x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შაკირა შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს რამდენიმე წლით, საკმაოდ სოლიდური თანხის გადაუხდელობის გამო

image ცნობილები გადასახადებს მუდამ კეთილსინდისიერად, რომ არ იხდიან ეს ცნობილი ამბავია, სწორედ გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის შტეფი გრაფის მამა ციხეში.
ძმები შუმახერებიც შვეიცარიის მოქალაქეები გახდნენ, რადგან გერმანული კანონმდებლობით მიღებული შემოსავალი მაღალი განაკვეთით იბეგრება.
ახლა კი გადასახადების გადაუხდელობის გამო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ცნობილ კოლუმბიელ მომღერალ შაკირას, რომელიც არანაკლებ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის პიკეს მეუღლეა.
44 წლის კოლუმბიელ მომღერალს ესპანური პროკურატურა ედავება 2012, 2013 და 2014 წელს სახელმწიფო საგადასახადო სისტემისათვის 14, 5 მილიონი ევროს გადაუხდელობას.
გამოძიება 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, გამოძიებას აქვს სრული საფუძველი პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე შაკირას წინააღმდეგ.
შაკირას განცხადებით ის გადასახადს არ იხდიდა, რადგან არ ცხოვრობდა ესპანეთში. იმ პერიოდში შაკირა ცხოვრობდა ბაჰამის კუნძულებზე.
მაგრამ საგადასახადოს ინსპექტორები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი თქმით იმ პერიოდში შაკირამ წელიწადში 183 დღე გაატარა ესპანეთში, შესაბამისად მას სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაოდენობის გადასახადი.
ეინსპეტრორებს არ ის გამორჩენიათ, რომ ჟერარ პიკეს მეუღლე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და რომ აქვე შეეძინა ორივე შვილი: მილანა და საშა.
image image თავის მხრივ შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ 2007-2010 წლებში ესპანურ საგადასახადოს ფაუმალა 2 მილიონი ევრო, რის გამოც მის წინააღმდეგაც იყო საქმე აღძრული, საბოლოოდ პიკემ გადაიხადა ის თანხა რომელსაც ესპანური პროკურატურა და საგადასახადო სტრუქტურა ედავებოდა.
დააკავებენ თუ არა ცნობილ მომღერალს ეს მასზეა დამოკიდებული, თუ შაკირა დროულად გადაიხდის გონივრულ ვადაში დაწესებულ გადასახადს, მას მოუხსნიან ბრალდებას.
image




0
185
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
185