x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სოციალური გავლენის იარაღი - ავტორიტეტი
ყოველთვის, როდესაც ადამიანის ქმედების ძლიერ მოტივაციურ ფაქტორთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია ველით, რომ ამ მოტივაციას სოციალური ბაზისი აქვს. საზოგადოების თითქმის ყოველი ფენა აღიარებს ავტორიტეტის ძალაუფლების სარგებლობიანობას. ის შესაძლებლობას გვაძლევს განვავითაროთ ისეთი რთული სტურქურები: როგორიცაა, ვაჭრობა, თავდაცვა, ვარეგულიროთ სოციალური კონტროლი. ჩვენ ბავშვობიდანვე ვსწავლობთ, რომ მორჩილება სწორია, ხოლო დაუმორჩილებლობა-არასწორი. ასევე. რელიგიაც ამყარებს ავტორიტეტისადმი მორჩილებას. ბიბლიის მიხედვით, დაუმორჩილებლობამ განაპირობა ადამისთვის, ევასთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის სამოთხის დაკარგვა. ძველ აღთქმაში აღწერილია აბრამისა და მისი შვილის შესახებ ისტორია. აბრამი მზად იყო უფლის ბრძანებით მისი შვილისთვის გულში ხანჯალი დაეცა. ასე რომ, ნებისმიერი ქმედება, უსამართლო და უაზროც კი, სწორადაა მიჩნეული, თუ ის ავტორიტეტის ბრძანებით სრულდება.


ავტორიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გვკარნახობს, თუ როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში. ბავშვობაში გვგონია, რომ მშობლებს, მასწავლებლებს ჩვენზე მეტი ცოდნა აქვს და მათი რჩევები სასარგებლოა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ჭკვიანები არიან და ასევე იმიტომ რომ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, როდის დაგვაჯილდოვონ და როდის დაგვსაჯონ. ანალოგიური ფაქტორები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს ზრდასრულ ასაკშიც, იმ განსხვავებით, რომ ავტორიტეტი სამუშაოს მიმცემნი, მთავრობის წევრები და მოსამართლეები არიან. თუმცა ადამიანები ავტორიტეტს ემორჩილებიან იმ შემთხვევაშიც, როდესაც მორჩილება გონივრული არაა.


განვიხილოთ მაგალითი მედიცინიდან, სადაც ავტორიტეტის გავლენა საკმაოდ ძლიერი და შესამჩნევია. ჯანმრთელობა, ადამინის ცხოვრების იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ექიმები დასაფასებელი ავტორიტეტის პოზიციას იკავებენ. მედიცინის სფეროში მომუშავე თითოეულმა მუშაკმა იცის თუ იერარქიული კიბის რომელ საფეხურზე იმყოფება, ასე რომ, სამედიცინო პერსონალს შორის დამკვიდრებულია ტრადიცია, რომელიც ექიმის ავტომატურ მორჩილებას გულისხმობს. თუ ექიმი მცდარ გადაწყვეტილებას მიიღებს, იერარქიულად ქვედა საფეხურზე მყოფნი არც კი ფიქრობენ შეამოწმონ ამ დაგაწყვეტილების სისწორე. U.S. Health Care Financing Administration- ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველლდღიურად საავადმყოფოში მიღებული გადაწყვეტილებების 12% არასწორია, ძირითადი შეცდომა პაციენტებისთვის მედიკამენტების დანიშვნას ეხება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტების, მათი ახლობლებისა და სამედიცინო პერსონალის ბრმა რწმენას მკურნალი ექიმის მიმართ.


ყველასთვის ცნობილია, რომ სარეკლამო აგენტები ხშირად სარგებლობენ ადამიანების ექიმებისამდი კეთილგანწყობით. დაქირავებული მსახიობები ირგებენ ექიმის როლს და ცდილობენ სამედიცინო პრტოდუქციის გაყიდვას, რაც რეალურად ზრდის პროდუქტის გაყიდვას.



