x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ ... ნახვამდის"- გიგი უგულავა ირაკლი მურჯიკნელს ემშვიდობება

ციხეში მყოფი გიგი უგულავა დიდ მწუხარებას გამოთქვამ ციხის მთავარი ექიმის, ირაკლი მურჯიკნელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და მასთან გამოსამშვიდობებელ წერილს ავრცელებს:


image


"კვირას, 26 ივლისს, აქ, ჩვენს სამყოფელში, მატროსოვზე, უეცრად ჩვენი მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი გარდაიცვალა. 54 წლის ასაკში მას გულმა უმტყუნა. ისევე, როგორც მისი თაობის თითქმის ყველა ექიმი, ირაკლი უზომოდ იყო შეყვარებული თავის საქმეზე, მაგრამ არასდროს უფრთხილდებოდა თავის ჯანმრთელობას. მან 22 წელი იმუშავა საქართველოს ციხეში ექიმად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა თაობის და ხელისუფლების პოლიტიკის პატიმრებს შეესწრო. თქვენც გაგისტუმრებთ და მეც წავალ-ხშირად ამბობდა.
უცნაური თვისება ჰქონდა. მთელი საღამო იჯდა და საუბრის პარალელურად ახალი წამლების რეცეპტებს იწერდა ბლოკნოტში. როგორც მოსკოვის სკოლაგამოვლილი, ამას რუსულად, საოცარი ხელწერით აკეთებდა. დღე არ გავიდოდა, რომ ამ უცნაური საქმიანობის გამო არ გამეხუმრა. ასე უკეთ ვიმახსოვრებო-მშვიდად მპასუხობდა.
ციხეს ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს- ზუსტად იცი, რა იქნება ხვალ, ზეგ. რომელ საათზე და წუთზე რას იზამ, რას იფიქრებ - ეს ციხის ერთგვარი სიმყუდროვეა.
მეც ასე ყოველ საღამოს 11 საათზე ვეუბნებოდი ირაკლის ხვალამდე და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ხვალ იქნებოდა, თანაც როგორი იქნებოდა. ასევე ვიცოდი -ასე იქნებოდა ზეგ, მას ზეგ ...... ხვალამდე.
25 ივლის საღამოს ვლადიმერ ვისოცკიზე ვისაუბრეთ. მისი გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა. მაშინ მოსკოვში სწავლობდა და მიყვებოდა გასვენების ამბებს. მაინც საბჭოთა კაცი ხარ - ღიმილით ვუთხარი და ხვალამდე დავემშვიდობე.
მე ისევ ვიცი აქ რა იქნება ხვალ, ზეგ.
მხოლოდ ერთი, აღარასდროს გეტყვი ხვალამდეს.
ნახვამდის.
მადლობა ერთად გატარებული ამ ერთი წლისთვის და უანგარო მეგობრობისთვის. უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ. ვერც ვერავის გავუზიარებ აქ წუხილს, ამიტომაც დაგიწერე ეს სიტყვები, რომელიც ნახვამდის გაგყვება"- წერს უგულავა.

6
2329
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2329
  
2015, 28 ივლისი, 18:22
ალბათ კი
2015, 28 ივლისი, 17:55
არ ვიცი რა ვთქვა..ნუთუ ასეთი ტყუილი შესაძლებელია?
2015, 28 ივლისი, 17:45
ხო რათქმაუნდა, გამეხარდა რომ ჩვენ მთავარ ექიმს სამძიმარს მაინც უცხადებენ.....მაგრამ ამ უგულავას წლებია არ გახსენებია ჩვენი მთავარი ექიმი და ეხლა გაახსენდა? მითუმეტეს ხალხს ატყუებს ვითომ მათ სამყოფელზე, მატროსოვზე მოხდა ეს ამბავი....:D:D:D მალადეც გიგი....
2015, 28 ივლისი, 17:38
აბა რა გითხრა? ფაქტის მხილველი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მე უბრალოდ უგულავას განცხადება გაგაცანით.
2015, 28 ივლისი, 17:31
marla magari eqimi iyo, piradad vicnobdi axlo urtiertobac hqonda chven ojaxtan....aseti cnobili tu iyo ar vicodi.
wina komentarshi mowyenili smaili unda damewera magram shemeshala..... rac shexeeba ugulavas gancxadebashi
minda cvlileba shevitano.... irakli murjineli matrosovze ar gardacvlila, is gardaicvala mcxetis raionis sofel cixisziris
aftiaqshi, romlis ufrosic da damfuznebelic tviton iyo... gardaicvala dilis saatebshi rodesac mivida samsaxurshi gulis shetevit gardaicvala...am adamianma gadaarchina aseve dedachemis sicocxle, zalian damwyda guli da zalian
damenana...::(:(:(:(:(
2015, 28 ივლისი, 17:25
ირაკლი მურჯიკნელი ციხის მთავარი ექმი იყო? ჩვენთან ციხისძირის ექიმია ესს:D სამძიმარზე ვიყავი
0 1 6