x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე არაჩვეულებრივი ადამიანები დედამიწაზე და მათი დაუჯერებელი შესაძლებლობები
ზოგიერთი ადამიანი იმდენად განსხვავდება სხვა ყველა ჩვეულებრივი მოკვდავთანგან, რომ თვით მედიცინა და მეცნიერებაც კი ჩიხში შეჰყავს.არსებობენ პლანეტაზე ზეადამიანური შესაძლებლობების ან უბრალოდ ძალიან ორიგინალური პიროვნებები.

image


1-ჯასპრიტ სინგხ კალრა-მას საკუთარ სამშობლოში, ინდოეთში "რეზინის ბიჭუნას" ეძახიან.15 წლის მოზარდის შესაძლებლობები მართლაც დაუჯერებელია და ყოველგვარ სტანდარტებს სცდება.ბიჭუნას შეუძლია თავის და სხეულის სხვა ნაწილების 180 გრადუსით შემოტრიალება ცალ-ცალკე.

image





2-ფრანცისკო დომინკო ჟოაკინა-ანგოლელი ახალგაზრდა კაცი სახით და პირით აკეთებს შოკისმომგვრელ ტრიუკებს.გინესის წიგნის რეკორდსმენი.მისი პირის ზომა 16, 99 სანტიმეტრია.

image





3-ჩჟან რუიფანგი-ჩინელ ქალს რამდენიმე წლის წინ შუბლზე ამოუვიდა წამონაზარდი..თითქოს არაფერიო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით უწყინარი "კოპი" ძალიან ძალიან წააგავს ეშმაკის რქას.

image

ეგ კიდევ არაფერია.მოხუც ქალს შუბლის მეორე მხარეზეც დაეწყო ანალოგიური სიმეტრიული რქის ამოსვლა, რაც მის გარემოცვას შოკში აგდებს.

image






4-ჯინო მარტინო-ამერიკელი პროფესიონალი მებრძოლი და არტისტი, საზოგადოებას შოკში აგდებს თავის დაუჯერებელი შესაძლებლობებით.თავით შეუძლია დაამტვრიოს ან გაღუნოს რკინის ნაჭერი, ბეტონის ფილა, ბეისბოლის ჯოხი და ა.შ.მის თავის ქალას შეუძლია გაუძლოს 5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილ ბოულინგის ბურთსაც კი.

image




5-ტიმ კრიდლანდი-რომლის სცენური ფსევდონიმია "ზამორა-წამების მეფე" ათწლეულობის განმავლობაში მთელს მსოფლიოს აჩვენებს თავის უნიკალურ შესაძლებლობებს-გაუძლოს აუტანელ ტკივილებს.იგი სხეულში იყრის დაშნას, პირში ითხრის ხმალს და ყლაპავს ცეცხლს, წვება ლურსმნებზე და ა.შ.

image


შენიშვნა:სუსტი ფსიქიკის და ნერვების ადამიანებისთვის არაა შემდეგი ვიდეოს ყურება სასურველი.




6-ვინ ჰოფი-ჰოლანდიელი "ყინულის კაცი", რომელსაც შეუძლია გაუძლოს ყინვას და ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურას.მას მსოფლიო რეკორდიც აქვს დამყარებული -იმყოფებოდა ყინულიან წყალში 1სთ და 52 წუთი!


ამასთანავე მან მოაწყო მსვლელობა კილიმანჯაროს მთაზე, ვან ჰოფს მხოლოდ შორტები ეცვა.

image




7-ჩან ვან ხეი-ვიეტნამელი მამაკაცის თმების სიგრძე 6, 8 მეტრია, მას არასდროს მიუმართავს გინესის წიგნის რეკორდის მესვეურთათვის. თმების გაზრდა 25 წლის ასაკიდან დაიწყო იძულებით, გასაოცარი მიზეზის გამო.საქმე იმაშია, რომ როდესაც თმებს იკრიჭავდა, ყოველთვის ავად ხდებოდა.მან ექიმებს არ მიმართა, უბრალოდ თმის მოშვება გადაწყვიტა.

imageimage


8-მიშელ ლოტიტო-ფრანგ "რკინის მჭამელზე" კარგად მოეხსენებათ საშუალო და უფროს თაობას.მის შესახებ ბევრი იწერებოდა თავის დროზე.


1959 წლიდან 1997 წლამდე მან შეჭამა დაახლოებით 9 ტონა მეტალი.მათ შორის:თვითმფრინავი, ავტომობილები, 7 ტელევიზორი, 18 ველოსიპედი, 15 სუპერმარკეტის ურიკა, კუბო და ეიფელის კოშკის ნაწილიც კი.

image

რა იყო მიზეზი ლოტიტოს ასეთი უცნაური გატაცებისა? ეს გახლავთ იშვიათი დაავადება, რომელსაც მედიცინაში პიკაციზმს უწოდებენ-კვებითი აშლილობა, რომელიც ადამიანს აიძულებს შეჭამოს კვებისთვის გამოუსადეგარი საგნები.

ლოლიტო რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გარდაიცვალა, ჩვეულებრივ ბუნებრივი სიკვდილით.

image



9-ჯილ პრაისი-ამ ქალის ფენომენალური მახსოვრობა აოცებს ყველას.მეცნიერები და მედიკოსები მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ.მას ახსოვს ყველა ცხოვრებისული წვრილმანი, მას შემდეგ, რაც შეუსრულდა 12 წელი.მაგალითად:გადაცემა, რომელიც გადაიცემოდა ტელევიზიით კონკრეტულ წელს და დღეს, ან მნიშვნელოვანი ამბები მსოფლიოში.უბრალოდ თქვენ დაუსახელებთ თარიღს და გეტყვით დაწვრილებით კვირის რა დღე იყო და რა მოხდა იმ დღეს.

image

image



10-ლივ ტოუ ლინი-"კაცი მაგნიტი"-70 წლის მალაიზიელი მამაკაცი აოცებს მსოფლიოს თავის არაჩვეულებრივი შესაძლებლობით.მას შეუძლია სხეულზე მიიკრას საგნები, რომელიც ყოველგვარ გრავიტაციის ფარგლებს სცილდება.ყველაზე მძიმე რაც მან სხეულზე მიიკრა ავტომობილია.მეცნიერები ჯერჯერობით უძლურები არიან ახსნან ეს ფენომენი.

სხვათა შორის ეს გასაოცარი ფერნომენი მემკვიდრეობით გადაეცათ ლინის შვილებს და შვილიშვილებს.

image


2
786
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
786
  
2015, 1 ივლისი, 10:40
საოცრებაა სტატია კი არა, რამდენიმე მათგანზე ვიცოდი, მაგრამ მთლიანობაში უმაგრესი სტატიაა.
0 1 2