x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კბილთა რიცხვის ანომალიები
ზეკომპლექსური  კბილები

კბილთა რიცხვის ანომალიები იყოფა ორ ნაწილად: ჰიპოდონტია (ადენტია) და
ჰიპეროდონტია (ზეკომპლექსური კბილები).

ადენტია ნიშნავს ერთი, რამოდენიმე ან სრულიად კბილების არ არსებობას.
ადენტია იყოფა ორ ნაწილად: პირველადი და მეორადი ადენტია. პირველადი
ადენტია ეს არის თანდაყოლილი ადენტია, როდესაც პაციენტს აღენიშნება ჩანასახების არ არსებობა, ხოლო მეორადი ადენტია ეს არის ადენტია რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შედმდეგ სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

პირველადი ადენტიის გამომწვევი მიზეზებია მემკვიდრული ფაქტორები, შიდა
სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქცია, მინერალური ცვლის დარღვევა ჩანასახოვან პერიოდში დედის დაავადებით ორსულობის პერიოდში და ბავშვთა ავადობა ადრეულ ასაკში.ჩანასახების კვდომა გვხვდება ენდოკრინოპათიების, იპოთირეოზის და ცერებრალური ნანიზმის დროს.

ნაწილობრივი ადენტიის დროს კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია და
დამოკიდებულია ნაკლული კბილების რაოდენობაზე და მათი არქონის ადგიზე. ერთი ან ორი თანამოსახელე კბილის სიმეტრიული არყოფნის დროს თავისუფალი ადგილი მათი არყოფნისას შეიძლება არ შეგვხვდეს, რადგან ყბა ამ არეში ვითარდებოდა სუსტად, ხოლო შემდგომი კბილები იჭრებოდნენ წინმდგომებისკენ (მედიალურად). ასევე ადენტიის დროს დამახასიათებელია კბილის არქონის არეში ალვეოლური მორჩის განუვითარებლობა ან
სარძევე კბილის არსებობა ასაკის შეუსაბამოდ.
ადენტია არსებობს როგორც სიმეტრიული ასევე ასეიმეტრიული. ერთი კბლის არ არსებობაც კი ცვლის დანარჩენის მდებარეობას კბილთა რკალში. ჩნდება სივრცეები მათ შორის, ინაცვლებს შუა ხაზი, ვითარდება კბილთა რკალის შევიწროვება და დამოკლება, იცვლება თანკბილვა. მეორე მუდმივი საჭრელის არქონის დროს სარძევე ეშვი
გადანაცვლდება მედიალურად და იკავებს მის ადგილს და შემდგომ მუდმივიც, რის შედეგად მთლიანი კბილთა რკალი მცირდება. ორივე მეორე საჭრელის არქონის შემთხვევაში ცენტრალური კბილები გადანაცვლდება დისტალურად და მათ შორის წარმოიქმნება დიასთემა. ადენტიას როგორც წესი მივყავართ ყბების განუვითარებლობამდე, რომელიც მით უფრო შესამჩნევია რაც უფრო მეტი კბილი აკლია პაციენტს. აქედან გამომდინარე ყველა კბილის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ღეჭვის და ესთეთიკისთვის, ასევე გვერდითი კბილების გადანაცვლების პროფილაქტიკისთვის. ასევე გვხვდება ადენტიის ისეთი ფორმა როდესაც პაციენტს აღენიშნება სარძევე კბილების ნაწილობრივი ან სრული არქონა ხოლო მუდმივი კბილების სრული არქონა, რომელსაც სრული ადენტია ეწოდება. ასეთი ფორმა გვხვდება ძირითადათ ზოგადი დარღვევების და პათოლოგიების დროს. ერთერთი ასეთი გამოვლინებაა ანჰიდროზული
ექტოდერმალური დისპლაზია (კრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომი). ორთოპანთომოგრამის დათვალიერების დროს პირნათლად ჩანს ზედა ყბის ძვლოვანი სტრუქტურა დარღვეულია, ხოლო ალვეოლური მორჩი განუვითარებელია ან არ არსებობს, ქვედა ყბის სხეული ვერტიკალურ სიბრტყეში მკვეთრად შემცირებულია ალვეოლური მორჩის განუვითარებლობის გამონაწილობრივი ადენტიის დროს კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ნაკლული კბილების რაოდენობაზე და მათი არქონის ადგიზე. ერთი ან ორი თანამოსახელე კბილის სიმეტრიული არყოფნის დროს თავისუფალი ადგილი მათი არყოფნისას შეიძლება არ შეგვხვდეს, რადგან ყბა ამ არეში ვითარდებოდა სუსტად, ხოლო
შემდგომი კბილები იჭრებოდნენ წინმდგომებისკენ (მედიალურად). ასევე ადენტიის დროს დამახასიათებელია კბილის არქონის არეში ალვეოლური მორჩის განუვითარებლობა ან სარძევე კბილის არსებობა ასაკის შეუსაბამოდ.
ადენტია არსებობს როგორც სიმეტრიული ასევე ასეიმეტრიული. ერთი კბლის არ
არსებობაც კი ცვლის დანარჩენის მდებარეობას კბილთა რკალში. ჩნდება სივრცეები მათ შორის, ინაცვლებს შუა ხაზი, ვითარდება კბილთა რკალის შევიწროვება და დამოკლება, იცვლება თანკბილვა. მეორე მუდმივი საჭრელის არქონის დროს სარძევე ეშვი გადანაცვლდება მედიალურად და იკავებს მის ადგილს და შემდგომ მუდმივიც, რის შედეგად მთლიანი კბილთა რკალი მცირდება. ორივე მეორე საჭრელის არქონის შემთხვევაში
ცენტრალური კბილები გადანაცვლდება დისტალურად და მათ შორის წარმოიქმნება დიასთემა. ადენტიას როგორც წესი მივყავართ ყბების განუვითარებლობამდე, რომელიც მით უფრო შესამჩნევია რაც უფრო მეტი კბილი აკლია პაციენტს. აქედან გამომდინარე ყველა კბილის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ღეჭვის და ესთეთიკისთვის, ასევე გვერდითი კბილების გადანაცვლების პროფილაქტიკისთვის.
ადენტიის მკურნალობის დროს შეიძლება იგეგმებოდეს შემდეგი
ღონისძიებები კლინიკური შემთხვევის მიხედვით: 1. სარძევე კბილის შენარჩუნება; 2. თუა დენტია შერწყმულია თანკბილვის ანომალიასთან, მაგალითად პროგენიასთან ან ღრმა თანკბილვასთან ჯერ უნდა მოხდეს ოკლუზიის კორექცია და შემდგომ ადენტიის მკურნალობა; 3. კბილთა ჩანასახების ალოტრანსპლანტაცია (აღებული ბავშვების გვამებიდან
4-8 წელის რომლებიც დაიღუპნენ უბედური შემთხვევის შედეგად), გამოკვლევებმა ცხადყო რომ ასეთი კბილების გადანერგვის შედეგად არ გვხვდება გამოდევნის კრიზი და მათი გამოყენება არის შესაძლებელი ქსოვილების ტიპირების გარეში, შეთავსებადობასთან, რაც აუცილებელია ძვლის ან ხრტილის გადანერგვის დროს; 4. იმპლანტაცია ჩვენების მიხედვით და საჭირო პირობების შემთხვევაში, შემდგომი პროტეზირებით; 5. პროტეზირება, რომელიც
უმეტესად გამოიყენება სრული ადენტიის დროს და ასეთი პაციენტები ამ კონსტრუქციენს იყენებენ მთელი ცხოვრების მანძილზე.


