x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ტელევიზიებს დაარბევენ, მზად უნდა ვიყოთ" - რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე კონსტანტინე მორგოშიას და ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის დაუსჯელად დატოვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ პირებს სწორედ იმიტომ არ აკავებს რომ ისინი მაშინ გამოიყენონ როდესაც თავად დასჭირდებათ. კილაძის თქმით, "ქართული ოცნება" მათი ხელით ტელევიზიებსაც დაარბევს, რისთვისაც ყველა მზად უნდა იყოს: "თუ დაჭირდათ და გაუჭირდათ ტელევიზიებსაც დაარბევენ! ამიტომაც არ იჭერენ მორგოშია - ფალავანდიშვილის ჯოგს ! ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ" - წერს ელისო კილაძე. ძალადობრივი ქმედების ორგანიზატორები დღესაც იმ აზრზე არიან, რომ თუ სახელმწიფო ინტერესებს კონკრეტული პირები ისევ ბრძოლას გამოუცხადებენ, მაშინ ისინი კვლავ ქუჩაში გამოვლენ. კონსტანტინე მორგოშია "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. რაც შეეხება მასზე სამართლებრივი დევნის დაწყების თემას, მორგოშია აცხადებს, რომ საკმარისი საფუძველი დევნის დასაწყებად არ არსებობს. რადიკალური დაჯგუფებების ორგანიზატორების დაკავებას "ქართული ოცნება" ისევ ვერ ბედავს. ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან და არც გამოძიებას აქვს მათთან კითხვები, არადა გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტიე მორგოშიას და ზურა მახარაძის წინააღმდეგ გომელაურის უწყებაში არაერთი მტკიცებულება დევს. მათ შორის არის კადრები, რომლიც ადასტურებს, რომ 5 ივლისს თბილისის ცენტრში ძალადობის ორგანიზებას სწორედ ეს პირები ახდენდნენ. შეგახსენებთ, რომ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ზურაბ მახარაძის გარდა, სამართალდამცავები ასევე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც შევიდნენ, სადაც ანალოგიურად ჩხრეკა ჩაატრეს და ისიც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ასევე "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ და უწყება მათ დღის ბოლოს დატოვეს.













0
596
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
596