x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
ამერიკაში შავი ჭირი დაფიქსირდა,რომელმაც 10 წლის ბავშვი შეიწირა
image

აშშ-ს კოლორადოს შტატში შავი ჭირი მას შემდეგ დადასტურდა, როდესაც 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა ამ დაავადებასთან დაკავშირებული გართულებებით. ამის შესახებ იტყობინება WGN9 სატელევიზიო არხი.


ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, კოლორადოს ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ლაბორატორიული გამოკვლევები დაიწყო. შედეგებმა აჩვენა, რომ შტატის ექვს ოლქში ლაბორატორიულად დადასტურდა ჭირი ცხოველებში.


ჭირი გამოწვეულია ბაქტერია Yersinia pestis-ით, რომელიც შეიძლება ადამიანებს გადაეცეს ცხოველთა(ძირითადად მღრნელებიდან) რწყილების ნაკბენის საშუალებით ან დაინფიცირებულ ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტით.


დღეს შავი ჭირი, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, ექვემდებარება მკურნალობას როგორც ადამიანებში, ასევე შინაურ ცხოველებში.


ჭირის დამახასათებელი პირველი სიმპტომებია: ტემპერატურის მოულოდნელად მომატება და / ან ლიმფური კვანძების შეშუპება. სიფრთხილისთვის, ექიმები გვირჩევენ თავი აარიდონ მღრღნელებს, ციყვის ჩათვლით. არ აჭამოთ, არ მოეფეროთ, არ შეეხოთ ავადმყოფ ან მკვდარ ცხოველებს და ასევე გაამკაცროთ კონტროლი სახლში, რომ მწერები არ მიუახლოვდნენ საკვებს .დაავადებული შინაურ ცხოველების შემთხვევაში ურჩევენ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ვეტერინართან.


შავმა ჭირი ერთ-ერთი უძველესი დაავადებაა.Yersinia pestis-ის შტამი აღმოჩენილია მომთაბარე-მონადირის თავის ქალაში, რომელიც 5 000 წლის წინ ცხოვრობდა.

ჭირს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით დიდი ეპიდემია დაატყდა ევროპას XIV საუკუნეში, რომელმაც მესამედი მოსახლეობა შეიწირა.

0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0