x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებას და ალკოჰოლს ებრძოდნენ და გაიმარჯვეს

ნარკოტიკები და ალკოჰოლი ბევრი ადამიანის ცხოვრებას ანგრევს, საბედნიეროდ არიან ისეთებიც, ვისაც აქვს ნებისყოფა ამ დამოკიდებულების დასაძლევად. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს და ამ დამოკიდებულებას სძლიეს:

1. ანჯელინა ჯოლი

მსახიობს არც არასდროს დაუმალავს, რომ ნარკოდამოკიდებული იყო “მსოფლიოში არსებულ ყველანაირ ნარკოტიკს ვიღებდი, ის დრო ჩემთვის ნამდვილად ბნელი იყო." გარდა ამისა, ჯოლი იტანჯებოდა დეპრესიით და ანორექსიით. საბედნიეროდ მან შეძლო ყველაფერთან გამკლავება და დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.

image




2. რობერდ დაუნი უმცროსი

ახალგაზრდა მამაკაცს მსახიობების ოჯახიდან წარმატებული კარიერა უნდა ჰქონოდა, თუმცა ალბათ ჰოლივუდის “დიდებას" ვერ გაუძლო და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება დაიწყო, რამაც შემდგომში გამოიწვია სკანდალები კონტრაქტორებთან, უარი რეჟისორებისგან და პრობლემები კანონთან. მსახიობს 16 თვე თავისუფლების აღკვეთა და მკურნალობა დააკისრეს. კლინიკაში მან თითქმის 1 წელი გაატარა, გამსვლის შემდეგ კი მსახიობი წლებია ნარკოტიკერბს და ალკოჰოლს არ ეკარება, ჰოლივუდში კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.image


3. ადელი

ცნობილმა მომღერალმა აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. სცენაზე გამოსვლამდე ძალიან ნერვიულობდა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა სცენაზე, ამიტომაც კულისებში სმა დაიწყო სიმამაცისთვის, შემდეგ კი დამოკიდებულიც გახდა. “ერთხელ იდსე დავთვერი, რომ სცენაზე საკუთარი სიმღერის სიტყვები დამავიწყდა. ეს იყო ყველაზე ცუდი ღამე ჩემს ცხოვრებაში". 2009 წელს მომღერალი იძულებული გახდა ამ მავნე ჩვევაზე უარი ეთქვა, რადგან ნაბახუსები ძალიან მოქმედებდა მის ხმაზე.image


4. ენტონი ჰოპკინსი

”როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ სასმელი მეხმარებოდა მოდუნებაში, თავისუფლების შეგრძნებაში და უკეთესად თამაშში. ჩემი პროფესიის ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს. ისინი ცდებიან ”, - ამბობს ენტონი ჰოპკინსი. 1964 წელს ჰოპკინსმა სამსახური მიიღო ეროვნულ თეატრში და იმავე წელს გაათავისუფლეს სიმთვრალის გამო. "15 წლის განმავლობაში ვსვამდი ყველაფერს, რაც კი შემეძლო", - აღიარებს მსახიობი. ერთ დღესაც ჰოპკინსმა საკუთარი მანქანის საწესთან გაიღვიძა, სრულიად უცხო ადგილას და სწორედ აქ მოეგო ჭკუას: “საჭესთან ნასვამს მეძინებოდა ხოლმე, შემეძლო სხვა მანქანას დავჯახებოდი ან ფეხით მოსიარულე გამეტანა", სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა ალკოჰოლზე უარის თქმა.image


5. დრიუ ბერიმორი

დრიუ პოპულარული პატარა ასაკიდან გახდა, როდესაც ეკრანებზე ცნობილი ფილმი “უცხოპლანეტელი" გამოვიდა. 13 წლის ასაკში გოგონა უკვე ნარკოტიკებს იღებდა და სკანდალებს აწყობდა. სკანდალები, ზედოზირება, დაკავებები- ამ ყველაფერმა იმოქმედა და დრიუ 8 თვით კლინიკაში დააწევინეს. იქიდან გამოსულმა უკვე მივიწყებულმა მსახიობმა ყვეელაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო, დაწერა მემუარები, დაიწყო მუშაობა ოფიციანტად და მოდელად და ისევ ჰოლივუდის გზას დაადგა. დღეს ბერიმორი წარმატებული მსახიობია, ფლობს საკუთარ კინოსტუდიას და 2 შვილის დედაა.image