არსებობს სამი ტიპის ტიტული, რაც ავტორიტეტის მოდელის შესაქმნელად გამოიყენება:


ტიტულები (სოციალური სტატუსი)
ტიტულები გავლენის სხვა იარაღებთან შედარებით რთულად მოსაპოვებელი, მაგრამ ამასთან ერთად ადვილად გასაყალბებელი ინსტრუმენტია გავლენის მოსახდენად. სამართლიანად რომ მოიპოვო მაღალი სტატუსი საჭიროა მრავალწლიანი მუხლჩაუხრელი შრომა. მაგრამ მათ, ვისაც არ სურს დიდი შრომის გაწევა, შეუძლია მიიკრას შესაბამისი იარლიყი და ამით ავტომატურად გამოიწვიიოსჩვენი პატივისცემა.

კვლევების მიხედვით პრესტიჟული ტიტულები ქმნიან ადამინის სიმაღლის შეახებ გარკვეულ წარმოდგენებს. ჩაატარეს ექსპერიმენტი, ავსტრალიის 5 სხვადასხვა კლასში ჩაიყვანეს სტუმარი, რომელზეც თქვეს, რომ ის იყო ინგლისიდან, კერძოდ, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან. მაგრამ სხვადასხვა კლასში მისი სტატუსის შემცველ ინფორმაციას ცვლიდნენ. ერთ კლასში ის იყო წარმომადგენელი როგორც სტუდენტი, მეორეში-როგორც ლაბორანტი, მესამეში-ლექტორი, მეოთხეში-უფროსი ლექტორი, მეხუთეში კი როგორც პროფესორი. მას შემდეგ, რაც ადამიანი ტოვებდა ოთახს კლასშიმყოფთ სთხოვდნენ შეეფასებინათ მისი სიმაღლე. აღმოჩნდა, რომ სტატუსის თითოეული ნაბიჯით მატებისას ინგლისელი სტტუმარი სიმაღლეში იზრდებოდა დაახლოებით ნახევარი დიუმით. პროფესორის სტატუსით ის შეაფასეს დაახლოებით 2.5 დიუმით მეტი სიმაღლით, ვიდრე სტუდენტის როლში.


ტანისამოსი

სიმბოლოების მეორე ტიპია, რაც მოგვიწოდებს მექანიკური მორჩილებისკენ, არის ტანისამოსი. უნიფორმა და პიჯაკი ხელსაყრელად გამოიყენება ერთგვარ თაღლითურ ოპერაციებში, სახელად ‘’საბანკო ექსპერტი სქემა’’. ამ თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარტო, ქვრივები, მარტოხელები და ა.შ. ელეგანტური საქმიანი პიჯაკი არანაკლებ გავლენას ახდენს ადამინებზე. ტეხასში ჩატარებული ექსპერიმენტის იხედვით, შუქნიშნის წითელ შუქზე ფეხით მოსიარულეების უმეტესობა გადავიდა მაშინ, როდესაც მათ წინ პიჯაკიანმა ტიპმა დაარღვია საგზაო წესები და გადაჭრა გზა წითელ შუქზე, ხოლო მაშინ, როდესაც არაკლასიკურ ფორმაში ჩაცმული მოქალაქე მოიქცა ზუსტად ისე, როგორც პიჯაკიანი, მას არ დაემორჩილა უკან მდგომი საზოგადოება.


ატრიბუტები

ცნობილია ლეგენდა ამერიკელების „სასიყვარულო რომანის’’ შესახებ ავტომობილებთან. ძვირფასი ავტომობილი ავტორიტეტული სობოლოების ერთ-ერთი ატრიბუტია. კვლევების შედეგად ნათელი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში მძღოლები უფრო მოთმინებით ეკიდებიან და არ უსიგნალებენ მათ წინ მდგარ ძვიფას ავტომობილებს, ვიდრე იაფფასიანს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძვირფას ნივთებს და როგორ მექანიკურად იწვევენ ისინი სხვებისგან დათმობას და ერთგვარ მორჩილებას.


როგორ ვთქვათ არა?

ერთ-ერთი დამცავი ტაქტიკა, როგორ ავტორიტეტის სტატუსის გავლენა, არის მეტი ინფორმულობა ავტორიტეტის ძალაზე. ორი კითხვის დასმა საკუთარი თავისადმი დაგვეხმარება არ მოვექცეთ გავლენის ქვეშ. პირველო: „არის ავტორიტეტი ნამდვილად ექსპერტი?“ და მეორე: “რადენად სარწმუნოა, რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ექსპერტს აქ?“








0
347
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე ბალანჩივაძე
ეკატერინე ბალანჩივაძე
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0