x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4 წლის პოლიგლოტი მათემატიკოსი ...
image

თუ კი მას კითხავთ რამდენი წლის ხარო, კი არის 4 წლის, მაგრამ აუცილებლად ასე გიპასუხებთ: "სამს პლიუს სამის ნული ხარისხი, პლიუს სამის პირველი ხარისხი, პლიუს სამის კვადრატი, პლიუს სამი მესამე ხარისხში, პლიუს სამი მეოთხე ხარისხში და მინუს ხუთის ფაქტორიალი" ...

ასე ორიგინალურად წარადგინა დღეს პატარების დიდ შოუში ბატონმა დუტამ ეს არაჩვეულებრივი ბიჭუნა.

წარმოიდგინეთ მათემატიკური მოქმედებები, მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა სამნიშნა ციფრებზეც კი... და რაც ყველაზე საოცარია - შვიდ უცხო ენაზე.


გიორგი ითვლის ქართულად, გერმანულად, ფრანგულად, ესპანურად, ჩინურად, ინგლისურად, რუსულად. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ანგარიშობს კიდეც ზემოთ ხსენებულ ენებზე, ასევე იცის დროშები, ქალაქები, ლოგოები...

ალბათ დამეთანხმებით, რომ სიტყვები "არაჩვეულებრივი ბიჭი" შეეფერება პატარა გიორგის ყველანაირი კონტექსტით.


0
319
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0