6. ემინემი

“გამარჯობა, მე მქვია მარშალი და ნარკომანი ვარ", სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი რეპერმა თავის დოკუმენტალურ ფილმში. ერთხელ ზედოზირებაც კი ჰქონდა და ექიმების სწრაფი რეაგირება რომ არა, უკვე მკვდარიც იქნებოდა. როგორც თვითონ ამბობს, ნარკოტიკებთან ბრძოლაში შვილი, ჰეილი ძალიან დაეხმარა.image


7. დენიელ რედკლიფი

ჰარი პოტერის ფილმებმა აიძულა პატარა დენიელი მალე გაზრდილიყო, მას ნორმალური ცხოვრება არ ჰქონდა და დეპრესიაც დაეწყო. ჰარი პოტერის ბოლო ფილმების გადაღებისას, გადასაღებ მოედანზე უკვე მთვრალი მიდიოდა. “ნასვამი სულ სხვა ადამიანი ვხდებოდი, ხანდახან დილით უცხო ბინაში ვიღვიძებდი და არ მახსოვდა იქ როგორ მოვხვდი. თავს ვერ ვაკონტროლებდი და კვირები ვსვამდი. ერთხელ, ფეხით სასეირნოდ გავედი, ამ სეირნობაში 5 საათი გავიდა ისე, რომ სასმელი არ გამხსენებია. მასინ მივხვდი რომ სუფთა ჰაერი და სპორტი დამეხმარებოდა. დღეს ამას ყოველ დღე ვაკეთებ და საერთოდ არ ვსვამ.image


8. სემუელ ჯეკსონი

სემუელს სამსახიობო კარიერა ახალგაზრდობიდანვე იზიდავდა, ამიტომ ატლანდაში, დრაის ფაკულტეტზე ჩააბარა მორჰაუსის კოლეჯში. სწავლის დასრულების შემდეგ სცადა კარიერის აწყობა კინოში, თეატრში, ტელევიზიაში, მაგრამ ალკოჰოლის და ნარკოტიკების გამო სამსახურს არავინ აძლევდა. 80-იანი წლების ბოლოს მსახიობი სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი 100 ზე მეტ ფილმში მიითო მონაწილეობა და გახდა სამაგალითო ქმარი და მამა.image


9. სტინგი

დღეს რთულია იმის დაჯერება, რომ ოდესღაც სტინგი ალკოჰოლზე და ჰალუცინოგენურ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული. ამის გამო პირველმა ცოლმაც მიატოვა და 2 შვილიც თან წაიყვანა. ეს მომენტი გახდა მის ცხოვრებაში გარდამტეხი. დაიწყო ახალი ცხოვრება, მისი ალბომები და სიმღერები ჩარტებს იპყრობდა და წარმატებულ კარიერას დღესაც აგრძელებს.image


10. სტივენ ტაილერი

“სექსი, ნარკოტიკები და როკ ენ როლი" 20 წლის განმავლობაში ეს იყო მუსიკოსის ცხოვრების მთავარი კრედო. საბედნიეროდ, თავისი მეორე ცოლის წყალობით, მან შეძლო დამოკიდებულებაზე უარის თქმა.image


11. ელტონ ჯონი

ცნობილი მომღერალი ნარკოტიკებს ადრეულ ასაკში შეეჩვია. ის მათ სიმორცხვის დასაძლევად იყენებდა, შემდეგ კი დამოკიდებული გახდა. ამის გამო მას ზურგი აქცია ოჯახმა, მეგობრებმა, მისი დედა ქვეყნიდან საერთოდ წავიდა. 1975 წელს ნარკოტიკების ზედოზირებით კინაღამ გარდაიცვალა, 1990 წელს კი დანებდა და სარეაბილიტაციო ცენტრში დაწვა, სადაც მკურნალობის სრული კურსი გაიარა.image













0
384
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0