x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ექსკლუზივი: სოფელ მეორე ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში

"გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას ახალი გამგებელი არაფხიზელ მდგომარეობაშია და სოფლის ცენტრში წევს... მას სამი ავტომატიანი პირი იცავს", – აცხადებენ გალელი მოქალაქეეები. მათივე თქმით, ერთი თვის წინ, გალის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ შეცვალა მეორე ოტობაიას გამგებელი, ეროვნებით ქართველი ფიფია და – არც მეტი, არც ნაკლები – გამგებლად დანიშნა კამჩატკელი ვიტალი სოროკინი. ვიტალი სოროკინი 1992-93 წლებში ქართველების წინააღმდეგ ერთ-ერთ აფხაზურ დაჯგუფებაში იბრძოდა, რომელსაც თემურ ნადარაია ხელმძღვანელობდა.


image


როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოროკინი კვირაში სამჯერ ჩადის სოფელში და ღამეს ვინმე ეთერ მარკოზიას სახლში ათენებს. მისი ცუდი სიმთვრალის გამო შეწუხებულია მარკოზიების ოჯახი. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ ვიტალი საროკინმა, დაცვასთან ერთად, ჩამოუარა პურის მაღაზიებს, მცხობელებს, ჯიხურებს და მოსთხოვა თანხა: „თქვენ კარგად ხართ, მე კი რითი ვიცხოვრო, მომეცით ფული სასწარფოდ, თორემ დაგხოცავთ ყველას!“ – იმუქრებოდა საროკინი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კამჩატკელი ვიტალი სოროკინი, როგორც თავად აცხადებს, აფაზეთის ომის გმირია. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის გმირობის წოდებას მხოლოდ იმ ადამიანებს, აძლევდნენ, ვინც ას ქართველს მოკლავდა და მოჭრილ ყურს აფხაზურ შტაბში მიიტანდა.


P.S. ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიას გამგებელს პირადად ვიცნობ. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ყველასათვის პატივსაცემი და ღირსეული ქალბატონი. ვისურვებდი ყველა სოფელსა და რაიონს ჰყავდეს ასეთი გამგებელი.

0
815
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0