x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვისზე იმოქმედებს დღევანდელი სავსემთვარეობა ყველაზე მეტად და რისი შანსი მიეცემათ ზოდიაქოს ნიშნებს - "მნიშვნელოვან კითხვებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა"
image


24 ივლისს მერწყულის ზოდიაქოში, მეორე გრადუსში, 6:36-ზე ველოდებით სავსემთვარეობას. საინტერესო ისაა, რომ წელს მერწყულში ორი სავსემთვარეობა გვექნება. ერთი ამ შაბათს გვექნება და მეორე - 22 აგვისტოს, 15:02-ზე, მერწყულის ოცდამეათე გრადუსში. ეს უკანასკნელი მეტად მშვიდი და პოზიტიური იქნება, ვიდრე პირველი.


პირველი სავსემთვარეობა განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, ვინც 13-26 იანვრის შუალედში დაიბადნენ. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე: "ვინ ხარ?", "რა მიმართულებით უნდა განვითარდე" და "რა გზას ირჩევ?". ამასთან, არ უნდა დაარღვიოთ საკუთარი საზღვრები, უნდა იყოთ სამართლიანი, პატიოსანი და იმოქმედოთ ღირსეულად. უმეტესობას, მერწყულში მეორე სავსემთვარეობაზე მეორე შანსი მიეცემა საკუთარი ცხოვრების მეტად გასაუმჯობესებლად.


სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციურობა. ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი თავის მეტად გამოვლენა, ემოციების ამოხეთქვა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი გამოხატვა: სიბრაზის, წყენის, ეჭვიანობის, ალქაჯობის ემოცია. ადამიანებს მოუნდებათ დაგროვილის თქმა.



მერწყულში სავსემთვარეობის შედეგად გარშემო მყოფებს მოუნდებათ კარდინალური ცვლილებები, დინამიკა, სიახლები, მოგინდებათ ასტროლოგიაში, ჩენელინგში, მომავლის ტექნოლოგიებში გარკვევა, ჩაღრმავება. აგრეთვე, მომაბეზრებელისგან, დრომოჭმულისგან გათავისუფლება. კარგ შედეგს მოგიტანთ ფსიქოთერაპია, არტთერაპია. სავსემთვარეობაზე მთვარე მერწყულშია, მზე კი ლომში, ისინი ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში დგანან. გირჩევთ, შემოქმედებითად მიუდექით ცხოვრებას. სულიერი მოთხოვნილება გექნებათ, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. გამოხატოთ თქვენი ემოციები, გრძნობები შემოქმედებაში.


22 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა, გილოცავთ ლომებო, თქვენი დრო დგება. მზე თავის სახლშია. გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას, ყველას სურს, თავზე გვირგვინი გაისწორს, დიდგვაროვნება, პომპეზურობა გამოავლინოს. ყურადღება გამახვილდება შვილებზე, შემოქმედებაზე, თვითრეალიზებაზე, დღესასაწაულებზე, გართობზე, რომანტიკასა და სასიყვარულო თავგადასავლებზე. აგრეთვე, ყველაფერ იმაზე, რასაც ჩვენს შვილობილებად მივიჩნევთ, რასაც შვილებივით გამოვზრდით.


სავსემთვარეობა ჰაერის ნიშანში - მერწყულშია და ლილიტიც ტყუპშია, ისევ ჰაერის ნიშანში. ნუ ენდობით ყველას ნათქვამს, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. შეიძლება მოგინდეთ ყველა ტყუილისთვის ფარდის ახდა ან ყველას ტყუილში გამოჭერა. თავად იყავით მართალი, არ გაავრცელოთ სიცრუე, ცრუ ინფორმაცია. დააკვირდით სიზმრებსაც. შეიძლება პასუხი მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე სიზმარში, წაკითხულ წიგნში, შემთხვევით მოსმენილ საუბარში. არ იფიქროთ ცუდზე, იფიქრეთ, როგორ გამოხვიდეთ უსიამოვნო სიტუაციდანაც კი პოზიტიურად. იმოქმედეთ სერიოზულად და გააზრებულად. მოგეცემათ გეგმების განხორციელების შანსი, მაგრამ მხოლოდ გამოცდილ თანამოაზრეებთან, მეგობრებთან უნდა შეკრათ მყარი კავშირი.


ეს რაც შეეხებოდა სავსემთვარეობის ზოგად დახასიათებას მომდენო 2 კვირის განმავლობაში. სავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს (შემოგთავაზებთ მოგვიანებით) კი გაეცანით თქვენი მზისა და და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით.


ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!



ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე



"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს



ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

0
1105
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0