x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბაბუა 16 წლის შვილიშვილის გარდაცვალებაში პოლიციელებს ადანაშაულებს. რა მოხდა თელავში?

imageთელავის რაიონის სოფელ შალაურში, 29 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი 16 წლის გიორგი კოზმანაშვილის ოჯახი მომხდარში პატრულის თანამშრომლებს ადანაშაულებს.
როგორც გარდაცვლილის პაპამ, გურამ კოზმანაშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, „პატრულის მიერ დევნის დროს 16 წლის ბავშვი დაიღუპა“.
კოზმანაშვილების ინფორმაციით, მძღოლის დევნა თელავიდან დაიწყო და იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ სოფლის შესასვლელში ახალგაზრდამ ორიენტაცია დაკარგა და ტრაქტორს შეასკდა.
დაშავებული საავადმყოფოში სასწრაფომ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გურამ კოზმანაშვილი საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყენებს და ამბობს, რომ სამართალდამცავებმა დანაშაულის დასაფარად, დაშავებული შემთხვევის ადგილზე მიატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პატრულის ბრალეულობას კატეგორულად უარყოფენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.



თელავის რაიონის სოფელ შალაურში, 29 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი 16 წლის გიორგი კოზმანაშვილის ოჯახი მომხდარში პატრულის თანამშრომლებს ადანაშაულებს.
როგორც გარდაცვლილის პაპამ, გურამ კოზმანაშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, „პატრულის მიერ დევნის დროს 16 წლის ბავშვი დაიღუპა“.
კოზმანაშვილების ინფორმაციით, მძღოლის დევნა თელავიდან დაიწყო და იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ სოფლის შესასვლელში ახალგაზრდამ ორიენტაცია დაკარგა და ტრაქტორს შეასკდა.
დაშავებული საავადმყოფოში სასწრაფომ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გურამ კოზმანაშვილი საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყენებს და ამბობს, რომ სამართალდამცავებმა დანაშაულის დასაფარად, დაშავებული შემთხვევის ადგილზე მიატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პატრულის ბრალეულობას კატეგორულად უარყოფენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.


0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0