x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
უმავლესობის დეპუტატის სკანდალური განცხადება- ტყუილებზე აგებული პროცესები და სიჭინავას აღიარება






image უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე მოითხოვს, რომ biletebi.ge-ს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ პარლამენტში მიმდინარე სესიაზე განაცხადა.

დეპუტატი პროცესების მიმდინარეობაში ფეხბურთის ფედერაციასაც ადანაშაულებს.

„ეს პროცესი თვიდან ბოლომდე იყო აგებული დიდი ტყუილებზე. თავიდან ფედერაცია ამბობდა იმას, რომ არანაირ კავშირი ხელშეკრულებასთან არ ქონდათ, რომელიც გაფორმდა თითქოს უეფასა და biletebi.ge-ს შორის. სამი დღის შემდეგ აღიარეს, რომ ისინი იყვნენ გამტარი და მათ მხოლოდ კონტრაქტი გააფორმეს, თავიდან ამბობდნენ, რომ თითქოს თანხა ჩაერიცხა biletebi.ge-ს, მაგრამ გუშინ წინ ფედერაციის ვადაგასულმა პრეზიდენტმა, აღიარა, რომ ეს თანხა ფედერაციამ biletebi.ge-ს არ ჩაურიცხა. ჩვენ ფულს ესე ჰაერში არ ვისვრითო. იქნებ ის 45 ათასი ევრო იყო იმისთვის აუცილებელი, რომ biletebi.ge-ს წესიერად ჩაეტარებინა ეს პროცედურა“, - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.image

0
691
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0