x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ოთო ნემსაძე მეუღლეს დაშორდა. "მე და ის, რომ არ გიღალატებს, აი ის"-ვინ არ უღალატებს მომღერალს.
image
"ჯეოსტარის" გამარჯვებული, უკრაინული "ახალი ხმის" ფინალისტი და მუსიკალური ტელეშოუს "ბრავოს" გამარჯვებული ოთო ნემსაძე, გავრცელებული ინფორმაციით, ცოლს დაშორდა. მათმა ქორწინებამ ერთი წელიც კი ვერ გასტანა.

მომღერალ ოთო ნემსაძის მეუღლე თამთა კუპრავა იყო. გოგონას განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და იგი ერთი თვეა უკვე რაც მეუღლეს დაშორებული, ისევ ამერიკაში დაბრუნდა.

წყვილი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები და შემდეგ დაქორწინდნენ. ქორწილი კი 2014 წლის 24 ივლისს ღია ცის ქვეშ, ბეთანიაში გადაიხადეს.

მათი მეგობრების თქმით, თამთას და ოთოს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ოთო ნემსაძე ძალიან განიცდის მეუღლესთან დაშორებას. თუმცა დაშორების მიზეზებზე არავინ საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით მომღერალი კომენტარს არ აკეთებს.


ოთო ნემსაძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მანქანაში, თავის ერთგულ მეგობართან, ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით:

"მე და ის, რომ არ გიღალატებს, აი ის"...

image

მისი მეგობრები კომენტარებში მის გამხნევებას ცდილობენ:

"მრავლისმეტყველი ფოტო და კომენტარი!!! მიაწექი ცხოვრებას ძმაო!!!"

" აი ამაან როგორ უნდა გიღალატოოოოოს..."

"ძაღლზე ერთგული არავინაა..."

"მართლაც ყველაზე ერთგული მეგობარია აი ის...."

"რა ჰქვია მაგას, რომ არ გიღალატებს, საყვარელია ძალიან..."

იმედია შერიგდებიან!

ოთო ნემსაძე მონაწილეობას ღებულობს მუსიკალურ პროექტში "ერთი ერთში".

წარმატებები ვუსურვოთ ოთოს პირად ცხოვრებაშიც და კარიერულ წინსვლაშიც!

imageimageimageimage

0
2672
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0