x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"შსს-ში არ გიტყდებათ?!"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე თბილისში, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მთავრობასა და შსს აღნიშნული ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. გაზეთ "ქრონიკა+" ის მთავარი რედაქტორი საკუთარ ფეისბუქპოსტსში სწორედ იმ ვერსიებსაც განიხილავს, რომლებსაც "ქართული ოცნების" ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები პირად გვერდებზე ერთმანეთის მიყოლებით აზიარებენ: "ამ დროისათვის ქოცური ვერსიები ამ ეტაპზე ასე ლაგდება:


1. ვენესუელაში მოკლეს ანგელოზივით გოგო შემთხვევით და მთავრობა არ ულანძღიათ

2. პოლონეთში მოკლეს ქართველი და თავი არ მოგიკლავთ

3. კანადაში ათი წლის ბავშვი გაუჩინარდა და ძაღლმა ძვლები იპოვა, არ გამოუძიებიათ

4. ლექსო ლაშქარავა დაავიწყდათ

5. ამერიკაშიც ხდება მსგავსი მკვლელობები

6. თურქეთში რომ ქართველ ქალებს კლავენ, ხმას რატომ არ იღებთ ლიბერალები?! ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობასთან? p.s. და მანდ მთავრობასა და შსს-ში არ გიტყდებათ ჯღარკავა, ბერიძე და კუჭაშვილი რომ გახმოვანებენ?! #გამოიძიეთ ! გამოჩნდა პირველი ნიშნები - რა უნდოდა ტყეში, ალბათ გადავარდა, მეგობრების ხელი ურევია და ა.შ. ავსტრალიის მოქალაქეა მოკლული-საერთაშორისო სკანდალს ნუ გაიჩალიჩებთ ! შარშან ამ დროს ნარეკვავში და გოლთეთში დავდიოდით, მთაწმინდაზე სიარული კი არ გვეზარება - ვივლი იქაც. ბევრს ვკამათობდით-საჭირო იყო თუ არა ნულოვანი ტოლერანტობა და მოწოდება ყველანი ციხეში? თურმე ყოფილა ! ქართული ოცნება დგას კრიმინალზე და ქუჩაზე, ქართული ოცნება დგას ციხის მაყურებლებზე და კანონიერ ქურდებზე, არჩევნებზე გაწეული სამსახურის საფასურს ისინიც ითხოვენ და ქვეყანას კლავენ, აუპატიურებენ, ძარცვავენ ! დაუცველია ყველა და ყველგან - ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი! მოკვდა ქვეყანა სახელად საქართველო !!! ჩვენ(ც) ვართ მკვლელები - ამათ რომ ვითმენთ და არ ვამხობთ !!!! სიცოცხლით სავსე ქალაქში, წინასაარჩევნოდ მეტი სიცოცხლე რომ მიანიჭეს ყველა უბანს ავსტრალიელი პედაგოგი გარდაცვლილი იპოვეს. ველურების ქვე-ყანა !"- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი. თუმცა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, "მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო". ცნობისთვის, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 -ზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან "WhatsApp" -ში მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ მას თავს დაესხნენ.











0
409
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
409