x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
სიკვდილის ნიშანი: რატომ ეშინიათ აზიელებს რიცხვი "4"-ის
image


ჩინეთი, იაპონია და კორეა - პლანეტის მთავარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფლაგმანები არიან, თუმცა ეს ამ ქვეყნების მცხოვრებლებს ხელს არ უშლის იყვნენ ცრუმორწმუნენი და ნიშნების სჯეროდეთ. ჩინელების, იაპონელების და კორეელების მთავარი შიში ციფრი 4-ია, რომელსაც ისინი სიკვდილის ნიშანს უწოდებენ. აღნიშნულ რიცხვს ყველაზე სერიოზულად ჩინეთში აღიქვამენ, სადაც რიცხვების მაგიისა და ასევე ადამიანურ ცხოვრებაზე მისი ნეგატიური გავლენის მტკიცედ სჯერათ. ამ ცრუმორწმუნე შიშმა სახელიც კი შეიძინა - ტეტრაფობია.





შიში ოთხის წინაშე


ჩინურიდან თარგმანისას "ოთხი" როგორც "სიკვდილი" ისე ჟღერს, რომელიც წარმოთქმისას მხოლოდ ტონალობით განსხვავდება. ჩინური ენა შეზღუდულია დასაშვები მარცვლების რაოდენობით, რაც უამრავ ფონეტიკურ გაურკვევლობას იწვევს. მაგალითად, რიცხვი "94" - ი გამოთქმისას შეიძლება განიმარტოს დიდი ხნის განმავლობაში გარდაცვლილად.


image


პარკინგი სამხრეთ კორეაში



ჰანელი - ჩინელებისგან სიტყვები მცირე ცვლილებებით იაპონურ, კორეულ, ვიეტნამურ და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის სხვა ენებშიც გავრცელდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში აზიელები თავს არიდებენ რიცხვს 4 -ს და ცდილობენ ის საერთოდ არ ახსენონ. მას ავადმყოფი ნათესავის მახლობლად საერთოდ არ წარმოთქვამენ და თავს იკავებენ 4 ცალი რაიმე ნივთის გაცემისგანაც.





ცრურწმენის არეალი


ჩინეთში ფიქრობენ, რომ პეკინმა 2004 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი მხოლოდ უიღბლო თარიღის გამო თქვა, ხოლო 2008 წლის თამაშები ციურ იმპერიაში უპრობლემოდ გაიმართა, რაც იმით იყო გამოწვეულია რომ ჩინურ კულტურაში 8 წარმატების და ბედნიერების აღმნიშვნელ ციფრად ითვლება.




ტეტრაფობიის მაგალითები აზიის რეგიონის ქვეყნებში


imageimageimage


ჰონგ - კონგის სასტუმროებში "Vista Paradiso" და "The Arch" - ში სართულები 40 -დან 49 -მდე გამოტოვებულია. ტაივანში სახლების ნუმერაციისას კი 4 საერთოდ არ გამოიყენება. სინგაპურის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანია "SMRT"– მა "4" მეტროსა და რკინიგზის ვაგონების ნუმერაციისასაც გამოტოვა.


image


ჩინეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალები (ტაივანი) და სამხრეთ კორეა თავიანთ - გემებს, თვითმფრინავებსა და რაკეტებს ცდილობენ №4 არ მიანიჭონ. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ აზიელებს - 14, 24, 34 - ისა და სხვა იმ რიცხვების მიმართ, სადაც ციფრი "4" ფიგურირებს.


image


გვიდო მისტა - "JoJo’s Bizarre Adventure" - ის პერსონაჟი, რომელიც ტეტრაფობიით იტანჯება


ამ რიცხვის შიში ჩინეთის, იაპონიისა და კორეის თანამედროვე კულტურაში მტკიცედ დამკვიდრდა და ის სულაც არ წარმოადგენს გაუნათლებელი მოსახლეობის აკვიატებას. დღეს, "სიკვდილის რიცხვი" ქალაქური ფოლკლორის ნაწილია: მასზე საუბრობენ ფილმებში, წიგნებსა და ანიმეებში.




0
155
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
155