (ბერძ. arche - დასაწყისი და ბერძ. typos - ბეჭედი, ანაბეჭდი) - ანალიტიკურიფსიქოლოგიის ტერმინი, შემოტანილია კ. გ. იუნგის მიერ გარკვეული კლასის არაცნობიერიფსიქოლოგიური შინაარსების აღსანიშნად, რომელიც არ გამომდინარეობს ცალკეულიინდივიდიდან. ამ ერთეულების შინაარსების სპეციფიკა მდგომარეობს მათი ამა თუ იმტიპისადმი მიკუთვნებულობაში, რომელიც თავის თავში ატარებს მთელი კაცობრიობისფსიქიკურ თავისებურებებს, როგორც ერთ მთლიანს. ამ ტიპებს, თუ „არქეტიპულ ნარჩენებს“იუნგმა უწოდა არქეტიპები. მთლიანობაში, ეს ცნება გულისხმობს გარკვეული არქეტიპულიხატის შექმნას, რომელიც მოიცავს მითოლოგიურ მოტივს.
ზ.ფროიდიაღიარებდაარქეტიპებისარსებობას, მაგრამისმათუწოდებდაფილოგენურ „სქემებს“ანფილოგენურ „პროტოტიპებს“. ფროიდივარაუდობდა, რომ „ოიდიპოსისკომპლექსი, რომელიცასახავსბავშვის დამოკიდებულებას მშობლის მიმართ, მიეკუთვნება ამ სქემებისრიცხვს, უფრო სწორად, წარმოადგენს ამ სქემების ერთ-ერთ მაგალითს.“ იმ შემთხვევებში, როდესაც „განცდები არ შეესატყვისებიან მემკვიდრეობით გადმოცემულ სქემებს, ისინირეკონსტრუირდებიან წარმოსახვაში, რომლის მუშაობის დეტალური გამოკვლევაც, რა თქმაუნდა, სასარგებლო იქნებოდა. სწორედ ამ შემთხვევებს ყველაზე კარგად შეუძლიათ გვაჩვენონსქემების დამოუკიდებელი არსებობა. ჩვენ არცთუ ისე იშვიათად შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იმონებენ ადამიანების ინდივიდუალურ განცდებს სქემები.“
იუნგის თანახმად, არქეტიპის ტერმინის ქვეშ იგულისხმება პრინციპი, რომელიც აორგანიზებსფიქოლოგიურ ხატებს, და რომელიც უზრინველყოფს ფსიქოლოგიური რეალობისჩამოყალიბებას სპეციფიკური პატერნებით და ჩვეული თვისებებით - უნივერსალურობით, გამოვლენის ტიპიურობით, რეგულარულობით, მუდმივი განმეორებებით მთელი ისტორიისგანმავლობაში. არქეტიპული პატერნები არსებობენ რეალური სამყაროსადმი მიმართებაში.ისინი თანაარსებობენ ამ სამყარში და წარმოადგენენ აღქმის და ქცევის საფუძველს დაგარკვეულ მიმართებაში ხდებიან მემკვიდრეობით გადმოცემულნი, რათა გარანტირებულიიყოს მათი შენახვა და თაობიდან თაობაზე გადაცემა. იუნგის მიხედვით, „არქეტიპები საკუთართავში... არის გარკვეული, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ფაქტი, გარკვეული დისპოზიცია, რომელიც ადამიანის სულის განვითარების გარკვეულ საფეხურზე იწყებს მოქმედებას, აღქმულის გარკვეულ ფიგურებში გაერთიანებით... განმარტების მიხედვით, არქეტიპები ესარის გარკვეული გარკვეული ფაქტორები და მოტივები, რომლებიც აწესრიგებენ და ქმნიანფსიქიკურ ელემენტებს ცნობილ ხატებში (რომლებსაც ეწოდებათ არქეტიპები), მაგრამ ესკეთდება ისე, რომ მათი ამოცნობია შეილება მხოლოდ მათ მიერ წარმოქმნილი ხილვადიეფექტის შედეგად.“ იგივე თვისებები არის დამახასიათებელი ინსტინქტებისთვისაც.არქეტიპების ენერგია არის ინსტინქტური, რადგანაც აქრეტიპი თავისი არსით არისინსტინქიტი; ყოველი არქეტიპი არის ინსტინქტის „ქცევითი პატერნი“, მისი მნიშვნელობა, ანროგორც იუნგმა თქვა, მისი „ფსიქიკური ექვივალენტი“.

0
404
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამ ჩხიკვაძე
მარიამ ჩხიკვაძე
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0