x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"დაუვიწყარი Grace Kelly". (გრეის კელი)



imageGrace Patricia Kelly დაიბადა 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. მისი მამა ჯონ ბრენდან კელი იყო მილიონერი აგურის წარმოების ბიზნესით მთელს ფილადელფიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დედა მარგარეტ კატერინ მეიერი იყო მწვრთნელი ქალთა სპორტული უნივერსიტეტის გუნდის. გრეისი იყო რიგით 3-ე დედ-მამისშვილი ოთხთა შორის. სახელი კი ადრეულ ასაკში გარდაცვლილი მამიდის საპატივცემულოდ დაარქვეს. image

გრეისი ადრეული ასაკიდანვე იყო გატაცებული ხელოვნებით. სკოლის სპექტაკლებში ხშირად იღებდა მონაწილეობას. აქედან ჩაეყარა საფუძველი მის სამსახიობო კარიერას.


საშუალო განათლების შემდეგ კი გადაწყვიტა სამსახიობო კარიერა გაეგრძელებინა ნიუ-იორკში, მშობლების პროტესტისდა მიუხედავად. იგი ჩაირიცხა ამერიკის აკადემიის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე. სტუდენტობის გამო კი დაიწყო ნახევარდღიანი განაკვეთით სარეკლამო სააგენტოებში გადაღება. მიიღო მონაწილეობა სიგარეტის რეკლამაში "ძველი ოქრო" და დაამშვენა ცნობილ და რეიტინგული ჟურნალების "Cosmopolition" და "Bedbook"-ის ყდები.image

ამერიკის აკადემია დრამატული ხელოვნების განხრით მან 19 წლის ასაკში დაამთავრა. მისმა დირექტორმა დონ რიჩარდსონმა კი განაცხადა, რომ გრეისი სათნო სახისა და სტილის, არც მაინცდამაინც ცხენის ენერგიისა და ვოკლაური მონაცემების არ ქონის გამო თეატრისთვის არ გამოდგებოდა. შეფასება იყო ზუსტი. გრეისმაც მალევე დაასკვნა ეს ფაქტი და მიხვდა, რომ ფილმები მიზანმიმართული იქნებოდა მისთვის, ვიდრე თეატრი. მხოლოდ 2-ე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი სამსახიობო კარიერის აღორძინება და გრეისი გადავიდა ჰოლივუდში.


საბოლოო ჯამში მან 11 ფილმსა და 60 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.image

მისი პირველი ჰოლივუდური ფილმი 1951 წელს 22 წლის ასაკში შედგა, სახელწოდებით "თოთხმეტი საათი". 1952 წელს ფილმ "High Noon"-ში მიიღო მონაწილეობა. 1953 წელს კი "Mogambo", რომელიც მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ნომინირებული გახდა პირველი ოსკარით და აიღო ოქროს გლობუსის ჯილდოც საუკეთესო მსახიობობისთვის. 1954 წელს მან ითამაშა ფილმში "ქალთა ქვეყანა", სადაც ერთი ალკოჰოლისტის ცოლის როლი შეასრულა და ამ ფილმით კი მოიპოვა ოსკარი საუკეთესო შემსრულებელი ქალის ტიტულით, რამაც ჰოლივუდში პრეტენზიები გამოიწვია.image

გრეისი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი მსახიობი იმ დროისთვის. 1955 წელს მიიღო შეთავაზება შეერთებულიყო შეერთებული შტატის დელეგაციის კომიტეტს კანის ფესტივალზე საფრანგეთში, სადაც ფოტო სესიის დროს შეხვდა მონაკოს პრინც Rainier 3-ეს. image


პრინცმა აღნიშნა, რომ ეძებდა სწორედ ასეთ რჩეულს:


"გრძელი თმით, შემოდგომის ფოთლების ფერით, რომელშიც თითქოს ცურავს ქარი, თვალები კი ექნებოდა ისეთი ლურჯი, როგორიც აქვს ხოლმე ზღაპრულ ფერიას".


ერთი წლის შემდეგ მათი ქორწილი დათარიღდა.




image

1956 წლის 19 აპრილს კელი გახდა პრინც რაინერ 3-ის მეუღლე. მიატოვა სამსახიობო კარიერა, უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე და პრინცის ბრძანებით მონაკოში აიკრძალა მისი ფილმების ჩვენებაც.

რეჟისორებს კვლავ ჰქონდათ გრეისთან შეთავაზება როლებზე, მაგრამ მან მკაცრად განაცხადა ამ ყველაფერზე უარი და ჩაერთო მრავალ კულტურულ და საქველმოქმედო აქციებში.

image




სამეფო ოჯახს შეეძინა სამი შვილი: პრინცესა კაროლინა, პრინც ალბერტი და პრინცესა სტეფანი.


დიდი ტრაგედია დატრიალდა 1982 წლის 14 სექტემბერს, როდესაც პრინცესა გრეისი თავის უმცროს ქალიშვილ სტეფანისთან ერთად მიემგზავრებოდა ავტომობილით. ციცაბო კლდეზე, ტბის მახლობლად, სამხრეთ საფრანგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრეისმა მართვის დროს გადაიტანა ინსულტი, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა საჭე და 45 მეტრის სიღრმეში გადაიჩეხნენ. დედა-შვილი უმალ მოათავსეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. 24 საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში მყოფი გრეისი ვერ გამოიყვანეს კომიდან, რის შედეგადაც იგი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი სტეფანი კი შემოიფარგლა მხოლოდ სხეულის მცირე დაზიანებებით.image



გრეისი საზოგადოებისთვის დაუვიწყარი სახე დარჩა თავისი სილამაზით, ნიჭით, თავდაჯერებულობით, მსოფლიოს გაოცების საიდუმლოთი, გაწონასწორებული ხასიათით, სითბოთი, სიკეთით, აცხადებს უცხოური მედია.

12
513
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
513
  
2014, 27 ივნისი, 17:40
აი,მართლა ძალიან ლამაზი
2014, 19 აპრილი, 15:28
მაგარი სურატებია...
2013, 23 სექტემბერი, 19:51
ყველა ლამაზი და წარმატებული რატომღაც ადრეულ ასაკში ტრაგიკის მსხვერპლი რატომ ხდება? :(
2013, 23 სექტემბერი, 18:03
სილამაზის ეტალონი.
2013, 8 ივლისი, 23:54
გენაცვალე დ დ.
2013, 8 ივლისი, 23:50
შემდეგ შეკვეთას ველოდები ჩემო კარგო ;)
2013, 8 ივლისი, 23:03
სურათებიც კარგიაა
2013, 7 ივლისი, 9:43
ხშირად მოგინახულობთ...
2013, 7 ივლისი, 9:39
კი ახალი ვარ :) შევეცდები ვვიყო წარმატებული და კიდევ მადლობა ჩემო კარგო. შენც წარმატებებს გისურვებ. ;)
2013, 7 ივლისი, 9:37
არაფრის გაიხარეტ გეტყობათ ახალი ხართ ამ საიტზე წარმატებებს გისურვებთ...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10