ჰიპეროდონტია ანუ ზეკომპლექსური კბილების წარმოქმნის მიზეზი დრემდე უცნობია. ზოგი ავტორი გვაწოდებს ჰიპოტეზას რომ ეს არის ატავიზმი. სხვები აზრიტ ეს არის ჩანასახის გაყოფა ჩამოყალიბების პერიოდში, ხოლო მესამე ნაწილი აღნიშნავს ამ ორივე ფაქტორის ზემოქმედებას მათ წარმოქმნაში.
ატავიზმის თეორიის მომხრეები ხსნიან ზეკომპლექსური კბილების წარმოქმნას
ორგანოს არსებობით, რომელიც გაქრა ევოლუციის შედეგად, ანუ განიხილავენ მათ დაბრუნებას წინაპრებთან რომლებსაც ადრე ქონდათ 6 საჭრელი. აი რატო ზეკომპლექსური კბილები ხშირად გვხვდება ფრონტალურ არეში.
სხვები აღნიშნავენ რომ ატავიზმის ჰიპოტეზამ შეიძლება ახსნას მხოლოდ
ზეკომპლექსური კბილების წარმოქმნა, რომელიც გვხვდება საჭრელების და ეშვების არეში, მაგრამ ვერ ხსნის თუ რატო ჩნდება ზოგ შემთხვევაში ზეკომპლექსური კბილები პრემოლარების და მოლარების არეში.
ჩანასახის გაყოფის თეორიის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ზეკომპლექსური კბილი
ვითარდება ემბრიონულ პერიოდში კბილის ფირფიტის გადამეტებული წარმოქმნის შედეგად. ამ თეორიამ შეიძლება ახსნას ზეკომპლექსური კბილების წარმოქმნა სხვადასხვა უბნებში, მაგრამ ის ვერ ხსნის იმ ფაქტს თუ როგორ შეიძლება ერთიდაიგივე პაციენტს არენიშნებოდეს ჰიპო და ჰიპეროდონტია ყბის სხვადასხვა უბნებში. ამ ჰიპოტეზის დამადასტურებელ ფაქტორად შეიძლება აღქმული იყოს ისეთი ფაქტი როგორიცაა მაკროდონტია.

