x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

image








2 ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი გამოცდა 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. აბიტურიენტები რეგისტრაციას 08.00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნება, ეს ქალაქებია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.

image

მიმინოშვილის ინფორმაციით, 19-ვე საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. დღეს ცენტრებში ე.წ. გენერალური რეპეტიცია ჩატარდა. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. 100-ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე აბიტურიენტები, ასევე მსჯავრდებულები.

მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და მათ ურჩევს, რომ დაისვენონ, განიტვირთოთ, გამოცდების წინ ემოციები, ნერვიულობა დაივიწყონ, პოზიტიურად დაიმუხტონ და საგამოცდო ცენტრში ისე გამოცხადნენ.


აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები.
გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0