x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
12 სიმბოლოს დანიშნულება და წარმოშობის ისტორია (ბანქო, ამობრუნებული ჯვარი, თავის ქალა და ა.შ.)
image


ნიშნები და სიმბოლოები ისეა გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, რომ ალბათ არც დავფიქრებულვართ მისი წარმოშობის ისტორიაზე. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

ბანქო

ბანქოს სიმბოლო სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული საგნების სტილიზებული გამოსახულება: ყვავი-ხმალია, გული-თასი, ჯვარი-კვერთხი ან ხელკეტი და აგური-მონეტა. რატომ აღმოჩნდა კონკრეტულად ეს სიმბოლოები ბანქოზე, დაზუსტებით არ არის ცნობილი.

image


სათამაშო ბანქო ევროპაში ჩინეთიდან შემოვიდა. იქ ეს საგნები საზოგადოების სხვადასხვა ფენის ნიშანი იყო: დიდებულების-კვერთხი, სასულიერო პირების-თასი, ვაჭრების-მონეტა და სამხედროების-ხმალი.

თავის ქალა და ძვლები

თავის ქალა (ხანდახან ძვლებით) არა მხოლოდ სიკვდილის სიმბოლოა, ის მარადიული სიცოცხლის და აღორძინების სიმბოლოცაა, იმდენად, რამდენადაც ადამიანის სიკვდილის შემდეგ ძვლები არ იხრწნება. ამიტომ ევროპაში მისი ნახვა სასაფლაოს ჭიშკარზე, ხატებზე და მხატვრების ტილოებზე შეიძლება.

image

მეკობრეების სიმბოლო ამ ისტორიასთან არ არის კავშირში: ზღვის ყაჩაღებს არ ჰქონდათ ერთიანი დროშა, ხოლო "მხიარული როჯერი" მეკობრის ედვარდ ინგლენდის ნიშანი იყო. თავის ქალის და ძვლების პოპულარიზაციას "განძთა კუნძულის" ავტორმა, რობერტ სტივენსონმა შეუწყო ხელი.

image

ტრიკვეტრი

სიმბოლო სერიალიდან "მოჯადოებულები" ნამდვილად არსებობს და უძველესი დროიდან მოდის. ჯერ კიდევ ბრინჯაოს საუკუნის ევროპაში ის მზის მდებაროებას აღნიშნავდა ცაზე (ამოსვლა, ზენიტი და ჩასვლა), ასევე მთვარის ფაზებს და ბუნების ციკლებს. ტრიკვეტრს იცნობდნენ კელტებიც და სკანდინავიელებიც.


image

ნიშნები "ჩართვა", "პაუზა" და "გაჩერება"

ზუსტად არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ მოიგონა ეს ნიშნები. ერთი ვერსიით ფერმწერმა ვასილი კანდინსკიმ, მეორე ვერსიით-რეინ ვეერსემმა. ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნების "პაუზა" და "ჩართვა" ლოგიკა ასეთია: კვადრატი სტაბილური, მყარი ფორმაა, სამკუთხედი კი მოძრაობის განსახიერებაა. ნიშანი "პაუზა" წარმოშობილია მუსიკალური ნიშნიდან "ცეზურა", რომელიც გამოიყენება მუსიკალური ფრაზების დასაყოფად.

image

იხტისი

იხტისი ქრისტეს უძველესი სიმბოლოა. საქმე იმაშია, რომ სიტყვების Ἰησοὺς Χριστὸς Θεoς ῾Υιὸς Σωτήρ (იესო ქრისტე ღმრთის შვილი მხსნელი) პირველი ასოებით შედგენილია სიტყვა ΙΧΘΥΣ, რაც ბერძნულად ნიშნავს "თევზს".

ქრისტიანების დევნის პერიოდში ქრისტიანები ღიად ვერ წერდნენ იესოს სახელს, ამიტომ მათ მოიფიქრეს სიტყვა "იხტისი" გამოეყენებინათ ან თევზი დაეხატათ.

image

ალბათ შეხვედრიხართ ამ ნიშანს ავტომანქანების საბარგულებზე, სავარაუდოდ მანქანა ქრისტიანს ეკუთვნოდა.

image

წითელი ჯვარი

თუ გეჩვენებათ, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის სიმბოლო შვეიცარიის დროშას გაგონებთ, ეს ასეც არის. ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც უანგაროდ დაეხმარებოდა დაჭრილებსა და ავადმყოფებს, შვეიცარიაში დაიბადა. მაგრამ სიმბოლო არც ისე წარმატებული აღმოჩნდა: მუსულმანურ ქვეყნებს არ სურდათ იმ ნიშნის გამოყენება, რომელიც ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ მათთვის შეიქმნა სიმბოლო "წითელი ნახევარმთვარე". ისრაელსაც არ სურდა არც ერთი, არც მეორე ნიშნის გამოყენება, ამიტომ გაჩნდა კიდევ ერთი, რელიგიურად ნეიტრალური ნიშანი-წითელი კრისტალი.

