x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გივი თარგამაძე: "გიგი თავისუფალია"

image
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მეგობრისა და თანაპარტიელის, ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის ერთი წლის თავს ეხმაურება. მისი მტკიცებით, გისოსებში გამოკეტილი გიგი დღეს თავიდუფალია, ბიძინა ივანიშვილი კი შუშის კოლბაში მილიარდებშია ჩაფლული მონაა.

"ერთი წლის წინ ჩემთან სახლში ვიჯექით, ვმსჯელობდით, გვესმოდა, ქვეყნიდან გასვლას თუ გადაწყვეტდა, დიდი ალბათობით, დააკავებდნენ. გიგიმ თქვა, ბიძინას ხუშტურების მიხედვით გადაადგილება-არგადაადგილება ჩემთვის ბევრად უფრო დამამცირებელი და გაუსაძლისია, ვიდრე გისოსებს მიღმა გამომწყვდევაო. გავიდა, სახლში შეიარა და აეროპორტში გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია და არ მინდა მასზე პათეტიური ელფერით საუბარი, დიდ პატივს ვცემ. მასაც და მის ამ გადაწყვეტილებასაც. მან ამ ნაბიჯით თავისუფლება შეინარჩუნა. დიახ, ფარჩაკო, მატროსოვზე, ოთხ კვადრატულ მეტრში მჯდომი გიგი თავისუფალია, შენ კი, შუშის კოლბაში მილიარდებში ჩაფლული, მონა ხარ. საკუთარი სულიერი სიმახინჯის, გონებრივი სიმწირის მონა. ცოტაც გაუძელი, მეგობარო. ფარჩაკი ჩაივლის მალე..."-წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ, გიგი უგულავა ზუსტად ერთი წლის წინ უკანონო თანხების ლეგალიზების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ყოფილი მერი გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიფრინავდა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა დაქორწინებულია ლელა კილაძეზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყვს. ქალაქის მერს პირველი ქორწინებიან კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს.image

0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0