x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"დაცემული ანგელოზი"- ჩინელი ხელოვანების საოცრად რეალისტური ნამუშევარი
image
ჩინელი ხელოვანები, წყვილი-სან იუანი და ფენ იუ (Sun Yuan and Peng Yu), ცნობილია, როგორც ჰიპერრეალისტური ფიგურების ავტორები. მათი ნამუშევრები და პერფორმანსული გამოფენები, მსოფლიო გალერეებში დამთვალიერებლების დიდ ყურადღებას იქცევს ბოლო წლებია. ერთერთი ნამუშევარი - "დაცემული ანგელოზი" ინტერნეტსივრცეში ეხლახანს გავრცელდა და პოპულარული გახდა, თუმცა ის 2008 წელს შეიქმნა.

image


ჰიპერრეალისტური ნამუშევარი დამთვალიერებლებში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მოხუცი ქალი ქათმის შიშველი ფრთებით, შექმნილია უჟანგავი ფოლადის, სილიკომანგანუმის, ქსოვილისა და სხვა წვრილმანი მასალებისგან იმდენად დახვეწილად, რომ ცოცხლადაც კი გამოიყურება, თითქოს მომაკვდავი ფიგურა ეს წუთია დაეცა და შველას საჭიროებს.


image



image


image


ნამუშევარი პოპულარული გახდა ინტერნეტსივრცეში განთავსების შემდეგ, ბლოგერების წყალობით, სადაც დამთვალიერებლებში ხშირად მსგავს კითხვებს იწვევს; რატომ დაცემული ანგელოზი მაინცდამაინც როგორც ქალი-ქათამი? თანაც ასაკოვანი?


0
209
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0