x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"ამას სიგარეტზე არ ჩააგზავნი კაცი და ლიდერიო, ვაა" - ვის ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის მერობის კანდიდატის - ვასილ მახარაშვილის წინა საარჩევნო პლაკატს პირად გვერდზე აზიარებს და როგორც მისი სარკასტული პოსტიდან ირკვევა, აღნიშნული თანამდებობისთვის მას არაშესაფერის კანდიდატურად განიხილავს: "რეფერენდუმის ლიდერიო, ლიდერიო კაცოო, რეფერენდუმისო. ამას სიგარეტზე არ ჩააგზავნი კაცი და ლიდერიო, თან რეფერენდუმისო, ვაა" - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.


image


როგორც ირკვევა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერად ის ნიგერიელ ბიზნესმენს - რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს ირჩევს: "რეფერენდუმი, პლებისციტი და აპოკალიფსი არ ვიცი მე. ამ კაცს ვაძლევ ხმას და ვიღაცის ხმა არ გავიგონო"- ვკითხულობთ პოსტში.


image


შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 2 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ოლქში მერობის კანდიდატი უნდა აირჩეს. აქედან 5 თვითმმართველი ქალაქის, 59 კი - თვითმმართველი თემის მერად. დღეის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უკვე ჰყავს დასახელებული მერობის კანდიდატები სასურველ ქალაქებსა და თემებში.











0
615
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
615