x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ძველი ჩინური ტრადიცია, რომელთა გამოც წარბები შუბლზე აგივათ

ჩინური ფილმები ან სერიალები თუ გინახავთ, დამეთანხმებით ისტორიული ჟანრის პროექტებში პერსონაჟებს ძალიან ლამაზი, ფერადი კოსტიუმები აქციათ და ელფებს ჰგვანან. კიდევ რა იცით მათი ძველი ტრადიციების შესახებ?

1. “ დამცავი" ფრჩხილებისთვის

ძველი ჩინური ესთეტიკის თვალსაზრისით, რაც უფრო გრძელი და თხელია თითები, მით უფრო ლამაზია ქალი. ფრჩხილი კი ვიზუალურად აგრძელებს თითს. უკანასკნელი ცინის დინასტიის დროს, გრძელი ფრჩხილები იყო სტატუსის სიმბოლო, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ადამიანს ფაქტობრივად არ სჭირდებოდა თითის განძრევაც კი სამუშაოს შესასრულებლად. სხვათა შორის, ფრჩხილის სიგრძე შეიძლება ყოფილიყო 15 სანტიმეტრი ან მეტი. ფრჩხილების დასაცავად მათ სპეციალური მეტალის, ძვირფასი თვლებით მორთული სამკაულიც კი ჰქონდათ სახელად “ჰუჯი". აშიაში ფრჩხილის ეს სამკაული დღესაც საკმაოდ პოპულარულია მოდის მიმდევრებში.imageimage

2. იმპერატორი და მისი 40 000 მხევალი

ჩინელებს ჰარემშიც კი ბიუროკრატია ჰქონდათ. წოდებები განაპირობებდა ქალებში ვინ იყო ყველაზე წინ:

1. იმპერატორი ქალი (ჰუან ჰო)

2. 2 მეუღლე (ფეი)

3. 3 ცოლი (ფუ რენი)

4. 9 საიმპერატორო მხევალი (პინი)

5. 27 უმცროსი მხევალი (ში ფუ)

6. 81 ჰარემის გოგონა ( იუი ჩი)

სულ 121 ქალი, თუმცა ჩინელების თვალსაზრისით ეს რიცხვი სულაც არაა დიდი.image

3. შეცვლა არჩევის დროს

მინის დინასტიის დროს, ყველა ქალს, იქნებოდა დიდგვაროვანი თუ ღარიბი ოჯახიდან. უნდა გაევლო დათვალიერება იმპერატორის ჰარემისთვის. დაოჯახებული და “დეფექტიანი" ქალები არ განიხილებოდნენ. დიდგვაროვან მშობლებს ხშირად არ სურდათ თავიანთი შვილებისთვის ჰარემის ცხოვრება, ამიტომაც შემოწმებებზე შვილების ნაცვლად მოახლეებს უშვებდნენ.image

4. საჭურისების დაქორწინება

მიუხედავად იმისა, რომ საჭურისებს არ შეეძლოთ საკუთარი შვილების ყოლა, ისინი რჩებოდნენ მამაკაცებად გენდერული იდენტობისა და სოციალური როლის მიხედვით. მათაც სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც სხვებს. მინის დინასტიის დროს საჭურისებიც ქორწინდებოდნენ და შვილებიც აჰყავდათ.image

5. გრძელი თმა

ძველად ჩინეთში ყველას, დიდგვაროვანს თუ ღარიბ მამაკაცს გრძელი თმა ჰქონდა. ითვლებოდა, რომ თმა, როგორც სხეულის ნაწილი მათ მშობლებისგან და წინაპრებისგან ხვდებოდათ, მათი შემოკლება კი მათდამი უპატივცემულობად ჩაითვლებოდა.image



0
666
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0