x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 უცნაური თავისებურება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მიმზიდველად ითვლება

image
სილამაზის სტანდარტები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, ზოგი ჩვენთვის მისაღებია, ზოგიც უბრალოდ გაუგებარი:


1. იაპონია

სწორი, თანაბარი და თეთრი კბილები ბევრ ქვეყანაში ითვლება ლამაზად, აი იაპონიაში კი უსწორმასწორო კბილებს ანიჭებენ უპირატესობას. ტრენდიც კი აქვთ სახელად «yaeba» ე. წ. ეშვი. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ასეთი კბილი სახეს უფრო საყვარლად წარმოაჩენს. მათ კი ვისაც სწორი კბილები ერგოთ, სტომატოლოგთან მიდიან “ეშვების ჩასასმელად".image

2. დასავლეთ აფრიკა, ახალი გვინეა

ახალი გვინეის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მკვიდრნი ჯერ კიდევ ილამაზებენ სხეულს მრავალრიცხოვანი ნაწიბურების ნიმუშებით. მამაკაცებში ნაწიბურები ჩვეულებრივ ინიციაციის რიტუალის დროს ჩნდება, ქალებში კი ასეთი „ტატუები“ სილამაზის ნიშნად ითვლება. image

3. სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა ხომ პლასტიკური ოპერაციების სამოთხეა. აქ გულის ფორმის სახე ყველაზე მიმზიდველად ითვლება და ასეთი ფორმის მისაღებად ხალხი ქირურგებს მიმართავს. ოპერაცია საკმაოდ რთულია, ჯერ ნიკაპის ძვლებს ტეხენ და ყოფენ სამ ნაწილად, შუას იღებენ, დანარჩენ ორ ნაწილს აკავშირებენ და ქმნიან წვეტიან ნიკაპს. შემდეგ კუთხეები იჭრება ახალი ნიკაპის ხაზის გასწვრივ. ოპერაციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის შეუძლებელია მყარი საკვების მიღება, ამინდის ცვლილებაც მოქმედებს და ტკივილს იწვევს.image

4. მავრიტანია

აქ გოგონებს შანსი არ აქვთ მამაკაცთან, თუკი მუცელზე ცხიმის ნაკეცები არ ეტყობათ. იმისათვის, რომ გოგონებმა საჭირო ასაკამდე მიაღწიონ საჭირო ზომას, მშობლები აგზავნიან მათ სპეციალურ „ფერმებში“, სადაც იკვებებიან. მათი ყოველდღიური დიეტის კალორიულმა შემცველობამ შეიძლება მიაღწიოს 16 ათას კკალს დღეში (ამ ასაკის გოგონებისთვის ჩვეულებრივი დღიური ნორმაა 1500 კკალ). ამ ტრადიციის გამო ბევრ გოგონას კუჭის პრობლემა აქვს.image

5. ირანი

ირანი უბრალოდ რინოპლასტიკის დედაქალაქია. პროცედურის მაღალი ღირებულების მიუხედავად, ქალები და მამაკაცები მზად არიან ყველაფრისთვის სწორი ცხვირის მისაღებად. - მათთვის ეს არა მხოლოდ სილამაზე, არამედ პრესტიჟიცაა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ არანაკლებ მიმზიდველად ითვლება ცხვირზე დამაგრებული სამედიცინო სახვევებიც.image

6. ჩინეთი, ტაილანდი

მაშინ, როცა უმეტეს ქვეყნებში რუჯისთვის სოლარიუმებში და სანაპიროებზე იწვებიან, ჩინეთსა და ტაილანდში, ისევე როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, თეთრი კანი პრესტიჟულად ითვლება. თეთრი კანის მისაღებად იყენებენ უამრავ სპრეის და ასევე გამაღიავებელ კრემებს.image

7. აფრიკა

აფრიკაში ფულბეს (ფულანის) ტომის ქალების ყველაზე მნიშვნელოვან სამკაულად მაღალი შუბლი ითვლება. ამიტომ ფულანი ლამაზმანები ხანდახან თავზე თმას იშორებენ, რაც მაღალი შუბლის ილუზიას ქმნის.

მსგავსი ჩვეულება არსებობდა შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ქალები შუბლზე თმის თითქმის ნახევარს იშორებდნენ.image

8. ბირმა

აღმოსავლეთ ბირმის ერთ-ერთ რაიონს „ჟირაფი-ქალების ქვეყანას“ უწოდებენ. აქ ცხოვრობს პადაუნგის ტომი, რომლის ქალებიც კისერზე ატარებენ სპილენძის ბეჭდებს. ითვლება, რომ რაც უფრო გრძელია კისერი, მით უფრო ლამაზია ქალი.

ლეგენდა ამბობს, რომ ეს ბეჭდები ქალებს ვეფხვის თავდასხმისგან იცავს, მაგრამ სინამდვილეში მათი ტარება ტომობრივი იდენტობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.image

9. ეთიოპია

მურსის ტომში (ეთიოპია) გოგონები ტუჩებს სპეციალური დისკებით იჭიმავენ. რაც უფრო დიდია დისკი, მით უფრო მაღალია გოგონას სოციალური სტატუსი და მეტი გამოსასყიდი უნდა გადაიხადოს საქმრომ ქორწილისთვის.

ამ უჩვეულო ტრადიციის გაჩენის მიზეზებზე ორი ვერსია არსებობს: მურსებს მიაჩნიათ, რომ ბოროტი სულები პირის ღრუს საშუალებით შედიან ადამიანში, დისკები კი ამას ხელს უშლის. სხვა ვერსიით, ხალხმა ამგვარი დისკების გაკეთება მონობის თავიდან ასაცილებლად დაიწყეს.image

10. ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის ზოგიერთ რეგიონში ქალის სილამაზის ერთ-ერთი სტანდარტი ცხვირის ხიდზე გაერთიანებული წარბებია. თუ ბუნებამ არ დააჯილდოვა გოგონა ასეთი წარბით, მას შეუძლია წარბებს შორის კანის ზოლი შავად შეიღებოს. ადგილობრივები დარწმუნებულნი არიან, რომ ერთი წარბი არის გამორჩეულობის, კარგი ბედის ნიშანი.image








0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0