x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვერემ წაგვლეკა! ლარი გაიქცა! ქალაქი დაიქცა!



imageხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი, სოციალურ ქსელში, საკუთარი “ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს:

”isis გვიახლოვდება!
ვერემ წაგვლეკა!
ლარი გაიქცა!
ქალაქი დაიქცა!
ჰაერი ამოიწურა!
ბიუჯეტი დასეკვესტრდა!
შუშის კაცმა აიშვა!
პანორამა თბილისი ჩაეშვა!
"მანჰეტენი" დაგვაცხრა!
ბილეთი ვერ გაგვიყიდია!
საკუთარი "წვლინტიანი" მდინარისთვის ვერ მოგვივლია!
ზოოპარკში ცხოველი ვერ დაგვითვლია!
წვიმისგან კი არა ერთი კარგი შიდა უბნური წუწაობისგან ქალაქი გვეტბორება და ერი ამ დროს ოკეანის გადაღმა ერთსქესიანებზე ღელავს, აი ვინ გეკითხებათ, ვაი ჩვენს პატრონს!” - წერს ამაშუკელი.

1
310
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
310
  
2015, 6 ივლისი, 23:06
კანონი, რომლითაც აშშ–მ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა მთელს აშშ–ის ტერიტორიაზე ადამიანის პიროვნების თავისუფლებებისა და უფლებების დაცვის მოტივითაა ნაკარნახევი. აშშ ხომ დემოკრატიის მებაირახტრეა, მთელი მსოფლიოსათვის სიკეთის ქმედების ეტალონი! არ შეიძლება ამ კანონით ისე არ მოვიდეს აღტაცებაში ადამიანი, როგორც უმწიფარი ბავშვი, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული ლამაზ ფუჩეჩში გახვეულ ნუგბარს, თუმც ფუჩეჩის სილამაზეს შეიძლება სულაც არ შეესატყვისებოდეს შიგთავსი, იმდენად ამძაღებული იყვეს. აშშ ტონის მიმცემია სატელიტი ქვეყნებისათვის; ამდენად, საქართველო, როგორც სატელიტი ქვეყანა, რომელსაც ერთი სული აქვს თავი შერგოს ნატოს და ევროსაბჭოს განიერ შარვლებში, რომლებიც კაპიტალიზმის მრავალსაუკუნოვანი სიბინძურისაგან ყარს, მალე, ფორსმაჟორულ რეჟიმში განიხილავს ანალოგიური კანონის შემოღების საკითხს, რათა აშშ–ს და ევროპას დაუმტკიცოს, რომ ქართველები ნაღდი ევროპელები არიან ბედის უკუღმართობით აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე გაჩხერილი.
არსებითად ეს კანონი მიზნად ისახავს ზედმეტი ადამიანებისაგან დედამიწის განთავისუფლებას ადამიანთა ცნობიერების გაუკუღმართების გზით: ერთსქესიანები ვერ გამრავლდებიან, შემცირდება შობადობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და რადგანაც მთელ მსოფლიოს აშშ თავის საასპარეზოდ თვლის, გადაწყდება უმუშევრობის საკითხი ამერიკის სასარგებლოდ: დედამიწაზე იმდენი ადამიანი დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება აშშ–ს სასიცოცხლო ინტერესებისათვის. ამდენად, აშშ–ს საერთოდ არ ანაღვლებს პიროვნების უფლებები და თავისუფლებები. კაპიტალიზმი მომაკვდავი საზოგადოებრივი ფორმაციაა. იგი ცდილობს გადაირჩინოს თავი ან გაიხანგრძლივოს არსებობა: საზოგადოებაში არსებული ყველა მანკიერებანი პიროვნების თავისუფლების ფუჩეჩში გახვიოს, ამ სატყუარათი გამოურეცხოს ტვინები არაადეკვატურად მოაზროვნე ადამიანებს, რომელთა რიცხვი ,სამწუხაროდ, არც თუ ისე ცოტაა და ეს ტვინგამორეცხილები გაიხადოს საყრდენად.

რა ელის ისეთ პატარა ერს როგორიცაა საქართველო?–გადაშენება, თუმც ეს რაში ენაღვლებათ ისეთ დეგრადირებულ ადამიანებს, როგორიცაა გლახუნა, შშდ და ძმანი თუ დანი მათნი.
ამო მორანი
0 1 1