x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ჰუსიტების" მორიგი წარმატება ანუ ბრძოლას და ომს იგებს ის ვისაც მეტი მოტივაცია და საბრძოლო გამოცდილება აქვს

image საუდის არაბეთსა და იემენელ ამბოხებულებს შორის შეტაკებები დიდი ხანია რაც მიმდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში ამ შეტაკებებში გამარჯვებული იემენელი ამბოხებულები (ჰუსიტები) გამოდიან, რადგან მიუხედავად მწირი ამუნიციისა და ეკიპირებისა მათი საბრძოლო მოტივაცია ძალიან მაღალია.
სულაც არაა აუცილებელი მებრძოლი უმაღლესი განათლებით იყოს საბრძოლო მოქმედებებში წარმატების მისაღებად უდაბნოს ან ნახევარუდაბნოს პირობებში, მთავარია:
იარაღის ფლობა და კარგი გამოცდილება. ასე იქცნენ გუშინდელი გლეხები გამოცდილ მებრძოლებად, საუდის არაბეთის სამთავრობო ჯარების ათასგვარ ინსტრუქტაჟ გამოვლილ მებრძოლებთან შედარებით.
"ფლოსტებიანი ჰუსიტები" (პირადად ასე ვუწოდებ იემენელ ამბოხებულებს საბრძოლო მოქმედებებში ფლოსტებით მონაწილეობის გამო) ზედიზედ იღებენ შტურმით საუდის არაბეთის სამხედროების პოსტებს და საუდის არაბეთის მხარეს მებრძოლი სუდანელი დაქირავებული მებრძოლების პოსტებსაც.
სწორედ მათთან ბრძოლის დროს მიიღო საბრძოლო ნათლობა ქართული წარმოების სამხედრო, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანამ "დიდგორი-მედევაკი".
მაშინ პრაქტიკულად ვერ მოახერხეს ამბოხბულებმა ქართული ჯავშანმქანქანის აფეთქება, მიუხედავად იმისა, რომ ტანკსაწინააღმდეგო M-79 Osa-ს ტიპის ყუმბარმტყორცნებიდან ესროდნენ.
საუდის არაბეთის ჯიზანის ოლქის, საპორტო ქალაქ ჯიზანის მიმდებარე ტერიტორიაზე იემენის საზღვართან ახლოს ამჟამად "ჰუსიტებმა" საკმაოდ ჭკვიანურად დაგეგმილი შეტევით აიღეს საყრდენი პოსტები, რომლებსაც საუდის არაბეთის მიერ დაქირავებული სუდანელი მებრძოლები აკონტროლებდნენ.
სუდანელების უმეტესობა დაიღუპა, მცირე ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.
კადრები საკმაოდ მძიმე სანახავია და არასრულწლოვნებისთვის და სუსტი ფსიქოლოგიის ადამიანებისთვის არაა რეკომენდირებული ვიდეოს ნახვა.
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ Watch on You Tube.

+16

0
405
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
405