x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
მილიარდელმა თანხა გაზარდა-ვინ მოიყვანს ცოლად მის ლესბოსელ ქალიშვილს?

image ჰონკონგელი მილიარდელი სესილ ჩაო ვერაფრით ვერ შოულობს სასიძოს თავის ლესბოსელი ქალიშვილისთვის, მისი ქალიშვილი გიგი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უყვარს გოგოები.როგორც ცნობილია ჯერ კიდევ 2012 წელს(ამის შესახებ თავის დროზე ვიუწყებოდი), პოტენციურ საქმროს მილიარდელმა 65 მილიონი$ შესთავაზა, დაახლებით 20 000 მამაკაცი გამოეხმაურა შეთავაზებას, თუმცა გიგის არცერთი არ მოეწონა.ამჟამად მილიარდელმა "საპრიზო" თანხა 130 მილიონ $-მდე გაზარდა.თვითონ გიგიმ "South China Morning Post"-ს განუცხადა, რომ "რა თანხაც არ უნდა დაასახელოს მამაჩემმა არ მგონია, რომ ამან უშველოს მაპოვნინოს ის კაცი, ვისაც მე ჩავთვლი მომხიბვლელად", ამასთანავე გიგიმ დასძინა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა ემეგობრა იმ მამაკაცთან, რომელიც მსხვილი თანხის მიღების შემდეგ ფულს საქველმოქმედო ფონდს შესწირავდა.თვითონ მამა კი აცხადებს:"არ მინდა ჩემი გოგონას კერძო ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთხელაც ის იპოვის საქმროს, გათხოვდება და ბავშვებს გააჩენს, რომლებიც ჩემი ბიზნესის მემკვიდეები იქნებიან".მილიარდელის ქალიშვილი აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს მამის დეველოპერულ კომპანიაში, ამასთანავე იგი დიდ დროს უთმობს საქველმოქმედო ფონდ "Faith in Love Foundation"-ს, რომელიც სიღარიბეს ებრძვის, იგი აგრეთვე სექსუალური უმცირესობის აქტიური დამცველია, მოძრაობა "Big Love Alliance"-ის დამფუძნებელია.image

1
327
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
2014, 25 იანვარი, 19:23
იქით რო გავყვე არა? :D :D :D
0 1 1