x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ძეგლები, რომელთა ნახვა უცრემლოდ წარმოუდგენელია
არსებობს არქიტექტურული ძეგლები, რომელთა ნახვა აუღელვებლად, ცივი გონებით შეუძლებელია. მათ დანახვაზე თვალები ცრემლებით გვევსება და ტანში ჟრუანტელი გვივლის. სწორედ ასეთ სკულპტურებზე გვექნება დღეს საუბარი.



დაუბადებელი ბავშვის ძეგლი, სლოვაკეთი


image


სკულპტურას სახელად ჰქვია: ნუ ტირი, დედა.. მე მაინც მიყვარხარ". მისი ნაწილი ბროლისაგან არის გამოკვეთილი.



მონუმენტი სურგუტში, რუსეთი


image


ეს ძეგლი ძალიან ჰგავს წინას, თუმცა მისი ნახვა არანაკლებ განცდას იწვევს ადამიანებში.



ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე, ბუდაპეშტი, უნგრეთი


imageimage
ეს უცნაური ძეგლი ბუდაპეშტში (უნგრეთი) მდებარეობს. ის ეძღვნება მდინარის ნაპირას დახვრეტილი ებრაელების ხსოვნას. დახვრეტის წინ ადამიანებს აიძულებდნენ დამდგარიყვნენ რიგში და გაეხადათ ფეხსაცმელი. მათ ერთმანეთზე გადააბამდნენ ჯაჭვით, ხოლო ამის შემდეგ კი გაისმოდა მხოლოდ ერთი გასროლის ხმა. ადამიანი, რომელსაც დახვრეტდნენ, ვარდებოდა წყალში და თან გაიყოლებდა დანარჩენ მასზე გადაბმულ პატიმრებს. აი, ასე აკეთებდნენ ფაშისტები ტყვიების ეკონომიას, ფეხსაცმელებს კი ყიდდნენ და ამითაც დამატებით თანხას შოულობდნენ. სანაპიროზე სულ 60 წყვილი ფეხსაცმლის სკულპტურაა. აქ შეიძლება იპოვოთ როგორც მამაკაცის და ქალის, ასევე ბავშვის ფეხსაცმელიც.

მემორიალი 2005 წელს გაიხსნა.



განადგურებული წიგნების ძეგლი, გერმანია, ბერლინი


image

1995 წელს ბერლინში, ბებპლაცის მოედანზე დაიდგა ძეგლი, მიძღვნილი დამწვარი წიგნებისადმი. ძეგლი წარმოადგენს ცარიელი თაროების ერთობლიობას და ზემოდან დახურულია მინით. ცარიელი თაროების გვერდით ნახავთ დაფას წარწერით: "1933 წლის 10 მაისს ამ მოედანზე ნაცისტებმა დაწვეს წიგნები". ამას მოსდევს ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები:" ეს იყო მხოლოდ პრელუდია. იქ, სადაც წიგნებს წვავენ, მომავალში ადამიანებსაც დაწვავენ."



ჰატიკოს ძეგლი, იაპონია


image

1934 წლის აპრილში სიბუას სადგურის გვერდით დაიდგა ძაღლის, სახელად ჰატიკოს ძეგლი. ყოველ საღამოს ამ რკინიგზის სადგურზე ძაღლი უცდიდა სამუშაოდან დაბრუნებულ პატრონს. ერთხელაც ამ კაცმა ვერ შეძლო დაბრუნება, რადგან ინფარქტისაგან გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, ძაღლი მთელი 9 წელი ელოდა თავის პატრონს, სანამ სიბერისაგან არ მოკვდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ძეგლი დაბომბვების შედეგად დაინგრა, მაგრამ 1948 წელს ის კვლავ აღადგინეს.



პავლოვის ძაღლის ძეგლი, რუსეთი, სანკტ-პეტერბურგი


image

ძეგლი დაიდგა სანკტ-პეტერბურგის ექსპერიმენტალური მედიცინის ინსტიტუტის ბაღში და ის ეძღვნება სამეცნიერო ექსპერიმენტების დროს დაღუპული საცდელი ცხოველების ხსოვნას.



