x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვიდეო: კოლუმბიაში სისასტიკით განთქმული "ახალი ესკობარი" დააკავეს

image
პრეზიდენტმა ივან დუკემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ პოლიციამ და სამხედროებმა მოახერხეს "ყურეს კლანის"დაჯგუფების ნარკოლიდერის დაკავება.

„ის იყო მსოფლიოში ნარკობიზნესის ყველაზე საშიში ლიდერი. პოლიციელების, ჯარისკაცების, ბავშვების, საზოგადო მოღვაწეების მკვლელი, არასრულწლოვანთა დამქირავებელი, ცნობილი იყო თავისი სიგიჟეებით. მისი დაკავების ორდერი გაცემული იყო, არა მხოლოდ ნარკოტიკების გამო, არამედ, ადამიანებით ვაჭრობისა და მცირეწლოვანთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო"- განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე

დუკეს მიაჩნია, რომ ნარკობარონის დაპატიმრების მნიშვნელობა შედარებულია პაბლო ესკობარის დაკავებასთან.

ეს კლანი არის ყველაზე დიდი კრიმინალური ორგანიზაცია კოლუმბიაში, რომელიც ეწევა ნარკოვაჭრობას, მის უკანონო მოპოვებას, გამოძალვას. მასში დაახლოებით 1, 7 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ამ ორგანიზაციის ლიდერი ნეკოკლიში პანამის საზღვართან დააკავეს.



2
255
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
255
  
2021, 25 ოქტომბერი, 0:21
ხალხი თუ ყავდა დასაქმებული რას დაეძებენ???? ეტყობა ჩვენ მთავრობასაც ეშინია არ დაგვიჭირონო და იმიტომ არ ქმნის სამუშაო ადგილებს
:–)
0 1 2