x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედა მარტორქამ სპილოების მთელ ჯგუფს, როგორც იტყვიან "კუდით ქვა ასროლინა" მის შვილთან მიახლოების გამო

image გაბრაზებულ მარტორქას ცხოველთა "მეფე" ლომიც კი უთმობს გზას, რადგან მარტორქა ალბათ ერთადერთი ცხოველია აფრიკის კონტიგენტზე, ვისთვისაც "ავტორიტეტები" არ არსებობენ.
თან რაც აღსანიშნავია, წონის და გაბარიტების მიუხედავად მარტორქა საკმაოდ სწრაფად დარბის, თან მის წვეტიან რქას მარტივად შეუძლია გაარღვიოს აფრიკის ბინადარი ცხოველების სქელი კანის საფარი და მძიმე ჭრილობა მიაყენოს მოწინააღმდეგეს.
საინტერესო შემთხვევის შემსწრე გახდა მარტინ მეიერი სამხრეთ აფრიკის ნაციონალური პარკის დათვალიერებისას.
15 სპილოსაგან შემდგარი ჯგუფი შემთხვევით გადაეყარა დედა მარტორქას, რომელიც თავის პატარას მეურვეობდა.
მარტორქას წამითაც კი არ უფიქრია გზა დაეთმო სპილოებისათვის, მეტიც როცა სპილოები მის შვილს მიუახლოვდნენ 20 მეტრის მანძილზე მარტორქამ გამოხატა მძაფრი რეაქცია და სპილოებს შეუტია. მარტორქა ასეთ დროს მოქმედებს ინსტიქტურად, მისი აზრით ის ასე იცავს მისი შვილის უსაფრთხოებას, იმაზე ბუნებრივია არ უფიქრია ესხმოდნენ თუ არა სპილოები მის პატარას თავს თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ დედალი მარტორქას წონა აღწევს 2 ტონამდე ხოლო აფრიკული სპილოს წონა კი 3 ტონამდე, სპილოებმა ვერ ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით და განგაშის ხმის გამოცემის მერე ერთმანეთის მიყოლებით გაიქცნენ, აარიდეს რა თავი გავეშებული მარტორქას წვეტიან რქას.
თუმცა სპილოებსაც ვერ დაუწუნებ სიმამაცეს, ძნელია გავეშებულ მარტორქას შეეჭიდო როცა იცი, რომ მის წვეტიან, მეტრნახევარი სიგრძის რქას მარტივად შეუძლია გამოგფატროს.
დედა და შვილი თავის გზას გაუდგნენ, სპილოებმა კი თავისი გზა გააგრძელეს.
ყველაზე სასაცილო კი მარტინის თქმით სპილოების გაქცევის მერე დედის წინ, გამარჯვებული ჯარის სარდალივით მდგარი პატარა მარტორქას ნახვა იყო.
image
imageimageimage



0
397
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
397