x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება, ამის დედაც, ესენი დღეს უნდა მო@@@ო…" – რა მოხდა ბათუმში
image

"გლოვოს" კურიერი თორნიკე ნინიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ბათუმში გუშინ მომხდარი ერთი უსიამოვნო შემთხვევის შესახებ წერს, რომლის თანამონაწილეც თავადვე აღმოჩნდა. ნინიკაშვილის თქმით, ღამის საათებში სამი მოძალადე ორ უცხოელ გოგონას თავს დაესხა და ძალის გამოყენებით მანქანაში მათ ჩასმას ცდილობდა, თუმცა თორნიკესა და მისი მსგავსი სხვა კეთილი ადამიანების წყალობით შეშინებული მოძალადეები გოგონებს დაეხსნენ და დანაშაულის ადგილს უკანმოუხედავად გაეცალნენ: "ღამით ბათუმში სამი ვაჟკაცი მოძალადე 2 უცხოელ გოგოს აწუხებდა ჯერ არ აცადეს საჭმლის ჭამა მერე ხელით ცდილობდნენ მანქანისკენ წაეყვანათ ხელიც კი ეტკინა გოგონას, შევატყვე ორივე მკაცრს უარზე იყვნენ რათქმაუნდა, ისიც შევატყვე, რომ მეორე გოგოს ცრემლებიც წამოუვიდა თვალიდან. ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება ამის დედაც ესენი დღეს უნდა მო@@@ო რისთვის ვართ ჩამოსულებიო გაიხსენეო / ის პასუხობს ვცდილობ შეჩემა ჩავტენო მანქანაშიო (( ამის თქმა და იქვე მდგომ თანამშრომელს დაუძახე და ერთად მივედით მათთან. მშვიდობა გაქვთთქო უთხარი! მე ცოტა ბოხი ხმით და ჩემმა მეგობარმა კისერი გადაატრიალა, უკან კიდევ რამდენიმე ათეული კოლეგა იყო რომლებიც ელოდებოდა ამათ საქციელს რას იზამდნენ ერთი გადაგვავლეს თვალი და სამივე მანქანაში ჩახტა გაიქცენ ეგრევე იქედან, გოგონები რომ მორჩენ ერთი მეოროს ჩახუტებას ალბათ იფიქრეს გადავჩით ამ სამი მხეცისგანო მოტრიალდენ და გვეკითხებიან პოლიციაში როგორ დავრეკოთო, თურმე ერთ-ერთ გოგონას მანქანის ნომრისთვის გადაუღია ფოტო არც დავფიქრებულვარ და აუკრიფე ტელეფონზე 112 იმედია საკადრისად დაისჯებიან ისინი ჩვენ კი დავიშალეთ მალევე და დავემშვიდობეთ გოგონებს"- წერს თორნიკე ნინიკაშვილი.


image






0
270
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
270