x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იყიდება ანდრეი ჩიკატილოს ავტოგრაფი,რომლის ღირებულებაც ისეთივე შოკისმომგვრელია,როგორც მისი მკვლელობები
imageცოტა ხნის წინ, უცნაური ლოტი გამოჩნდა უფასო განცხადებების სერვისში. ვინმე მიხეილმა გადაწყვიტა გაყიდოს ანდრეი ჩიკატილოს ავტოგრაფი. სინამდვილეში, ეს არის ღია ბარათი მოკლე მისამართით და მანიაკის ხელმოწერით: "ღმერთო დამიფარე დაავადებებისგან. ჩიკატილო. მწერალი2.06.1992".

გამყიდველი ბარათში ითხოვს 1.2 მილიონი რუბლს.(დაახლოებით 15 000 აშშ დოლარი)


" უბრალოდ არ ვიცი როგორ დავამტკიცო ეს, რადგან იმ დღეებში არავინ ფიქრობდა ამაზე. რამ მიბიძგებდა, არც კი ვიცი. ინტუიციურად, უბრალოდ მომინდა ..."-წერს ბარათის გამყიდველი.

image


"საქონლის " აღწერა ლაკონურია: "ჩიკატილოს ავტოგრაფი. მე შინაგან ჯარში მსახურობდი . ავტოგრაფი პირადად ავიღე. ზომა 12x16 სმ."


გამყიდველის ლეგენდის თანახმად, მან მკვლელისგან ავტოგრაფი აიღო 1992 წელს. მაშინ მიხეილი სავარაუდოდ კონვოიერი იყო დონის როსტოვში. რა თქმა უნდა, განცხადების ავტორს არ აქვს მტკიცებულება.


მისი თქმით, მას გაახსენდა ღია ბარათი სკოპინელი მანიაკის ისტორიის შემდეგ, (განმარტება: "სკოპინელი მანიაკი"-იგივე ვიქტორ მიხოვი, რომელიც დააკავეს 2005 წელს, ციხე დატოვა 2021 წლის 3 მარტს) განცხადების ავტორი არ ამჟღავნებს მანიაკთან კომუნიკაციის სხვა დეტალებს და ვერაფერს ხედავს ამორალურში იმაში, რომ გაყიდოს ავტოგრაფი. პეტერბურგის ტელეარხის ცნობით, მას ეთანხმებიან ექსპერტები.



"ვინც ყიდის არტეფაქტებს, პირველ რიგში ფიქრობს მოგებაზე. სხვა საკითხია, რა იყო ასეთი არტეფაქტის შოვნის პირველადი მიზეზი. და თუ საქმე მოგებაზეა, სრულიად კანონიერია, ჩვენ ვსაუბრობთ სახელგანთქმულ ადამიანებზე და არ აქვს მნიშვნელობა რით გაითქვეს სახელი"-აღნიშნავს ფსიქოლოგი ანა ბაბინინა.


აღსანიშნავია, რომ ამ მასალის გამოქვეყნების დროს, Avito-ს ვებგვერდზე განცხადება ღია ბარათის გაყიდვის შესახებ აღარ იძებნება. არ არის ცნობილი გამყიდველმა გადაიფიქრა „რელიქვიის“ გაყიდვა თუ უკვე იპოვა მყიდველი, რომელიც მზად იყო ასეთი მსხვილი თანხის გადახდისთვის. ორივე ვარიანტი საკმაოდ რეალისტურია.


ცნობილია ათობით შემთხვევით, როდესაც მანიაკების თაყვანისმცემლებმა უზარმაზარი თანხები დახარჯეს იმისათვის, რომ გახდნენ იმ ნივთების მფლობელები, რომლებიც მათ კერპებს ეკუთვნოდათ.


P.S.გადავწყვიტე მომეძიებინა რაიმე წერილი ჩიკატილოს ხელმოწერით, გამოცემა АиФ-ის ინფორმაციით, ეს არის ჩიკატილოს უკანასკნელი წერილი დახვრეტამდე.თუ შევადარებთ ზემოთ ღია ბარათის ხელმოწერას, საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს და არაა გამორიცხული, მართლაც ორიგინალთან გვქონდეს საქმე.


დაწვრილებით ცნობილ მანიაკზე იხილე ამ ბმულზე

image






0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0