x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
კვლავ საბჭოთა ნომენკლატურა და თაობა გვმართავს ილია შიოლაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სახით და მათი გონებაჩლუნგი პაიკების ხელით
image

თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზ ილია ჭიღლაძეს პოსტს დებს, რადგან ეს უკანასკნელი დაბლოკილი იყო:



დეკანოზი ილია ჭიღლაძე მამა ილია დაბლოკილია ისევ და მე ვპოსტავ მის სტატუსს: ''ივანიშვილის ოცნების რეგრესული მმართველობის პირობებში წარმოშობილი მართვადი ქაოსი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა ბოლო წლებში, რა თქმა უნდა სავალალო და სამწუხაროა, ინგრევა რწმენა, ადამიანები მასობრივად ბრკოლდებიან ეკლესიის და სამღვდელოების მიმართ. მაგრამ ამავე დროს ეს პროცესი არის ბუნებრივი შედეგი საბჭოთა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის 45 წლიანი ამორალური, ანტიკანონიკური საეკლესიო მმართველობის სტილის (ადმინისტრირების): არ აინტერესებდა სამღვდელოების მორალური სისუფთავე, აკურთხებდა და ხარისხებში აჰყავდა აღვირახსნილი მექალთანეები, მამათმავლები, ნარკომანები, უვიცები, კრიმინალები. ილია მეორისთვის მთავარი იყო მაქსიმალურად შეეფუთა ეს ყველაფერი და ხალხი იდეოლოგიური ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ ჰყოლოდა, სამაგიეროდ გაეძლიერებინა ეკლესია ფინანსური და საკადრო რესურსებით თუნდაც ყველაფრის ხარჯზე, თვით საეკლესიო კანონების ტოტალური უარყოფის და ქრისტეს მცნებების დარღვევის ფასადაც. მაგალითად, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო საპატრიარქო სასახლის ანტიკვარიატით და უძვირესი მცენარეებით გამოჭედვა, ან სამების გუმბათის მოოქროვება, ვიდრე ის, თუ ამ გუმბათქვეშ რომელიმე ანაფორიანი სექსით დაკავდებოდა, ან ნარკოტიკებს მიიღებდა. მიზანი ამართლებს საშუალებას, ამ დევიზით იცხოვრა. მაგრამ რა იყო მიზანი?! საკუთარი ძალაუფლებით, და სიმდიდრის დაგროვებით ტკბობა, მეტი მიზანი მისთვის არ არსებობდა. მან ეკლესია აქცია საკუთარი სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებად. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის ფსიქიკურად არც იყო ჯანმრთელი, რადგან მიდიოდა მრავალ ამორალურ და ანტიეკლესიურ რისკზე, რაც სავალალოდ და უმძიმესად შემოუბრუნდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში და წმ. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: რაც განაბნია, ის შეკრიბა; რაც დათესა, ის მოიმკო! მაგრამ ერთია ილია მეორის პიროვნული შეცდომები და მეორეა ჩვენი ხალხის სრული უმრავლესობის გაუნათლებლობა, გონებრივი ჩამორჩენილობა და სიბრიყვე, ამბიციური თვითკმაყოფილება წარსულით და თუ აწმყოს ეფემერული მიღწევებით და საკუთარი "ღვთივრჩეულობით" მკვეხარობა, რაც ასევე ძალიან წაახალისა ილია მეორემ ამ 45 წლანი პატრიარქობის მანძილზე. პრაქტიკლად მან ქართველების ამპარტავნების, პატივმოყვარეობის მუდმივი კულტივაციით, ვაზელინობით და ქიცმაცურით მოიპოვა სანაცვლო კეთილგანწყობა და უსაზღვრო დიდება, მან ნამდვილად დაიკავა თავისი საყვარელი სისხლიანი ანტიქართველის, სტალინის კულტის ადგილი ქართველ ერშის გონებაში და თუ იმ სტალინმა 1921 წელს თავი უკრა საქართველოს საბჭოთა რუსეთის იმპერიაში, ამ ახალმა სტალინმა კი იდეოლოგიურად კვლავ შეათრია საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ და ხვალ საერთოდ რა იქნება საქართველოს თავს, კაცმა არ იცის. იმდენი იძახა მისმა დაზომბირებულმა ფანებმა, ბოლო პატრიარქიაო, რომ მგონი ეგზარქატი აღდგება, თუ პოლიტიკური პროცესები რუსეთის სასარგებლოდ განვითარება გაგრძელდა. თავი და თავი ჩვენი ეროვნული და საეკლესიო პრობლემებისა არის ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზეც კი კვლავ საბჭოთა ნომენკლატურა და თაობა გვმართავს ილია შიოლაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სახით და მათი გონებაჩლუნგი პაიკების ხელით. ხოდა ხარ, ასე გაძაღლებული და გაუბედურებული უბედურო, ქართველო ერო, რადგან თავის დროზე არ ჩამოირეცხე საბჭოთა ტალახი და ვისაც უნდა ჩამოერეცხა, ის მოკალით 1993 წლის დეკემბერში, ხოლო მისი მკვლელები განადიდე და თავზე დაისვი. თითქოს სააკაშვილმა სცადა საქართველო ექცია ევროპულ ქვეყნად, მაგრამ კრახით დასრულდა მისი მცდელობა 2012 წელს, ისევ და ისევ მის მიერ დაშვებული დიდი შეცდომების გამო, რაც განსაკუთრებით ვლინდება ილია მეორის პარაზიტული საბჭოური საპატრიარქოს ფინანსური და იდეოლოგიური გაძლიერებით 2004-2012 წლებში. ახლა, 2021 წელი საქართველოსთვის საბედისწეროა, ისე როგორც 1921 წელი იყო.''



თავად ბასილ კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკლესია მრევლს აცრას უკრძალავს, სამაგიეროდ კორონათი გარდაცვლილებზე ფულს აკეთებს.


"დღეს 56 გარდაცვლილია. ეკლესია აცრას უკრძალავს მრევლს, სამაგიეროდ კორონათი გარდაცვლილებზე ფულს აკეთებს, რაღაც ''კვართებს'' და ჯვრებს ჰყიდის კორონათი გარდაცვლილებისათვის. ამას ამბობენ სუს- ის ფაილები: [20.12.20, 14:16:11] Akaki Nemsadze: საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს სამედიცინო დაწესებულება „მედი ქლაბ ჯორჯიამ” მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ საპატრიარქოს თხოვნით, სამედიცნიო დაწესებულებების წარმომადგენლები კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს დაკრძალვამდე ჩამოკიდებენ ჯვარს და შემოსავენ ე.წ. „კვართით“. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს ანალოგიურად შემოსავენ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკების წარმომადგენელბი, რომლებიც კვართების და ჯვრების შეძენას გეგმავენ ბოდბის „წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში".-წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ბასილ კობახიძე.

1
250
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
2021, 17 სექტემბერი, 21:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1