x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"რატომ აგინებთ? ეგეთი სიმართლე არასდროს უთქვამს"- ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შალვა რამიშვილის სარკასტულ ფეისბუქპოსტზე, რომელიც მან ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათივე მხარდამჭერი მედიასაშუალებების მისამართით დაწერა, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა მის მაგინებელს საჯაროდ მოუწოდებს მის გინებას შეეშვას, ვინაიდან მისივე თქმით, მათ ადრესატს ასეთი სიმართლე აქამდე ჯერ არასდროს უთქვამს: "და რატომ აგინებთ? მგონი ეგეთი სიმართლე არასდროს უთქვამს. ნუ ვაკაკუნებთ. მოდით, დავამხოთ"- წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და რამიშვილის სქრინს აზიარებს.



image



"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე თბილისში, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "სიცოცხლით სავსე ქვეყანაში" ბოლო ერთ თვეში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმის სტატისკა მოჰყავს, ხოლო "ოცნების" ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს: "პოლონელი ტურისტი. დაჭრა. გერმანელი დიჯეი. ცემა. ავსტრალიელი მასწავლებელი. მკვლელობა. უცხოელი ტურისტი რუსთავში. გაუპატიურება. ბოლო ერთ თვეში. სიცოცხლით სავსე ქვეყანა. წადით, სანამ თავები მოგახერხათ ხალხმა!" - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი. თუმცა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, "მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო". ცნობისთვის, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 -ზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან "WhatsApp" -ში მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ მას თავს დაესხნენ.






0
925
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
925