x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პირდაპირ კავშირშია, ნარკოტიკის შემოტანა -რეალიზაციასთან" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე დაყრდნობით ერთ - ერთ მღვდელმთავარზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჯაროდ მიმართავს: "სუსი-ს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ერთერთი მღვდელმთავარი (მითითებულია გვარი ს. გიგიბერია) პირდაპირ კავშირშია, ნარკოტიკის შემოტანა - რეალიზაციასთან. მის მრევლ ქალბატონთან ერთად, მას აქვს ძვირადღირებული ნაჭრების ბიზნესი, რომელიც შემოაქვს თურქეთიდან. აღნიშნული ეპისკოპოსი, ტვირთის შეუფერხებლად და შემოწმების გარეშე, შემოტანის მიზნით, მუდმივად უკავშირდება სარფის გამშვები პუნქტში, საბაჟოს თანამშრომელს ! ასევე იკვეთება ამავე მღვდელმთავრის არაოფიციალური, წილები ლომბარდებში და სუპერმარკეტ "ორი ნაბიჯი"(უყვარს ძვირადღირებული ავტომანქანები) p.s.ამ კრებსს რა რეაგირება მოყვა?! დაკავება არ მახსოვს და ვერბოვკა?! თქვენ ხართ ადამიანები და თქვენ გიყვართ ეს ქვეყანა?!" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში და ასევე მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანთან და მცხეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის საკითხთან დაკავშირებით სუსის კრებსებს აზიარებს: "მიტროპოლიტმა ვახტანგ ახვლედიანმა თავის მეგობართან საუბრისას, იეჭვა რომ მათი საუბარი ისმინება: გვისმენენ და გვისმინონ მაგათი დედაც მ@@@ნ, მან ასევე უარყოფითად შეაფასა არსებული ხელისუფლების მოღვაწეობა, და განმარტა რომ ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო ! წყარო: ე.წ. სუსის კრებსი. ბიძინა ზევსი-ასე ქვია სუსის კრებსს რომელიც მცხეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის საკითხებს ეხება. ირკვევა რომ გარევაჭრობას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კურირებს, და კ.ჭინჭარაულის თქმით, ხშირი ურთიერთობა აქვს ზევსთან. პრობლემის მოსაგვარებლად კი მზადაა, ერთი ორი ბუტკა მისცეს ჭინჭარაულს. სუსის კრებსებში(რელიგიის სამმართველო) არის ყველაფერი -მათ შორის სასულიერო პირების პირადი ცხოვრება(არატრადიციულიც), პარტნიორების ფოტოები, საუბრის შინაარსები, ბიზნესწილები, რუსეთთან კავშირები, აგენტების სიები და ფოტოები ! და ჩვენ მედია, რომელსაც ამბიონებიდან გვწყევლიდნენ, სატანის მოციქულებს გვეძახდნენ, და ხალხს ჩვენი ჩაქოლვისკენ მოუწოდებდბენ, ხმას არ ვიღებთ, არ ვაქვეყნებთ ამ მასალებს ! იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ადამიანების წინაშე და ვუფრთხილდებით მათ !" - ვკითხულობთ პოსტში.









0
586
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586