x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა დაემართება თქვენი სახის კანს, თუ ამ პროდუქტებს მიირთმევთ
image


ჯანმრთელი და ლამაზი კანისთვის იმდენ კოსმეტიკურ საშუალებას ვყიდულობთ, რომ წარმოდგენაც კი ჭირს რამდენ ფულს ვხარჯავთ ყოველწლიურად. ჯერ კიდევ 2005 წელს ამერიკელმა დერმატოლოგებმა დაადგინეს, რომ ნაოჭების, აკნეს, პიგმენტური ლაქების და კანის სიმშრალისგანაც კი შესაძლოა გავთავისუფლდეთ იაფად და ამასთან, გემრიელი საკვების მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი ჩავრთოთ რაციონში. სტატიაში გაგიზიარებთ რეკომენდაციებს სახელმძღვანელოდან "კოსმეტიკური დერმატოლოგია. პრინციპები და პრაქტიკა, " რომლის წყალობითაც ტონალური კრემი მეტად აღარ დაგჭირდებათ.


პიგმენტური ლაქები


image


პიგმენტური ლაქების მოცილება შესაძლებელია C და Е ვიტამინების და ანტიოქსიდანტების მეშვეობით, მაგალითად, ელაგის მჟავა და ყურძნის თესლის ექსტაქტი. ამ სასარგებლო ელემენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს ციტრუსები, მარწყვი, კივი, ბროწეული და პომიდორი.

პიგმეტაცია გაცილებით თვალსაჩინო ხდება, თუ მზეზე დიდხანს გაჩერდებით. იმ მიზნით რომ კანი დაიცვათ ულტრაიისფერი სხივებისგან, აუცილებელია რაციონში ჩართოთ ანტიოქსიდანტები, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია კენკრა, გრეიფრუტი, ანანასი, ქლიავი, ბრიუსელის და ფოთლოვანი კომბოსტო, ჩილი, ისპანახი და წიწიბურა.


ცხიმიანი კანი


image

მთავარი პრობლემა ცხიმიანი კანის მფლობელთათვის – სახის Т ზონის სიპრიალეა, რომლისგანაც კოსმეტიკური საშუალებები ცოტა ხნით თუ გიხსნით. რაც შეეხება დიეტას A ვიტამინის დიდი შემცველობით, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ცხიმის გამოყოფის შემცირებაში. ამასთან, აღსანიშნავია რომ გემრიელი საკვების მიღება მოგიწევთ – უბრალოდ დაუმატეთ თქვენს რაციონს სტაფილო, კვერცხის გული, გარგრის ჩირი, მანგო, ისპანახი და ტკბილი კარტოფილი.

ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, ხშირ შემთხვევაში იტანჯება ასევე გამონაყარით, თუმცა, ამ პრობლემისგანაცაა შესაძლებელი თავის დაღწევა დიეტის წყალობით. მთავარია რომ რაციონში ჩართოთ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლესაც საჭირო ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია რაც შეიძლება ხშირად მივირთვათ ხილი, ბოსტნეული, კაკალი, სელის თესლი და ზეთი, ზღვის პროდუქტები, თევზი.


მშრალი კანი

image


სიმშრალისადმი კანის მიდრეკილება შეიძლება ავხსნათ ქოლესტერინის ნაკლებობით ჭარბი ვიტამინი E-ს ფონზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რაციონში გავზარდოთ მონუმორებადი ცხიმოვანი მჟავების კოცენტრაცია. ყველაზე კარგად მათი შეთვისება ხდება ისეთი პროდუქტების მეშვეობით, როგორიცაა: პარკოსნები, კვერცხი, ავოკადო, ზღვის წყალმცენარეები, არაქისი და სხვა თხილეული.

უფრო ხშირად ქოლესტერინის ნაკლებობა და მშრალი კანი ახასიათებთ ვეგეტარიანელებს. თუ მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით, ეცადეთ რეგულარულად მიიღოთ ხორცი და თევზი. განსაკუთრებით სასარგებლოა თინუსი, ტბის კალმახი, სკუმბრია და ორაგული


ნაოჭები

image


10 წელზე დიდი ხანია, რაც ამერიკელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას. მაგალითად, თუ ყოველდღიურად ამ ნივთიერების შემცველ პროდუქტებს მიირთმევთ, სიბერის ნიშნები თანდათან შეუმჩნეველი გახდება, ნაოჭები თვალის კუთხეში კი საერთოდ გაქრება.

ამასთან, კვლევები ადასტურებს, რომ ყველაზე ნაკლებად ნაოჭები აქვთ ხანში შესულ ადამიანებს შვედეთიდან და ეს სწორი დიეტის წყალობით ხდება. მათი რაციონი მდიდარია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით, ისპანახით, ასპარით, ნიახურით, ბადრიჯნით, ნივრითა და ხახვით. რაც შეეხება წითელ ხორცს, შაქარს, მარგარინს, რძეს და რძის პროდუქტებს, უმჯობესია თავს თუ მოარიდებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაემართება თქვენს ტვინს, თუ ამ ზეთს გამოიყენებთ


რა დაემართება ჩვენს თმას, თუ ყავაზე უარს ვიტყვით


რატომ გვირჩევენ მედიკოსები ჟოლოს წვენის მიღებას?


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის



0
88
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0