x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამბები სიკეთეზე, წყენაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

ბუმერანგის ეფექტი

შენს მიერ გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება


ბუმერანგი


XX საუკუნის დასაწყისში, ერთი შოტლანდიელი ფერმერი სახლში ბრუნდებოდა. მან

ჭაობის გვერდით გაიარა და ყვირილის ხმა გაიგონა. ვიღაცა შველას ითხოვდა. ფერმერი იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა და პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც ჭაობიდან

ამოსვლას ცდილობდა. ფერმერმა სასწრაფოდ მოჭრა მსხვილი ტოტი და


ფრთხილად გადააწოდა მისი ერთი ბოლო ბავშვს. ჭაობიდან ამოსვლის შემდეგ,

აკანკალებული ბიჭი კიდე კარგა ხანს ტიროდა.

- წამოდი ჩემთან სახლში - უთხრა ფერმერმა - შენ უნდა დაწყნარდე და გათბე.

- არა - არა - ბავშვმა თავი გააქნია - მე მამა მელოდება და ალბათ, უკვე ღელავს.

მან მადლობა გადაუხადა თავის გადამრჩენს და გაიქცა... დილით კი, ფერმერმა

დაინახა, რომ მის სახლის წინ ეტლი გაჩერდა, რომელშიც ჯიშიანი ცხენები იყო

შებმული. იქიდან გადმოვიდა კარგად ჩაცმული მამაკაცი და იკითხა:

- თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?

- დიახ, მე - უპასუხა ფერმერმა.

- რამდენი უნდა გადაგიხადოთ?

- ნუ მაწყეინებთ ბატონო. თქვენ ჩემი არაფერი გმართებთ. მე ისე მოვიქეცი, როგორც

ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა ჩემს ადგილზე.

- არა, მე არ შემიძლია ყველაფერი ასე დავტოვო, რადგან ჩემი შვილი, ჩემთვის ძალიან

ძვირფასია. ამიტომ, თანხა დამისახელეთ, - უკან არ იხევდა ბავშვის მამა.

- მე ამ თემაზე აღარ მსურს ლაპარაკი. კარგად იყავით. - ფერმერი მიბრუნდა, რომ იქავრობას გასცლოდა და ამ დროს სახლის ზღურბლზე მისი პატარა ბიჭი გამოჩნდა.

- ეს თქვენი შვილია? - იკითხა სტუმარმა.

- დიახ, - სიამაყით უპასუხა ფერმერმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.

- მოდი ასე მოვიქცეთ: მე თქვენს შვილს ლონდონში წავიყვან და მის განათლებას

დავაფინანსებ. თუ ის, ისეთივე ღირსეული ადამიანია, როგორიც მისი მამაა, ამ

გადაწყვეტილების შესახებ, არც თქვენ და არც მე, არ ვინანებთ.

გავიდა რამოდენიმე წელი. ფერმერის შვილმა ჯერ სკოლა დაამთავრა, შემდეგ

სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი გახდა, როგორც

ადამიანისა, რომელმაც პენოცილინი გამოიგონა. მას ალექსანდრე ფლემინგი ერქვა.

ომის დაწყების წინ, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში, ფილტვების ანთების უმძიმესი

ფორმით, იმ კაცის შვილი მოხვდა, ვინც ფლემენგის სწავლა დააფინანსა. და როგორ

გგონიათ, რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? - დიახ, პელიცინინმა, რომელიც

ა. ფლემინგის მიერ იყო აღმოჩენილი. ხოლო იმ ადამიანის გვარი, რომელმაც ის

ლონდონში წაიყვანა და ასწავლა, რ. ჩერჩილი იყო, მამა უინსტონ ჩერჩილისა, რომელიც შემდგომ, ბრიტანეტის პრემიერ მინისტრი გახდა. შესაძლებელია სწორედ ეს მოვლენა

გაახსენდა უინსტონ ჩერჩილს, როდესაც თქვა: “შენს მიერ ჩადენილი ქმედება, შენვე

გიბრუნდებაო".


ფილოსოფიური ზღაპარი წყენაზე


წყენა


წყენა პატარა ცხოველია, რომელსაც არც ისე საშიში უწყინარი გარეგნობა აქვს. სწორედ თუ მოვექცევით, არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს. მის მოშინაურებას თუ არ შევეცდებით, ის მშვენივრად იცხოვრებს გარეთ და არავის არ შეაწუხებს.

მისი მოშინაურების ყველა მცდელობა, უარყოფითი შედეგით მთავრდება... ეს ცხოველი ძალიან პატარა და კვირცხლია. ამიტომ, შეიძლება, შემთხვევით მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ადამიანი ამას მაშინვე გრძნიბს. ის, საკუთარ თავში, წყენას გრძნობს.

