x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრაზილიაში გაიხსნა სოციალური ქსელი მორწმუნეთათვის
imageბრაზილიაში ევანგელისტურ ქრისტიანთა ჯგუფმა გახსნა ახალი სოციალური ქსელი მორწმუნეთათვის "Facegloria', სადაც მთლიანად აკრძალულია ეროტიკული მასალების გამოქვეყნება და ლანძღვა-გინება(რაც უხვადაა "ფეისბუქში").


სოციალური ქსელი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, თუმცა როგორც შემქმნელები ირწმუნებიან უკვე 100 000 ადამიანი დარეგისტრირდა ქსელში.


" Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ მრავალი ძალადობის და პორნოგრაფიას სცენები, ამიტომ ჩვენ შევქმენით სოციალური ქსელი, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ ღმერთზე, სიყვარულზე"-განაცხადა საიტის ერთ-ერთ შემქმნელმა, ვებ-დიზაინერმა ატილა ბაროშმა.


ბრაზილიური Facegloria ჯერჯერობით მხოლოდ პორტუგალიურ ენაზეა, თუმცა მომავალში საიტის შემქმნელები სხვა ენაზე გადასვლასაც გეგმავენ.




მსგავსი სოციალური ქსელი 2013 წელს შეიქმნა მორწმუნე მუსულმანებისთვის-"Ummaland", რომელსაც 329 000 მომხმარებელი ჰყავს.

image


0
19
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0