x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"რომ იცოდე გუნდის შიგნით რას გეძახიან, სირცხვილით თავს არ გამოყოფდი "- ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც უმრავლესობის ლიდერმა ინტერვიუს დროს განაცხადა რომ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ზედმეტსახელი გუნდში - "ბოლი" იყო, ვინაიდან მისივე თქმით, ის არის ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, თუმცა საქმეს ნაკლებს აკეთებს. ელისო კილაძე მმართველი გუნდის ლიდერს ქცევას საჯაროდ უწუნებს და მიუთითებს რომ ნამდვილი კაცები მისნაირად არ იქცევიან. ჟურნალისტის თქმით, კობახიძემ ის რომ იცოდეს გახარიასგან განსხვავებით გუნდში მას რას ეძახიან სირცხვილით თავს გარეთ ნამდვილად ვერ გამოყოფდა: "ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze არავინ გასწავლა რომ გუნდის შიგნით (ვიწრო წრეში) რასაც ლაპარაკობენ, საჯაროდ არ გამოაქვთ?! კაცები ასე იქცევიან და მეც მოგთხოვე რა ისე რომ იცოდე გუნდის შიგნით რას გეძახიან, სირცხვილით თავს არ გამოყოფდი გარეთ" - წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძის გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას, წამყვანის ემა ტუხიაშვილის კითხვას მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა საზოგადოებამ თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტურის შემთხვევაში კალაძესთან ერთად გიორგი გახარიას კანდიდატურაც იხილოს: "სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








0
687
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
687