ხოლო წყენა უყვირის ადამიანს: “ მე აქ შემთხვევით მოვხვდი! გამიშვი! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!". მაგრამ ადამიანებს არ ესმით ცხოველების ენა. არიან ადამიანები, რომლებიც მაშინვე უშვებენ გარეთ წყენას. სანამ ის პატარა არის - ეს მისი თავიდან მოცილების საუკეთესო ხერხია.

მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც არ უნდათ ცხოველის გაშვება. ისინი მაშინვე დაიჩემებენ მას და იწყებენ მის მოვლას. გამუდმებით ფიქრობენ მასზე, ზრუნავენ... მისთვის კი სულ ერთია, არ მოსწონს ადამიანთან ცხოვრება. ის გამუდმებით ტრიალებს და გასასვლელს ეძებს, მაგრამ, რადგან ცუდი მხედველობა აქვს, გასასვლელს დამოუკიდებლად ვერ პოულობს. და ადამიანიც ისე შეიკუმშა, ცოცხალი თავით არ უნდა, წყენის გაშვება.

ცხოველი კი მშიერია, ჭამა უნდა და ის იწყებს ყველაფრის შეჭმას, რასაც იპოვის. და ადამიანი გრძნობს ამას. ხან ერთი ადგილზე ასტკივდება, ხან მეორეზე... მაგრამ, მაინც არ ათავისუფლებს ადამიანი წყენას. იმიტომ, რომ შეეჩვია მას. ხოლო წყენა ჭამს და იზრდება. შემდეგ ერთადგილზე მიეკვრება წურბელასავით და ადამიანის შიგნიდან დაღრღნას იწყებს. ბოლოსდაბოლოს სამუდამოდ შეესისხორცება ადამიანს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და მისი ნაწილი ხდება. ადამიანი დასუსტებას იწყებს და ავადმყოფობს, ხოლო წყენა სულ იზრდება და იზრდება. ადამიანი კი ვერ ხვდება, რომ მისი კარგად გახდომის ერთადერთი გზა - წყენის გაშვებაა. წყენა მის გარეშე უკეთესად იცხოვრებს, ხოლო ადამიანი უკეთესად იგრძნობს თავს...


მორალი: წყენა - სულის მდგომარეობაა. ფაქტიურად ჩვენ თვითობ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვიყოთ თუ არა ნაწყენები. და როდესაც კიდევ ერთხელ მოგინდებათ განაწყენება, იმაზე იფიქრეთ, რამდენად სასიამოვნოა საკუთარი თავის შეცოდება? მტაცებელი ყოველთვის გრძნობს სუსტს, სწორედ მას ესხმის თავს. ასე, რომ, გაუშვი წყენა, თავის გზაზე წავიდეს. ისიც კარგად იქნება და შენც კარგად იგრძნობ თავს.


საკუთარი დანიშბულება

იგავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნაკლი, უპირატესობად გადაიქცეს

დანიშნულება


ერთ მოხუც ქალს, ჩინეთში, ჰქონდა ორი დოქი, რომლებითაც ყოველ დღე წყალზე დადიოდა. ის ორივე დოქს პირამდე ავსებდა, მაგრამ სახლში მხოლოს ერთნახევარი მოჰქონდა. ერთი დოქი ოდნავ გაბზარული იყო და წყალის ნახევარი გზაში იღვრებოდა.

მთელი დოქი ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, ხოლო გაბზარულ დოქს, გამუდმებით სცხვენოდა საკუთარი ნაკლის. მას ძალიან ეცოდებოდა მოხუცი ქალი, რომელიც იძულებული იყო დღეში რამდენჯერმე წყალზე წასულიყო და ერთხელ მას უთხრა:

- მაპატიე, რომ ნახევარი წყალი გზაში მეღვრება. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, წყლის შესაჩერებლად.

მაგრამ, ბრძენმა მოხუცმა ქალმა გაიღიმა და უთხრა:

- შეამჩნიე, რო შენს მხარეს, მე უმშვენიერესი ყვავილები დავრგე, ხოლო მეორე მხარეს - არა? შენი დახმარებით, მე მათ ყოველდღე ვრწყავ. ხოლო ისინი ყოველდღე ახარებიე ჩემს თვალებს და სულს და ალამაზებენ ჩემს სახლს. შენ რომ არა, მთელი ეს სილამაზე არ იქნებოდა. ეს ყველაფერი, მხოლოდ შენი დამსახურებაა.

5
994
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
994
  
2015, 4 სექტემბერი, 15:10
მაგარია!!!!!
2015, 16 ივლისი, 15:16
მადლობა
2015, 16 ივლისი, 14:46
ისე მომეწონა, გავაზიარე. :)
2015, 16 ივლისი, 13:26
კარგად საკითხავი სტატიაა
0 1 5