x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
"ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. მხოლოდ ეხლა მივხვდი .." - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი სწორედ ახლა აქვს, რადგან მიხვდა თუ რას გრძნობენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, რომელთა შვილებსაც უკვე 4 წლის ასაკში საკუთარ თანატოლებთან შედარებით განვითარებაში 2 - 3 წლიანი ე.წ. ჩამორჩენა აღენიშნებათ: "ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ჩემ ცხოვრებაში. მხოლოდ ეხლა მივხვდი მთელი სიცხადით, რას განიცდიან დაუნის სინდრომიანი ბავშვების მშობლები, როცა ბავშვი 4 წლის ასაკს მიაღწევს, გადაცდება და მას თავის თანატოლებთან 2 ან 3, შესაძლებელია მეტისაც, წლიანი ე.წ. ჩამორჩენა აქვს განვითარებაში. 3 წლამდე ასაკში ეს არ ჩანს, ან ნაკლებად ჩანს, რადგან ამ დროს ყველა ბავშვი თითქოს ერთ დონეზეა და ერთნაირი სისწრაფით ვითარდება. აი მერე, როცა ვხედავთ განსხვავებას ჩვენს შვილებსა და მის თანატოლებს შორის, გვჭირდება უზარმაზარი ძალა, რწმენა რომ ეს მხოლოდ დროებითი ჩამორჩენაა, რომ გული არ დაგვწყდეს რომ მათი თანატოლები რამდენიმე ხნით წინ არიან, არც საზოგადეობის ნაწილის დამოკიდებულებას მივაქციოთ ყურადღება და არ დავმალოთ ჩვენი მზეები მათი დაცვის მიზნით ჩვეულებრივი სამყაროსგან – მათ ყველაზე მეტად სილაღე და თავისუფლება სჭირდებათ და სულ რომ გულები დაგვისკდეს, ჩვენ მათ ეს უნდა მივცეთ. ჩვენი მათდამი სიყვარული ხომ ბევრად მეტია ვიდრე ის დროებითი განსხვავებები, რომელიც ბავშვობის დამთავრებასთან ერთად გაივლის. ჩვენი მზეების უპირატესობა კი ისაა რომ მათ უხანგრძლივდებათ ბავშვობა, ის ბავშვობა, რომელიც ყველაზე მცირე ნაწილია ჩვენი ცხოვრების და რომელიც ასე გვენატრება ყველას. დაუნის სინდრომიანი ბავშვების ბავშვობა ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება და ეს ნაკლი კი არა, ბედნიერებაა, ისევე როგორც ბედნიერებაა ჩვენგან განსხვავებით ბოროტი გენის არარსებობა მათში მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ჩვეულებრივები მიამიტობას რომ ვუწოდებთ და სინამდვილეში კი უპირობო სიკეთეა. ამ ძალას ჩვენ სიყვარული მოგვცემს, სხვა ვერაფერი და ეს ძალა არა მხოლოდ მოერევა სტიგმებით სავსე საზოგადოებას, სადაც ვერ იტანენ განსხვავებულებს, არამედ უკეთესს გახდის მათ. მთავარი სიყვარულია, " – წერს ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

















0
806
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
806