x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იტალიელი ექიმის თვითმკვლელობა,რომელიც Covid-19-ს განსხვავებული მეთოდით მკურნალობდა,შეთქმულების თეორიის საბაბი გახდა
image

54 წლის იტალიელი პულმონოგის, ჯუზეპე დე დონოს(Giuseppe De Donno) სუიციდი კონსპიროლოგიური თეორიის მიზეზი გახდა მსოფლიო "კორონა შეთქმულების" მოყვარულებში.


იტალიაში, პროკურატურა იძიებს ცნობილი პულმონოლოგის, ჯუზეპე დე დონოს გარდაცვალებას. 20 ივლისს, 54 წლის ექიმის ცხედარი მის სახლში იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, მან თავი მოიკლა. მას თვითმკვლელობამდე რაიმე ჩანაწერი არ დაუტოვებია. მანტუის პროკურატურა აპირებს გაარკვიოს, იყო თუ არა ვინმე დაინტერესებული ექიმის თვითმკვლელობამდე მიყვანით. ამოიღეს მისი სმარტფონი და კომპიუტერი. სწორედ ექსპეტიზის გამო, დე დონოს დაკრძალვა რამდენიმე დღით გადაიდო.


ჯუზეპე დე დონო გახდა ცნობილი პანდემიის დასაწყისში, როდესაც მან დაიწყო პლაზმის გამოყენება პასიური იმუნიტეტის შესაქმნელად. თუმცა, იტალიის სამედიცინო საზოგადოებაში, მისმა კვლევამ გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია, ბევრმა გამოხატა სერიოზული ეჭვები მის თერაპიულ მეთოდზე.



ასევე, ექიმი იყო სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი და ხშირად უძღვებოდა დისკუსიებს კოვიდის პლაზმით მკურნალობის შესახებ.


ივნისის დასაწყისში დე დონომ კარლო პომოს საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ქალაქ კერტატონში რაიონულ ექიმად დაიწყო მუშაობა. მისმა უახლოესმა ნათესავებმა იგი ჩამომხრჩველი აღმოაჩინეს. ექიმს დარჩა მეუღლე და ერთი ქალიშვილი.



მისმა გარდაცვალებამ გააღვივა ეჭვი შეთქმულებაზე, რომელიც აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში.მათ შორის ქართულ კონტეტშიც.



"ეს არის ექიმი ჯუზეპე დე დონო, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს და თავის მოკვლა დააბრალეს. ეს არის ის ექიმი, რომელმაც პანდემიის დასაწყისშივე მიაგნო კოვიდის მკურნალობის მარტივ მეთოდს, ძალიან იაფად ღირებული წამლებით და პლაზმის გამოყენების მეთოდით და განკურნა ასობით პაციენტი. თუმცა, ჯანმოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს მეთოდები. ეს არის ექიმი, რომელმაც ი ნ ტ უ ბ ა ც ი ი დ ა ნ მოხსნა 58 ადამიანი, უმკურნალა და სიცოცხლე აჩუქა მათ ამით. ალბათ, ესეც არ აპატიეს. მან იცოდა ბევრი რამ, რაც არ უნდა სცოდნოდა და იმიტომაც 53 წლის ასაკში გახდა სისტემის მსხვერპლი. ყოველთვის უკვირდა ის, რომ იტალიელი ექიმები ღალატობდნენ ჰიპოკრატეს ფიცს. მადლობა ყველაფრისთვის, ჯუზეპე ექიმო! მშვიდობით!"-წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აქტიური შეთქმულების მხარდამჭერი მანო ბერიძე.

image



0
339
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0