ზოგი ავტორი აღნიშნავენ ეტიოლოგიურ ფაქტორების მზგავსებას ზეკომპლექსურ
კბილებსა და მაკროდენტიის შორის. აქედან გამომდინარე დუბლირებული შეიძლება იყოს არამარტო გარკვეული კბილები არამედ მთელი კბილთა რკალიც


განასხვავებენ ზეკომპლექსური კბილების 5 ძირითად ჯგუფს კბილის გვირგვინის
ფორმის მიდედვით: ეკლისებრი, ბორცვოვანი, გირჩოვანი, შეზრდილი და განცალკევებული.
შერწყმულ კბილებს აქვთ ოთხი ტიპის მათი მათი ხასიათის და ზომის გათვალისწინებით.
პირველი ტიპი - კბილის გვირგვინის და ზეკომპლექსური ნაწილაკების შერწყმა
მეორე ტიპი - კომპლექსური და ზეკომპლექსური კბილების მხოლოდ გვირგვინოვანი ნაწილის შერწყმა,
მესამე ტიპი - კომპლექსური და ზეკომპლექსური კბილების მხოლოდ ფესვების ნაწილების შერწყმა.
მეოთხე ტიპი - კომპლექსური და ზეკომპლექსური კბილების მთლიანი შერწყმა როგორც გვირგვინის ისე ფესვის.
დადგენილია რომ ზეკომპლექსური კბილები, რომელიც ჩერდება განვითარებაში
გვირგვინის დონეზე საკმაოდ ნელა მიემართება ალვეოლური მორჩის კიდისაკენ და ხშირად ჩერდება და რჩება რეტენციულ (შეკავებულ) მდგომარეობაში.

ზეკომპლექსური კბილების არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად ოპტიმალური მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს აპარატურულ-ქირურგიული მეთოდი. ამავდროულად მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე და პაციენტის ასაკზე, თუმცა ხშირად ესაჭიროება იმაზე მეტი დრო ვიდრე ანალოგიური ანომალიის დროს სადაც არ ფიგურირებს ზეკომპლექსური კბილი. გამოკვლევებში რომელიც დაფუძნებულია ასეთი ანომალიების მკურნალობის ტაქტიკაზე არსებობს ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მეთოდები. ავტორების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ასეთი კბილები საჭიროებს ექსტრაქციას. ზეკომპლექსური კბილების ნაადრევი ექსტრაქცია ხელს უწყობს კომპლექსური კბილების მდებარეობის დარღვევის თვით რეგულაციას და ესეთი პაციენტები არ საჭიროებენ მომდევნო ორთოდონტიულ მკურნალობას. თვითრეგულაცია აღინიშნება 3-4 თვის შემდეგ, ძირითადათ მაშინ როდესაც
ზეკომპლექსური კბილები აღმოჩენილ იქნა ყბა-კბილთა ანომალიის სრულ ამოყალიბებამდე. ხოლო თუ ზეკომპლექსური კბილების ექსტრაქცია მოხდა უკვე ანომალიის ჩამოყალიბების შემდეგ, საჭიროა ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება. ძალზედ ხშირად ზეკომპლექსური კბილები ხდება კომპლექსური კბილების რეტენციის შედეგი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია თუ მოხდა კომპლექსური კბილის ფესვის ფორმირება და მისი ამოჭრის პოტენციალი დაკარგვა. ასეთ დროს ერთ მომენტად ახდენენ ზეკომპლექსური კბილის ექსტრაქცია და ასევე კომპლექსური კბილის საჭრელი კიდის გაშიშვლებას, რის შემდეგაც ახდენენ მასზე ორთოდონტიული კონსტრუქციის ფიქსირებას და ორთოდონტიულად დაქაჩვას. თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევები
როდესაც ვერ ხერხდება ასეთი მუდმივი კბილის დაქაჩვა და ასეთ შემთხვევაში ადენენ ამ კბილის ექსტრაქციას. ეს აღინიშნება, როგორც მოცემული ანომალიის შედეგი. თუ ზეკომპლექსური კბილები ამოჭრისას არ იწვევს ყბა-კბილთა სისტემაში ცვლილებებს ახდენენ მათ ექსტრაქციას და აღარ ტარდება ორთოდონტიული მკურნალობა. გამონაკლის შემთხვევებში როდესაც პაციენტს აღენიშნება ზეკომპლექსური კბილები ნორმალურად ფორმირებული გვირგვინით და ფესვით და მკვეთრად დაზიანებული კომპლექსური კბილები რომლებიც საჭიროებს ექსტრაქციას ან უახლოეს ხანში გახდება ამოსაღები ასეთ შემთხვევაში ვახდენთ კომპლექსური კბილების ექსტრაქციას და ზეკომპლექსური კბილების დაყენებას კბილთა რკალში ორთოდონტიული მკურნალობის გზით.


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0