x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
9 საინტერესო ფაქტი ინდოეთის და ინდოელების შესახებ, რომლებიც თქვენთვის მოულოდნელი და უჩვეულო იქნება

image
ინდოეთი მსოფლიოში მეორე ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. ეს სამხრეთ აზიის ქვეყანა ცნობილია თავისი ენებისა და რელიგიების მრავალფეროვნებით. ყოველივე ეს განაპირობებს ტურისტების დიდ რაოდენობას ინდოეთში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ინდოეთის და მისი მაცხოვრებლების შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით:


1. გათხოვილი ქალი ინდოეთში ოქროს ბეჭდებს მხოლოდ ხელის თითებზე არ ატარებს, მათ ფეხის თითების ბეჭდებიც აქვთ, სახელად ბიჩხიაimage

2. ინდოეთს ოფიციალურად აქვს ოთხი სეზონი, მაგრამ ინდუისტური კალენდრის მიხედვით არის ორი დამატებითი სეზონი, რომელიც ცნობილია როგორც ვარშა, ანუ წვიმების სეზონი და ჰემანტი, ზამთრის წინა სეზონი. სეზონები ასოცირდება აიურვედას პრინციპებთან, ესაა ათასწლიანი ჰოლისტიკური მედიცინა, რომელიც წარმოიშვა ინდოეთში. აიურვედული მედიცინა ყურადღებას ამახვილებს სხეულის სხვადასხვა სახის ენერგიის დაბალანსებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ რასაც თქვენ მიირთმევთ, ფუნდამენტურია თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, წელიწადის თითოეულ სეზონზე ბუნება ზუსტად გვაძლევს იმ საკვებს, რომელიც იმ დროს უნდა მიირთვათ. მაგალითად, ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა საზამთრო და კიტრი ზაფხულში უნდა მიირთვათ, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ჰიდრატაციის მაღალ დონეს. იმავდროულად, წვიმიანი სეზონის განმავლობაში ბევრი ადამიანი ავადდება გრიპით. ასე რომ, ანტიოქსიდანტური ხილი, ხელს შეუწყობს დაავადების თავიდან აცილებას.image

3. ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა იქ მცხოვრები ვეგეტარიანელების რაოდენობით. მოსახლეობის დაახლოებით 38% არ ჭამს ხორცს. ეს ძირითადად განპირობებულია მათი რელიგიური რწმენით, რადგან ინდუსები პატივს სცემენ ყველა სახის სიცოცხლეს, გარკვეულწილად იმიტომაც, რომ მათთვის ძროხა წმინდა ცხოველია. ამიტომ, სწრაფი კვების ობიექტები, როგორიცაა მაკდონალდსი, მომხმარებელს ძალიან ბევრ ვეგეტერიანულ კერძებს სთავაზობს.image

4. ინდოეთში ძროხას უფრო კარგად ექცვიან, ვიდრე ადამიანს. ინდუსები თვლიან, რომ ეს ცხოველები წარმოადგენენ დედამიწას. მათი რძე ნამდვილად ღირებულია, რადგან ის კვებავს ადამიანებს და ცხოველებს.image

5. ჰიჯრა არის ის, რასაც ინდოეთში ხალხი უწოდებს მესამე სქესს. 2014 წლიდან ქვეყანაში ლეგალური გახდა საკუთარი თავის იდენტიფიცირება როგორც არც მამაკაციად და არც ქალად. ჰიჯრები ჩვეულებრივ ფერად სარიებში არიან გამოწყობილი და მკვეთრი მაკიაჟი აქვთ. ინდოელებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ წარმატების მოტანა ან პირიქით, დაწყევლა.image

6. ინდოეთში ბევრი მშობელი უსვამს თვალის ქვეშ საღებავს პატარა ბავშვებს. ეს საღებავი ცნობილია როგორც კაჯალი ან სუმა და განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი თვალს ლაინერისგან ან ფანქრისგან. სახელი შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის რეგიონის მიხედვით.image

7. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში საჯაროდ ინტიმური კონტაქტი არ არის მიღებული, ხელის ჩაკიდება მართლაც ჩვეულებრივი ჟესტია ერთი სქესის ადამიანებს შორის. ასე რომ, ხელჩაკიდებული მამაკაცების დანახვა იქ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰომოსექსუალები არიან.image

8. ინდოეთში პოლიციის თანამშრომლებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები და ხელოვანები ყოველდღიურ საქმიანობაში. სხვადასხვა კოსტიუმებიდან დაწყებული და ჩაფხუტებზე მიმაგრებული ტელეფონებით, რომლითაც ყოველდღიურ რუტინას იწერენ. გარდა ამისა, ინდოეთის პოლიციამ შექმნა არაჩვეულებრივი გზები კანონდამრღვევების დასჯისათვის. მაგალითად, პუნის პოლიცია აიძულებს ხალხს იოგით დაკავებას ქუჩაში. პოლიცია ყველას ურჩევს მედიტაციას და ყოველდღიურ იოგას. ოფიცრები თვლიან, რომ ამ ტექნიკას შეუძლია გააუმჯობესოს დისციპლინა და გაუმკლავდეს იმედგაცრუებას და რისხვას.image

9. ინდოეთი მრავალი კულტურისა და რიტუალის ქვეყანაა, ის ასევე მრავალფეროვანი ფესტივალებით. ზოგიერთი მათგანი ძალიან პოპულარულია ტურისტებშიც, მაგალითად ჰოლი, ფერების ფესტივალი. ასევე არსებობს კუმბ მელა, ინდუსების უდიდესი ფესტივალი, რომელსაც მდინარეებში ბანაობის რიტუალით აღნიშნავენ. არსებობს კალენდარი, რომელიც სავსეა სხვა ჩვეულებებით, მაგალითად, გველის ფესტივალი ნააგ პანჩამი, რომელიც აღინიშნება შრავანას მთვარის თვის მეხუთე დღეს.image

0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0