დაუბადებელი, აბორტის შედეგად დაღუპული ბავშვების ძეგლი რიგაში


imageimage
ძეგლი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც შეიძლებოდა დღეს ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ.... აბა სცადეთ და უცრემლოდ წაიკითხეთ ( ვისაც რუსული გესმით) წარწერა ერთ -ერთი ძეგლის გვერდით.



მემორიალური კომპლექსი ხატინში, ბელორუსია


image

ეს ძეგლი დადგმულია ფაშისტების მიერ განადგურებული სოფლის ადგილზე. სოფელ ხატინის 150 მცხოვრები ცოცხლად დაწვეს ფაშისტებმა, მათ შორის 75 ბავშვი იყო. სწორედ ამიტომაა, რომ სკულპტურაზე მოხუცს მიცვალებული ბავშვი უჭირავს ხელში.



მამაის ყორღანი, რუსეთი, ვოლგოგრადი


image


1943 წლის გაზაფხულზე ბალახიც კი არ ამოვიდა იმ ადგილას, სადაც ახლა მამაის მემორიალური ყორღანია. წარმოდგენაც კი საშინელია, თუ რა გადაიტანეს ამ ქალაქის დამცველებმა.



მემორიალი "სიკვდილზე ძლიერი", სემიპალატინსკი, რუსეთი


image

მემორიალის ძირითადი ფიგურაა დედა, რომელიც შვილს იცავს ატომური აფეთქების დროს. ძეგლი მიძღვნილია სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონის მსხვერპლისადმი.



გოგონა ქოლგით, ბელორუსია


image

ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ძეგლი მსოფლიოში-ლამაზი გოგონა დახეული ქოლგით. მონუმენტი დაიდგა 1999 წლის 30 მაისს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მომხდარი ტრაგედიის ნიშნად. კერძოდ, სკულპტურა აღმართეს იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარი ჭყლეტის დროს დაიღუპა. "ბოლო ზარის" დღესასწაულის დროს ძლიერი წვიმა დაიწყო, კოკისპირული წვიმისაგან თავის დასაცავად ადამიანებმა მიწისქვეშა გადასასვლელს მიაშურეს, იქ საშინელი ჭყლეტა დაიწყო, რომლის დროსაც 53 ადამიანი დაიღუპა, მათგან მხოლოდ სამი იყო 20 წელზე მეტი ასაკის. დაღუპულთაგან 40 ახალსკოლადამთავრებული გოგონა აღმოჩნდა ...

14
2445
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2445
  
2016, 24 ოქტომბერი, 9:12
მადლობა :)
2016, 23 ოქტომბერი, 23:13
555555555555555555555555+
2015, 4 ივლისი, 17:29
ეგ ხომმ..დამაჟრიალა, რომ გამახსენდა, ლანსელოტი რამ დამავიწყა
2015, 4 ივლისი, 17:28
მე უკანასკნელ რაინდში მომწონს ძალიან
2015, 4 ივლისი, 17:27
გირი როგორ მიყვარს...მაგ ფილმში და "შემოდგომა ნიუ-იორკში" განსაკუთრებით კარგია
2015, 4 ივლისი, 17:26
მე ერთხელ და მეორედ ჯერ ვერ გავრისკე,გული ვერ გაუძლებს
2015, 4 ივლისი, 17:22
ნანახი თუ გაქვსო? არ ვიცი, რამდენჯერ თან..გირი ჩემი საყვარელი მსახიობია..ასჯერ რომ ვნახო, ასჯერვე ვიტირებ:(
2015, 4 ივლისი, 17:00
მართლა ამატირე მანჩო :(
რა კარგი სტატიაა
იმ ძაღლძე ჰაჩიკოზე ფილმი თუ გაქვს ნანახი რიჩარდ გირი მონაწილეობს,მოკვდები ტირილით
2015, 3 ივლისი, 23:12
მადლობა, ნათი..მეც ძალიან ამაღელვა მაგ ძეგლმა, შემძრა სულით ხორცამდე :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10