image

საპარიკმახეროების ნიშანი

ეს სიმბოლო, რომელიც წითელი, ლურჯი და თეთრი ფერის კარამელის კანფეტს გვაგონებს-საპარიკმახეროებს (სალონებს) აღნიშნავდა ევროპაში, ამერიკაში და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. წინა საუკუნეებში პარიკმახერი (სტილისტი) ცოტა ექიმის ფუნქციასაც ითავსებდა-შეეძლო საჭიროების შემთხვევაში სისხლი გამოეშვა (მაგალითად, მაღალი წნევის დროს) ან კბილი ამოეღო. ასე რომ, წითელი ფერი აღნიშნავდა სისხლს, თეთრი-ბინტებს. მოგვიანებით მათ ლურჯიც დაემატა.

image

სიცოცხლის ვარსკვლავი

ლურჯი "სიცოცხლის ვარსკვლავი" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ემბლემაა აშშ-ში, თუმცა ახლა სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. ექვსი სხივიდან თითოეული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ფუნქციებს აღნიშნავს: აღმოჩენა, შეტყობინება, რეაგირება, ადგილზე დახმარების გაწევა, ტრანსპორტირების დროს დახმარება და ტრანსპორტირება. ვარსკვლავის ცენტრში ასკლეპიოსის, ძველბერძნული მედიცინის ღმერთის კვერთხია.

image

ჯეკის ფარანი

ირლანდიური ლეგენდის თანახმად, მჭედელმა ჯეკმა გარიგება დადო ეშმაკთან და სიკვდილის შემდეგ მისი სული არ შეუშვეს არც სამოთხეში, არც ჯოჯოხეთში. ჯეკის სული დახეტიალობდა დედამიწაზე და გზას თალგამისგან გამოთლილი ფარნით ინათებდა. შემდეგ კელტებში გაჩნდა ფანჯრის რაფაზე მსგავსი ფარნების დადგმის ტრადიცია, რათა გზააბნეულ სულებს შესძლებოდათ განსაწმენდელისკენ მიმავალი გზის პოვნა. მოგვიანებით თალგამი შედარებით ლამაზმა გოგრამ ჩაანაცვლა.

image

ოლიმპიური რგოლები

ცნობილია, რომ ფერადი ოლიმპიური რგოლები 5 კონტინენტის სიმბოლოა და აღნიშნავს: ცისფერი ევროპას, შავი აფრიკას, წითელი ამერიკას, ყვითელი აზიას და მწვანე ავსტრალიას. მაგრამ, თურმე თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის და ინიციატორის, პიერ დე კუპერტენის ჩანაფიქრში, ფერების მიხედვით ქვეყნების აღნიშვნის იდეა არ ყოფილა. სინამდვილეში სიმბოლოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ რგოლების ფერებით და თეთრი ფონით მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშის შედგენა შეიძლება.

image

ჰამსა

ჰამსა ანუ "ღმერთის ხელი" თილისმაა, რომელიც ებრაელების და არაბების კულტურებშია გავრცელებული. შესაძლოა არის კავშირი ჰამსასა და mano pantea-ს თილისმას შორის, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებში გვხვდება ანტიკურ რომსა და ეგვიპტეში. მოგვიანებით ამ სიმბოლომ ქრისტიანობაშიც შეაღწია, იგი ტრანსფორმირდა კურთხევის ნიშნად.

imageძველი რომი-ახლო აღმოსავლეთი-ქრისტიანული სამყარო

ამობრუნებული ჯვარი

ეს სიმბოლო ძლიერ ანტიქრისტიანულ სიმბოლოდ ითვლება, თუმცა მას მეორე მხარეც აქვს: გადმოცემის მიხედვით, როცა პეტრე მოციქული ჯვარზე უნდა გაეკრათ როგორც იესო, მან თქვა, რომ არ არის ღირსი იმისა, ისე დაიღუპოს, როგორც იესო, ამიტომ მოითხოვა ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ. ასე, ქრისტიანობაში ამობრუნებული ჯვარი (წმინდა პეტრეს ჯვარი-ანუ ინვერსიული ჯვარი) გახდა სიმბოლო შეგუებისა და მოთმინების. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ქრისტიანულ ტაძარში ამობრუნებულ ჯვარს ნახავთ.

image






იქნებ დაინტერესდეთ:





ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ

image


აი, რატომ ირგებენ დიდი ზომის ფეხსაცმელებს ცნობილი სახეები

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


ქორწილები, სადაც ნამდვილად არ მოისურვებდით მისვლას

image


18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ

image


რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image








0
631
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0