x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ირინა სარიშვილი:ყველა ტაძართან ჩავლისას პირჯვრის გადაწერა რომ არ გავიწყდებათ, თქვენ გგონიათ, ესაა მთავარი?!
imageეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი და პარტია "იმედის" დამფუძნებელი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:



"სანამ იმას დავწერ, რისი თქმაც გადავწყვიტე, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პოლიტიკოსების თუ თანამდებობის პირთა მიმართ, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, ეს დამოკიდებულება, მით უფრო თუ უარყოფითია, გავრცელდეს მისი ოჯახის წევრებზე – მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე.



მაშინაც კი, როცა მე მიხეილ სააკაშვილი ტერორისტს მეძახდა და არც მე ვაკლებდი ეპითეტებით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი სანდრას მიმართ აგორებულ უბინძურეს პიარს, ფოტომონტაჟებს და ა.შ.
ანალოგიურად მოვიქეცი, როცა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს იგდებდნენ მასხრად მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღარიბაშვილის მეუღლეა.


მით უფრო მიუღებელი და ამაზრზენია ჩემთვის, როცა აქ და მასმედიაში ვხედავ ღვარძლიან, ბინძურ კომენტარებს იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც პატიმრობაში მყოფ მეუღლეებს იცავენ და მათი განთავისუფლებისთვის იბრძვიან.
არანაირი პოლიტიკური ან ადამიანური ურთიერთობები არ მაკავშირებს ბაჩო ახალაიასთან, ვერც მის მხარდამჭერად ჩავითვლები, მაგრამ სიბინძურის ნიაღვარი მისი მეუღლის ანი ნადარეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ქოცური ნაწილისგან მოდის, ყოველგვარ საზღვარს სცდება!
მეც ვყოფილვარ პატიმრის მეუღლე!


ჩემი ქმარიც არ უყვარდა ბევრს და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ "მამკობდნენ" მისი და ჩემი მოწინააღმდეგეები როგორც მის ცოლს და არა როგორც მხოლოდ პოლიტიკოსს.
კაცებო! ქალებო! ადამიანებო! რა დაგემართათ?!
საერთოდ არაფრის აღარ გრცხვენიათ და აღარც გეშინიათ?!
ყველა ტაძართან ჩავლისას პირჯვრის გადაწერა რომ არ გავიწყდებათ, თქვენ გგონიათ, ესაა მთავარი?!


ნ რატომ მარხულობთ, რატომ ლოცულობთ, ან სახლში შვილებს და მეუღლეებს როგორ ეფერებით, როცა სხვისი მეუღლის, შვილის წარმოუდგენელ ლაფში ამოსვრა შეგიძლიათ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პატიმარი ოჯახის წევრი არ მოგწონთ?!!!

მოკლედ:
მე არცერთ ასეთ ზნედაცემულთან საერთო არც აქ და არც სხვაგან არ მექნება!
დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ!

0
107
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0