x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ამისთანა ტ უ ტ უ ც ო ბ ა ს რომ ტაშს უკრავთ, არ გიტყდებათ?" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ბაკურ სვანიძე

image


ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გუშინ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ - მინისტრის ზედმეტსახელი გუნდში - "ბოლი" იყო, რადგან ის ბევრს ლაპარაკობდა, თუმცა საქმეს ნაკლებს აკეთებდა. სვანიძე მმართველ გუნდს საჯაროდ მიმართავს და ერთ ლოგიკურ კითხვას უსვამს თუ მათ იცოდნენ რომ ქვეყნის პირველი პირი ასეთი "ბოლი" და მატყუარა იყო, მაშინ რაღატო წამოაყენეს მათ მისი კანდიდატურა ორივეჯერ პრემიერ - მინისტრის პოსტზე: "გიორგი გ ა ხ ა რ ი ა ს ზედმეტსახელი გუნდის შიგნით იყო ბ ო ლ ი" (ირაკლი კ ო ბ ა ხ ი ძ ე) აი, ასეთ დ ე ბ ი ლ ო ბ ე ბ ს რომ ლაპარაკობთ, მმართველი ძალის ლ ი დ ე რ ე ბ ო და მერე მათო მხარდამჭერებო, ამისთანა ტ უ ტ უ ც ო ბ ა ს რომ ტაშს უკრავთ, არ გიტყდებათ? ანუ, რა გამოდის, რომ ქართველ ხალხს ო რ ჯ ე რ პრემიერ-მინისტრად წარუდგინეთ და დაუნიშნეთ "ბოლი" ანუ მატყუარა... თან ისე, რომ ი ც ო დ ი თ, ის რომ ბოლი იყო ხო? ერთხელ ბ ა ხ ტ ა ძ ე რომ გადადგა და მეორედ უკვე 2020 წლის ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ს შემდეგ... იცოდით, რომ თქვენი კ ა ნ დ ი დ ა ტ უ რ ა ქვეყნის პ ი რ ვ ე ლ პირად, იყო "ბოლი", ანუ მატყუარა, გაიძვერა და დამპალი კაცი... და ის მაინც ორჯერ წამოაყენეთ პრემიერ - მინისტრის პოსტზე... ბ რ ა ვ ო! აი. ასე უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება... რ ა ღ ა ა ს ა თ ქ მ ე ლ ი?"- ვკითხულობთ პოსტში. გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო "ბოლი" - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "360 გრადუსი" პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა: "სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება" - განაცხადა კობახიძემ.







0
718
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
718