x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, ვაკეთებთ ნახევარსაათიან რიტუალს" - რას წერს ასტროლოგი დღევანდელ ღამეზე და რას ურჩევს ზოდიაქოს ნიშნებს
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 22 სექტემბრის ღამით მოსალოდნელ ასტროლოგიურ მოვლენებზე წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებს აძლევს:


"წმენდის დროა!


დღეს გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, 23:45-დან 00:15-ის ჩათვლით, ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ნახევარსაათიან წმენდის პრაქტიკას. შევდივართ მედიტაციურ მდგომარეობაში ნელა, თანდათან. წარმოვიდგენთ, როგორ სუფთავდება დაგროვილი ნეგატივისაგან ორგანიზმი ყველა ჩაკრის გავლით, პირველიდან მეშვიდემდე, ნათელი სხივის მეშვეობით. შემდეგ წარმოსახვაში სინათლის მეშვეობით ასუფთავებთ თქვენს გარშემო არსებულ ტერიტორიას, თანდათან აფართოვებთ არეალს და წმენდთ იმდენს, რამდენზეც ეს ნახევარი საათი გეყოფათ.



მიზანი არის იმუნიტეტის ამაღლება-გაჯანსაღებაში ორგანიზმისათვის დახმარება და ჩვენს გარშემო მყოფების დაცვა. ''ბევრი ფული მინდა'', ''კარგი სამსახური'' და ''იმან შემიყვაროს'' თემების მსგავსის დრო არაა. მივხედოთ სიცოცხლეს!


***


22 სექტემბერს, 23 საათსა და 21 წუთზე მზე ტოვებს ქალწულის ნიშანს და სასწორში გადადის. მზე ასტროლოგიურად ადამიანის ეგოს გამოხატავს, აქ კი, თავისი დაცემის ადგილას, ის ძალზე დიკომფორტულად გრძნობს თავს. ამ პერიოდში, ვიდრე ჩვენი სისტემის მთავარი მნათობი სასწორს გადის, (23 ოქტომბრამდე) ეგო ძალზე სუსტად არის ხოლმე გამოხატული, ადამიანები უხერხულობას გრძნობენ პირდაპირ და გადაჭრით ამტკიცონ საკუთარი აზრი. ცდილობენ რაღაცნაირად კომპრომისული გზები მონახონ, გადაწყვეტილებების მიღებისას დიდხანს ორჭოფობენ, ყოყმანობენ, თითქოსდა გარედან ელოდებიან რაღაც ბიძგს. და ეს ბიძგი შეიძლება მოდიოდეს ცოტა უფრო მეტად აქტიური პარტნიორისაგანაც, თუმცა ზედმეტი ძალდატანება საბოლოოდ მაინც მიუღებელია, რადგან ველოდებით, რომ პარტნიორიც ისეთივე დიპლომატიური და კომპრომისული იქნება, როგორებიც ჩვენ...


წლის მანძილზე ეს ყველაზე კარგი დროა სასამართლოში სარჩელის შესატანად, რადგან სამართლიანობა ახლა ზეიმობს. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის (მერკურის რეტროგრადულობის გამოკლებით). ასევე სასიყვარულო ფერხულში ჩასაბმელად, შემოქმედებითი აქტივობებისათვის, ესთეტიკური პროცედურებისთვის, მაგრამ არა პლასტიკური ოპერაციების ჩასატარებლად, გარდერობის გასაახლებლად და სხვა მრავალი ვენერიანული საქმიანობების განსახორციელებლად...


ცუდი ისაა, რომ ამ დროს, ჩვენი იმუნიტეტი კლებულობს. უნდა თავს მოვუფრთხილდეთ. განსაკუთრებით პრობლემური პერიოდია ვერძებისათვის, კირჩხიბებისა და თხის რქებისთვის.


ძალების მომატებას იგრძნობენ სასწორები, მერწყულები, ტყუპები, მშვილდოსნები და ლომები. ნეიტრალურ პოზიციაზე რჩებიან მორიელები, კუროები, ქალწულები და თევზები".



ასევე ნახეთ:


ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით

"სპეცსამსახურები, მონასტრები, საავადმყოფოები... ყველა ჯურის აფერისტი სააშკარაოზე გამოვა და ძალიან ბევრ ამბავს აეხდება ფარდა" - ასტროლოგი


რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი


"ვფიქრობ, პანდემია შემდეგ წელს დასრულდება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში" - როგორ ხსნიან გაზრდილ სიკვდილიანობას ასტროლოგები და რა ეპოქალურ ცვლილებებზე გვაფრთხილებენ ისინი

0
603
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0